კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რატომ სურდა სიკვდილმისჯილის როლში ყოფნა გიორგი მეგრელიშვილს და მიატოვებს თუ არა ის უთქმელად საყვარელ ადამიანს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: გიორგი.
გვარი: მეგრელიშვილი.
პროფესია: მსახიობი.
– პროფესიული ჩვევა.
– ყველაფერზე  დაკვირვება. ახლაც რომ გიყურებ, შენზე ვფიქრობ: აქ ხომ ასეთი ხარ, მეგობრებში როგორი იქნები – ეს არის პროფესიული, ძალაუნებურად ხდება ასე. ჩემი პროფესია მაძლევს იმის საშუალებას, ამოვიცნო ადამიანი, შეიძლება, მცდარი ფსიქოლოგიური ფერები დავხატო, მაგრამ ჩემთვის საჭირო. კიდევ მაქვს პროფესიული ჩვევა – წუწუნი. ეს საქართველოში ყველა მსახიობისთვის დამახასიათებელია. მე ვფიქრობ ჩემს თავზე, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მინდა, გავაკეთო, იმის საშუალება მქონდეს, რომ მაყურებლისთვის მეტი დასამახსოვრებელი შევქმნა და როცა ამის საშუალება არ გაქვს, მერე ვიწყებ წუწუნს.
– რომელ პერსონაჟს ამსგავსებ საკუთარ თავს?
– მინდა, რომ ლომს ვგავდე, ოღონდ არა იმ ლომს, რომელიც წამოწოლილია და ძუ ლომები მიდიან და მისთვის შოულობენ საკვებს. პერსონაჟშიც მაგისკენ მივდივარ – მინდა, ძლიერი პერსონა ვიყო. ახლახან წავიკითხე „ნათლიმამა“ და მომწონს კორლეონე, ოღონდ მანამდე, სანამ ჯარისკაცია. მე სულ ცუდ როლებს ვთამაშობ. ახლახან ვითამაშე ფილმში – „საკანი“, სადაც სიკვდილმისჯილს ვთამაშობ. სულ მინდოდა სიკვდილმისჯილი მეთამაშა, რადგან ბიძაჩემი იყო სიკვდილმისჯილი და მაინტერესებდა მეგრძნო ის, რაც მან იგრძნო. ვერ გეტყვი, რომ ნამდვილად ვიგრძენი, რადგან ვინც მევითამაშე, ის უცხოელი სიკვდილმისჯილია. როგორც მსახიობმა, ვიგრძენი, მაგრამ იმ ტკივილთან შედარებით, სხვანაირია. ეს პერსონაჟი არის ჩემში.
– რისი გრცხვენია?
– მრცხვენია, როდესაც რაღაც არ ვიცი. ზოგჯერ კომპლიმენტის მრცხვენია. მრცხვენია, როდესაც სხვა აკეთებს ისეთ რაღაცას, რასაც მე არ გავაკეთებ, არ ჯდება ჩემს მორალში. მრცხვენია, როდესაც ადამიანმა ისეთი რაღაც გააკეთა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი, მაგ დროს მე მრცხვენია. არასდროს თქვა არასდროს, მე ვერ ვიტყვი: ღმერთო, ამას ნუ გამაკეთებინებ. ჩემთვის უთქვამთ, ნეტავ, შენნაირი ვიყოო და შემრცხვენია, დავმალულვარ, რას ამბობ-მეთქი, მაგრამ რადგან იმ ჰოლივუდელი ვარსკვლავის ადგილას მინდა, ვიყო, ესე იგი, ვიცი ჩემი თავის ფასი. რადგან ამის შინაგანი მოთხოვნილება მაქვს, ამის მჯერა და უბრალოდ, ასე ვიღაცისთვის ვთამაშობ.
– ფაქტი, რამაც შეცვალა შენი ცხოვრება?
– ახლახან ნიუ-იორკში ვიყავი და მივხვდი, რაოდენ მიყვარს ჩემი პროფესია. ჩავედი, ქართველი ემიგრანტებისთვის „ჰამლეტი“ უნდა გვეჩვენებინა. ვინც უცხოეთში მიდის, ყველა მეუბნებოდა, რომ შენი პროფესია დაივიწყეო და თუ იქ წავალ, მე მზად ვარ იმისთვის, რომ თეატრში ვიღაცას კარი გავუღო – შავი სამუშაოსი არ მრცხვენია. იუნა შაფათავაა ამერიკაში და გაფრენის წინ მითხრა, ბროდვეის თეატრში მოდი, პერფორმანსი უნდა ვითამაშოთო. გამომიგზავნა სცენარი და გზაში ვკითხულობდი. ვიფიქრე, ესეც ბედისწერაა, იუნა ბევრჯერ დამხმარებია ბავშვობაში, როგორც კლასელი. რა მაგარია, ნიუ-იორკში ჩადიხარ, თამაშობ შენს სპექტაკლს და უცებ ბროდვეის სცენაზე გამოდიხარ, ამაში  გიხდიან და მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია.
