კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რა აზიანებს ვენებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  უკანასკნელ ხანს გულთან დაკავშირებული პრობლემები მეტად გაახალგაზრდავდა. პრობლემას ხშირად არა თავად გულის კუნთი, არამედ გულის პერიფერიაზე მდებარე სისხლძარღვების დაზიანება ქმნის. სისხლძარღვების ყველაზე მძლავრი დამაზიანებელი ფაქტორი მისი ათეროსკლეროზული დაზიანებაა, ამის გამო ყველაზე გავრცელებული ანგიოლოგიური პათოლოგიებია: საძილე არტერიების ათეროსკლეროზი, გულმკერდისა და მუცლის აორტის ათეროსკლეროზი, ქვედა კიდურების არტერიათა ათეროსკლეროზი.
 ათეროსკლეროზი პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც არტერიების კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქები წარმოიქმნება. სწორედ ეს ფოლაქები ავიწროებენ და ზოგჯერ სრულიად ახშობენ არტერიების სანათურს, შესაბამისად, ფერხდება სისხლის მიმოქცევა, რაც შინაგანი ორგანოების ფუნქციურ დარღვევას იწვევს, რადგან ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მათ შემცირებული რაოდენობით მიეწოდება.
ათეროსკლეროზის განვითარების რისკფაქტორებია:  გენეტიკური მიდრეკილება, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოწევა, ჰიპოდინამია,  ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, მუდმივი სტრესები.
ეს პრობლემები უმთავრესად 40 წელს გადაცილებულ პირებთან შეინიშნება. მამაკაცებთან – ბევრად ხშირად, ვიდრე ქალებთან. ბოლო დროს ეს დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა.
საკუთრივ გულის მკვებავი არტერიების ათეროსკლეროზი იწვევს გულის იშემიურ დაავადებას, რაც ხშირად მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი მიოკარდიუმის ინფარქტით რთულდება.  არანაკლებ სერიოზული პრობლემაა თავის ტვინის მკვებავი, ეგრეთ წოდებული, საძილე არტერიების ათეროსკლეროზი, რის გამოც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და შესაძლოა, იშემიური ინსულტი გამოიწვიოს.
  საძილე არტერიების ათეროსკლეროზის დროს პაციენტს შეიძლება, აღენიშნებოდეს: ყურებში შუილი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, მეხსიერების დაქვეითება, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. საძილე არტერიების ათეროსკლეროზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი პირველი გამოვლინება იშემიური ინსულტია.
  თეძოსა და ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი იწვევს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლას. ამ დროს აღინიშნება ქვედა კიდურების კანის საფარველის სიფერმკრთალე, ქვედა კიდურებში სიცივის შეგრძნება, ეგრეთ წოდებული, „გარდამავალი კოჭლობა“, როდესაც პაციენტები სიარულის დროს კანჭის კუნთებში უჩივიან ტკივილს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მცირდება მანძილი, რომლის გავლასაც პაციენტები უმტკივნეულოდ ახერხებენ. ათეროსკლეროზული ფოლაქები ზოგ შემთხვევაში იწვევენ არტერიის კედლის განლევას და აღნიშნულ ადგილას ყალიბდება ანევრიზმა. ნებისმიერი ლოკალიზაციის ანევრიზმა ერთხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მოცულობის მატებასთან ერთად, შესაძლებელი ხდება ანევრიზმისათვის დამახასიათებელი მოპულსირე წარმონაქმნის აღმოჩენა დაზიანებული არტერიის პროექციაში (მუცლის აორტა, თეძოს არტერიები, ქვედა კიდურების არტერიები, საძილე არტერიები). ანევრიზმის გართულება მისი გასკდომაა, ამიტომ ანევრიზმის აღმოჩენისას აუცილებელია სისხლძარღვთა ქირურგის კონსულტაცია და საჭირო მოქმედების დაგეგმვა.
პროფილაქტიკა ითვალისწინებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს რეკომენდებიულ ზოგად წესებს:
* არტერიული წნევის კონტროლს;
* თამბაქოზე უარის თქმას;
* მაღალკალორიული და ქოლესტერინით მდიდარი საკვების რაციონიდან ამოღებას;
* სხეულის მასის კონტროლსა და ჭარბი წონის მოცილებას.
скачать dle 11.3