კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რუსი მმართველების რომელი დიდი ოცნება აასრულა სტალინმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ მავანნი სტალინს ლამის რუსეთის დამაქცევლად მიიჩნევენ, ისტორიული რეალობა რადიკალურად საწინააღმდეგოს ღაღადებს. პროფესორი ივანე პეშკოვი წერს: „სტალინს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული რუსეთის აღორძინებისა და სიძლიერისთვის, ვიდრე ერთად აღებულ ყველა მმართველს. მართალია, სტალინს მათზე მეტი ძალაუფლება და რესურსები ჰქონდა, მაგრამ ეს მას არ აკნინებს. ჩერჩილის ცნობილი ციტატა სტალინზე – სტალინმა გუთნიანი რუსეთი ჩაიბარა და თერმობირთვული ქვეყანა დატოვაო, აბსოლუტურად ასახავს საბჭოთა ბელადის ღვაწლს ახალი რუსული იმპერიის მშენებლობაში და ეს ისევე ნათელია, როგორც ის, რომ დღეს ღამე ცვლის და – პირიქით. სტალინმა არა ერთი ისეთი რამ განახორციელა, რაზეც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ოცნებობდნენ. მათ შორისაა მდინარე დონისა და ვოლგის შეერთება, რაც ისტორიაში შევიდა, როგორც ვოლგა-დონის არხი და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. ანასტას მიქოიანი ყვებოდა: „ვოლგა-დონის არხს უდიდესი ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მშენებლობა ძალიან ხარისხიანად და უმოკლეს დროში განხორციელდა და, რაც მთავარია, „სტალინური გაქანებით“. მან ზუსტად გათვალა ის დიდი ეფექტი, რასაც ეს გრანდიოზული პროექტი მოიტანდა და არც შემცდარა...“
  ვოლგა-დონის არხი 101 კილომეტრის სიგრძისაა და მან გააერთიანა ხუთი ზღვა – თეთრი, კასპიის, ბალტიის, აზოვისა და შავი. ამგვარად, ისინი შეერწყნენ მსოფლიო ოკეანეს. ანუ, შესაძლებელი გახადა სავაჭრო-საწყლოსნო გზის გაჭრა „დიდი მასშტაბებისკენ“. ყველაზე მთავარი სტრატეგიული მნიშვნელობა კი (რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა სტალინს) ამ პროექტის სამხედრო მხარე იყო. ანუ, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოთა საზღვაო ფლოტილიას (დღესდღეობით რუსეთის) შეუძლია ძალიან სწრაფი მანევრირება ერთი ადგილიდან მეორეში. სტალინის ცნობილი ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი აღნიშნავდა: „როდესაც ლენინი „გოელროს“ პროექტზე მუშაობდა, ანუ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ჯერ კიდევ მაშინ უთხრა სტალინმა ოქტომბრის რევოლუციის ბელადს (ლენინს), რომ ვოლგა-დონის არხი გაეთხარათ, მაგრამ ლენინმა ტროცკისა და მისი მომხრეების ზეწოლის შედეგად, ამაზე უარი თქვა. ტროცკი რუსეთის მტერი იყო და მშვენივრად იცოდა ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მისი (ტროცკის) ამერიკელი პარტნიორები ლევ დავიდოვიჩს ეუბნებოდნენ, რომ არ დაეშვა ეს და მაშინ ტროცკიმ მოახერხა ამ პროექტის ჩაგდება. თუმცა, ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინმა ეს თემა გაააქტიურა. ტროცკიც გააძევა და არხის მშენებლობისთვის შესანიშნავი პროექტიც შეიქმნა, მაგრამ მას დიდმა სამამულო ომმა შეუშალა ხელი და მშენებლობის დაწყება მხოლოდ 1949 წელს მოხერხდა, რომელიც 1952 წელს დასრულდა და ნაოსნობაც გაჩაღდა. რაც არ უნდა წერონ და იყვირონ ანტისტალინელებმა, რომ ბელადმა ეს სტრატეგიული არხი ადამიანების ძვლებზე ააგო, ეს ზარალი ბევრად ნაკლებია იმ უდიდეს ეფექტზე, რომმელიც ვოლგა-დონის არხის მშენებლობამ მოიტანა. განა ეგვიპტის პირამიდებს, ან თუნდაც პეტერბურგს ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე არ შეეწირა? ან მეორე მსოფლიო ომში ათეულობით მილიონი ადამიანი არ დაიღუპა? ეს საშინელი სტატისტიკაა, მაგრამ უამისოდ არც ომი არსებობს და არც ძლევამოსილი სახელმწიფოების მშენებლობა. მეტსაც ვიტყვი, მსხვერპლი ასეთი თავგანწირვის გარეშეც იქნებოდა და, შეიძლება, ათჯერ და ოცჯერ მეტიც. ამიტომ ყველაფერს სტალინს ნუ დავაბრალებთ...“
მართლაც, რომ საშინელია დიმიტრი ვოლკოგონოვის სიტყვები და ბევრი შეიძლება, არც ეთანხმებოდეს მას, მაგრამ უფრო საშინელი ისაა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. ვიაჩესლავ მოლოტოვი ამბობდა: „მართალია, ვოლგა-დონის არხის მშენებლობას 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ მაშინ ისეთი დრო და ისეთი პოლიტიკური ვითარება იყო, რომ მსხვერპლი სავსებით გამართლებულია. თანაც, მათი უმრავლესობა ფაშისტი ტყვეები და სისხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ. რბილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებულად ცუდი კატეგორიის, მტრული ელემენტები. პირველი მათგანი ცეცხლითა და მახვილით მოვიდა ჩვენს მიწა-წყალზე. მეორე კი დიდი სამამულო ომის დროს ზურგში ლახვარს გვასობდა. სტალინმა კი მათ სასარგებლო საქმის გაკეთება დააკისრა...“
  სტალინის უახლოესი თანამებრძოლის, ვიაჩესლავ მოლოტოვის სიტყვებს ახლა შეიძლება, გადაჭარბებული ცინიზმითაც კი შევხედოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ისიც იმ ეპოქის შვილი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის ზეობის ხანა იდგა. ამ ზეობის შემომქმედად კი უპირობოდ სტალინი იყო მიჩნეული და ბელადის კრიტიკა არა მარტო პარტიულ მკრეხელობად ითვლებოდა. ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, კონსტანტინე სიმონოვი იხსენებდა: „ადვილია, სტალინი აკრიტიკო ისე, რომ კრიტიკის საგანში ან არ გაერკვე, ან მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა გქონდეს. ვოლგა-დონის არხის მშენებლობას ისეთივე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ჰიტლერის დამარცხებას ან ატომური ბომბის შექმნას.“
სიმონოვიც სტალინური ეპოქის შვილი იყო და მისი, ისევე, როგორც სხვა სტალინისტების, სიტყვების შეფასებას წლები სჭირდება.“

скачать dle 11.3