კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 სტაფილოს სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სტაფილო სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება. ის სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, წმენდს თირკმლებს. 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო საკმარისია ორგანიზმის განწმენდისთვის. ის ხელს უშლის ორგანიზმში სოკოს სპორების გამრავლებას. სტაფილო გამოიყენება კონიუნქტივიტისა და თვალის რქოვანას დაავადებების დროს. ნედლი ნაყოფი და წვენი ენიშნებათ ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს. აგრეთვე, მათ, ვინც გონებრივად და ფიზიკურად არის დატვირთული. სტაფილოს წვენი სასარგებლოა: მადის გასაუმჯობესებლად, მხედველობისთვის, კანის სიჯანსაღისთვის, კბილების სიმაგრისთვის, ხელს უწყობს ნერვული სისტემის მოწესრიგებას, ამაღლებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.
  სტაფილოს წვენი კარგია უმადობისა და საერთო სისუსტისას – 1 სადილის კოვზი წვენი მივიღოთ დღეში სამჯერ ჭამამდე. სტაფილოს წვენი შეგვიძლია გამოვიყენოთ სურდოს დროსაც – ჩავიწვეთოთ ცხვირის ორივე ნესტოში დღეში 6-7-ჯერ.
განსაკუთრებით საყურადღებოა სტაფილოში A ვიტამინის შემცველობა.  ეს ვიტამინი აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში. ამიტომ სტაფილო ერთ-ერთი პირველი პროდუქტია, რომელსაც ჩვილი ბავშვის რაციონში რთავენ.
A ვიტამინი აუცილებელია კარგი მხედველობისთვის, რადგან უზრუნველყოფს თვალის ბადურის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ ვიტამინზეა დამოკიდებული კანისა და ლორწოვანი გარსის მდგომარეობაც. სტაფილოსგან დამზადებული წვენი ჯანსაღი კვების აუცილებელი ატრიბუტია. ის უბადლოა ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობის დროსაც.
  სტაფილოში შემავალი კაროტინი ორგანიზმის მიერ უფრო აქტიურად აითვისება იმ შემთხვევაში, თუ მას მცენარეულ ზეთთან ან არაჟანთან ერთად მივიღებთ. ცხიმები ნივთიერება კაროტინის A ვიტამინად გარდასახვას უწყობს ხელს.
სტაფილოში შემავალი ვიტამინების სიმრავლე კარგია ჰიპო- და ავიტამინოზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. აგრეთვე, ის ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭის ზოგიერთი დაავადების დროს დანიშნული დიეტური კვების რაციონის უცვლელი კომპონენტია. დადგენილია, რომ სტაფილო მოხარშული სახით გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე უმი სახით, რადგან თერმული დამუშავების შემდეგ მის შემადგენლობაში მყოფი ანტიოქსიდანტების რაოდენობა სამმაგდება. გახეხილი სტაფილო აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ორგანიზმის ტოქსინებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლებას, დადებითად მოქმედებს ყველა შინაგანი ორგანოს მუშაობაზე. ის ორგანიზმში ააქტიურებს აღმდგენ პროცესებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ანტიოქსიდანტების სიმრავლე ხელს უწყობს ახალი, ჯანსაღი უჯრედების წარმოქმნას და აქვეითებს კიბოს გაჩენის რისკს.
  გარდა ამისა, სტაფილო შეუცვლელია ყაბზობებისა და ჰემოროის პროფილაქტიკის, საჭმლის მონელების მოწესრიგების საქმეშიც. კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, ბოსტნეული დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ათეროსკლეროზისა და გულის კორონალური უკმარისობისას, სტაფილოს ძირხვენისა და მისი წვენის გარდა, მისი თესლის ექსტრაქტიც გამოიყენება, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი და სისხლძარღვთა გამაფართოებელი თვისება აქვს. სტაფილოს წვენი წარმატებით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროსაც. ის ღვიძლს წმენდს, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს კი მას ქვიშისგან და მცირე კენჭებისგან ასუფთავებს. აგრეთვე, ამაღლებს ორგანიზმის ინფექციებისადმი მედეგობას, ამყარებს ნერვულ სისტემას, ენერგიის წყაროა.
  სტაფილოსა და სტაფილოს წვენს ხალხური მედიცინა გრიპოზული დაავადებების, სტომატიტის სამკურნალოდ, კანის დამწვრობისა და მოყინვის დროს, ასევე, ჭრილობების შესახორცებლად იყენებს.
скачать dle 11.3