– როდის ყვირი?
– უფრო მაყვირებენ – როგორც მსახიობს. სიმართლე გითხრა, ყვირილის პრობლემა არ მაქვს. ხომ არის ეზოში რომ ჩახვალ, ვიღაცის მანქანა აყენია და ეძებენ. ჩვეულებრივად, იკითხავენ: ვისია ეს მანქანა? მე ამის მორიდებაც არ მაქვს, შემიძლია, ხმამაღლა ვიყვირო: ვისი მანქანაა? ან ვიღაც ნაცნობი თუ დავინახე და ვერ ვაწვდენ ხმას, შემიძლია ხმამაღლა დავუძახო და გავაგებინო. ახლა შემიძლია, ინტერვიუც ხმამაღლა ჩავწეროთ. ჩემი შვილი, სანდრო მეუბნება: უკომპლექსო ხარო. ყვირილი არ არის ჩემთვის უცხო მომენტი.
– იგინები?
– ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი: მე საჭესთან არასდროს ვიგინები-მეთქი და როდესაც ეს ჟურნალი გამოვიდა, მეორე დღეს დაემთხვა, რომ საჭესთან ისეთი ვიგინე, ჩემმა მეგობარმა მითხრა: ეს შენ არ დაწერეო?
– ნანობ რამეს?
– ვნანობ, რომ ვეწეოდი, ვნანობ ძალიან ბევრ ტყუილუბრალოდ დაკარგულ დროს, ვნანობ,  რომ თეატრში არ ვარ და დრო არ მაქვს, არ შემიძლია თეატრში
ვიყო და იქ ვიყო ჩაკეტილი, თავისუფლება მჭირდება.
– ღალატობ?
– ვღალატობ საკუთარ თავს, ადამიანი მხოლოდ თავის თავს ღალატობს. იმ დღეს 10 კილომეტრი ვირბინე და მომინდა დამეწერა, რომ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. სხვას რომ ღალატობ, საკუთარ თავს უკეთებ ამას. მეღიმება, იმიტომ რომ ბევრს უთქვამს, ცოლის მიმართ მოღალატე იქნებიო, ალბათ ჩემი ბიოგრაფიის გამო. რაც ცოლი მყავს, ვცდილობ, პატიოსანი ქმარი ვიყო. ჩემი ოჯახის გამო ძალიან ბევრ რაღაცაზე მიწევს უარის თქმა. განა ღალატზეა, ყველანაირად ვცდილობ, როდესაც ჩემს სახლში შევალ, ვიცოდე, რომ ჩემს თავთან მართალი ვარ. ჩემი თავის არ შემრცხვეს. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ბევრი წელი დამჭირდა, რომ ამისთვის მიმეღწია. ცოლი რომ მოვიყვანე, არც მეგონა, თუ ასე ვიქნებოდი. რთულია, მაგრამ სასიამოვნო პროცესია.  რთული რა? აბა, რისთვის ვართ ადამიანები? მაშინ რა აზრი აქვს იმ ადამიანთან ცხოვრებას. რომ დაფიქრდე, რაც ღირებულია, მარტივი არაფერია. თუ ესეც არ შეგიძლია, მაშინ რისთვის ხარ ადამიანი.
– ეჭვიანი ხარ?
– ხანდახან თვითონ ვყოფილვარ ეჭვიანობის მსხვერპლი. მე და ჩემი მეუღლე ამდენი წელია, ერთად ვართ და არ ეჭვიანობს, ალბათ, სიამოვნებს კიდეც, რომ მე ვიღაცის ყურადღების ობიექტი ვარ. ეჭვიანი ვარ, მაგრამ იმას დავუბრუნდები, რომ თუ ადამიანმა გიღალატა, უნდა გაუშვა. ოტელო არ უნდა იყო. ჯერ ერთი, ოტელოს თვალები დაუბრმავდა და მკვლელი გახდა. რომ დაუკვირდე, ის იმის ღირსიც არ უნდა გახადო, რომ რაღაცაზე ესაუბრო. ბიოლოგიურად მე როგორი ტიპიც ვარ, ალბათ, აფეთქდება, ოტელო იქნება, მაგრამ მინდა, რომ ჰუმანური ტიპი ვიყო. თუმცა, არ ვიცი, რას ვიზამ, შეიძლება, ორჯერ მეტი ოტელო გავხდე.
– როდის უნდა დასრულდეს ურთიერთობა?
– როდესაც გონებაში იტყვი, მორჩა. არ უნდა გაიქცე, მაგრამ თქმაშია სირთულე. დიდი ხანი რომ ცხოვრობ ადამიანთან, როგორ უნდა უთხრა? სამზარეულოში, სადაც ბევრი გიკისკისიათ? სადმე უნდა დაპატიჟო და უთხრა? ძალიან რთულია ამის თქმა. ალბათ, ამიტომ გარბიხარ, შეიძლება, წლების მერე ნანობ, რომ უთქმელად მიატოვე ეს ადამიანი.
– რა არის ქალი შენთვის?
– ქალი ჩემთვის, პირველ რიგში, არის დედა. ქალი არის ყურადღება, ბევრი ყურადღება უნდა მიანიჭო და მერე ის მეტ ყურადღებას მოგანიჭებს. ყველა ქალი ლამაზია. ერთადერთი ქალი, რომელსაც ვერ ვხვდები რატომ დაემართა ეს, არის ვირჯინია ვულფი, რომელმაც ქვები ჩაიყარა, წავიდა და თავი დაიხრჩო და ვერ ვხვდები – რატომ? დიდი ეპოქა შექმნა, წერილი დაუწერა უსაყვარლეს ქმარს და წავიდა. ეგეთი ქალები ჩვენ გარშემო არ უნდა იყვნენ. ქალი თავს არ უნდა იკლავდეს.
– მამაკაცი შეიძლება, ქალზე სუსტი იყოს?
– დღევანდელ დღეს, ქალები უფრო ძლიერები და ამტანები არიან. კაცები კი, მე მგონი, მონადირეები აღარ ვართ. ქალს აღარ უნდა კაცზე იყოს დამოკიდებული. ახლა სახლში მჯდომი ქალებიც კი წარმატებულები ხდებიან დიზაინით, კერვით... ძლიერი ქალების კაცებს ეშინიათ, როგორ არ უნდა გეშინოდეს? ეს ის შიში კი არ არის, მომერევა თუ არა? რა საფეხურები გაიარა ამ ქალმა? ხვდები, რომ ის შენზე მეტია, მაგრამ ქალია. შეიძლება ისეთი რაღაც გითხრას, ხმა ვერ ამოიღო. 20-30 წლის წინ ასე არ იყო. დღეს ქალი დამოუკიდებელი და უშიშარია.
– სიყვარული და ვნება ერთი და იგივეა?
– ერთმანეთის გარეშე არ ვარგა. თუმცა, შეიძლება, იყოს პლატონური სიყვარული, შეიძლება მუზა გიყვარდეს. მყვარებია პლატონურად – უთქმელია, რაღაცის გამო რომ ვერ ეუბნები. საერთოდ, ყველაზე რთულია  იმ სიმართლისა და სინამდვილის თქმა, რასაც გრძნობ.
– სექსი შენთვის არის...
– სექსი ჩემთვის არის სიამოვნება და კალორიების წვა...
– როგორია შენთვის სექსუალური ქალი?
– ჩემთვის სექსუალური თბილი ქალია. ასევე, სექსუალურია ის ქალი, რომელსაც მე ძალიან ვუნდივარ. ხოლო ისე, უბრალოდ, სექსუალური ქალი ჩემთვის შარლის ტენორია და ის ჩემი არ არის. ჩემთვის სექსუალური ის არის, ვინც ჩემკენ იწევს და ჩემი სექსუალურობა უნდა.
– ქალი სამზარეულოშიც სექსუალური უნდა იყოს?
– სამზარეულოში სექსი კარგია, კი ბატონო, მთავარია, ქვაბზე და „პლიტაზე“ არაფერი დაიწვათ. სამზარეულოში ქალი არ მიყვარს. ამ ქალებს იმდენად ცოტა დრო აქვთ, არ მინდა, ჩემი ცოლი მთელი დღე სამზარეულოში იყოს. ყოველთვის დედაჩემი მახსენდება, სულ სამზარეულში რომ იყო და არ მინდა, ჩემმა ცოლმა თავისი ცხოვრება სამზარეულოში გაატაროს.
– რომ არა სიკეთე, ბოროტებას რით დავამარცხებდით?
– დოსტოევსკის „ძაღლის გულს“ ვკითხულობდი: ბოროტება რით უნდა დაამარცხოო და მოფერებითო. ოღონდ თვალთმაქცურად არა, გულწრფელი უნდა იყო და ბოროტება ლღვება – სიკეთეს დიდი ძალა აქვს. წარმოიდგინე, ადამიანი ცუდ რაღაცას გიკეთებს და შენ ეტყვი, კარგი, არა უშავს, იმ სიკეთემ შეიძლება, გააგიჟოს და ფარ-ხმალი დააყრევინოს.  ძალიან რთულია, მაგრამ ერთდერთი გზა ეს არის.
– უფალს რომ პირისპირ შეხვდე, რას ეტყოდი პირველად?
– უფალს რომ პირისპირ შევხვდე, ვეტყოდი, ადგილი გამიცვალე, რომ მე ვეწამო, შენი თვალებით შევხედო დედამიწას-მეთქი.

скачать dle 11.3