კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 აირჩიე ხარისხი – „შირაქის“ პროდუქცია თქვენს სამზარეულოში!

ნინო კანდელაკი ეკა სულხანიშვილი

კომპანია „შირაქმა“ სულ რამდენიმე წელიწადში მოახერხა მომხმარებლის გულის მოგება, მისი პროდუქციის შეყვარება და საკუთარ სამომხმარებლო კალათაში რჩეულ ბრენდად აღიარება. კომპანია „შირაქი“ საქართველოში ნედლი რძის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი და ამიერკავკასიაში პირველი ბიოფერმის მფლობელია, მის მიერ წარმოებული რძის პროდუქტები კი ჩვენს მკითხველებში ქართული მაგიდის განუყრელ და სანდო პროდუქტად სახელდება.
მეურნეობა 1 000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განთავსებული, რომლიდანაც 500 ჰექტრამდე ბიონაკვეთებია. მეურნეობა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონში, შირაქისა და ალაზნის ველებზე მდებარეობს. ბიოფერმაში ამ ბიომეურნეობიდან მიღებული ბიომარცვლეულითა და სილოსით ხდება 250 სული პირუტყვის გამოკვება, რომლიდანაც 150 სული მეწველი ფურია. ნედლი რძის საკმარისი რაოდენობა რომ მიიღოს, „შირაქს“ ასევე აქვს რძის შემკრები პუნქტები, სადაც თავს იყრის ნედლი რძე დედოფლისწყაროში მდებარე ფერმებიდან, ადგილობრივი მოსახლეობიდან და ქვემო ქართლის რეგიონიდან.  სრული ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ,  შირაქის ნედლი რძე თბილისში,  კომპანიის კუთვნილ რძის გადამამუშავებელ საწარმოში 30-მდე სახეობის სხვადასხვა სახის პროდუქციად გარდაიქმნება. საწარმოში დანერგილია HASSP სტანდარტი და წარმოება ევროსტანდარტებთან შესაბამისობაშია მოყვანილი.  „შირაქი“  ფლობს  სპეციალიზირებულ ჯიხურების ქსელს, რომელიც თბილისშია განთავსებული. დღეისთვის მიმდინარეობს ბიოსაწარმოს მშენებლობა, რომლის დასრულებისას, ნედლი რძის პროდუქტებთან ერთად წარმოებული იქნება „შირაქის“ ბიორძის

პროდუქტები.
   კომპანია შირაქი 2007 წელს დაარსდა. რძის შემკრები პუნქტით დაწყებული საქმიანობა მალევე გადაიზარდა დიდ წარმოებაში. წარმატებას საფუძვლად დაედო კომპანიის დამფუძნებლისა და თანამშრომლების ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში მიღებული გამოცდილება და ცოდნა. 2013 წელს საფუძველი ჩაეყარა „შირაქის“ ბიოფერმას. საზღვარგარეთ ნანახმა წარმატებულმა და მზარდმა ბიომეურნეობებმა დიდი ზეგავლენა იქონია კომპანიის დამფუძნებლის, ნიკოლოზ ბენიაიძის მომავალ ხედვებზე. ეს იყო დიდი გამოწვევა და რთული პროცესი, რომელმაც 4 წელზე მეტი ხნის ინტენსიური შრომა  მოიცვა და მთლიანად „შირაქის“ გუნდს შეეხო. ბიოსერტიფიკატის მიღების შედეგად შირაქი ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ბიორძის მწარმოებელი გახდა.
  ნიკოლოზ ბენიაიძე კომპანიის დამფუძნებელი: ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ჰოლშტეინის ჯიშის მაღალპროდუქტიული პირუტყვი ესტონეთიდან შემოვიყვანეთ.  პროცესი ნახევარი წელი მიმდინარეობდა და  ამ პერიოდში ამერიკიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან  და ჰოლანდიიდან მაღალკვალიფიციური ბიოტექნოლოგები, ზოოტექნიკოსები, ბიოფერმის მენეჯერები, ვეტერინარები და პრაქტიკოსი ფერმერები მოვიწვიეთ, მათი მრავალწლიანი გამოცდილება ადგილობრივ რეალობას მოვარგეთ. ადგილზე საქმის შესწავლით გავაუმჯობესეთ ცოდნა და სამუშაოს ხარისხი.
„შირაქი“ ხელს უწყობს მერძევეობის განვითარებას – ჩამოყალიბდა მერძევეობის ასოციაცია, რომელიც ეხმარება საქართველოში სარძევე ფერმებისა და ნედლი რძის წარმოების განვითარებას.
– თქვენი კომპანიის მიერ წარმოებული ყველი მართლაც გამორჩეული და აღიარებული პროდუქტია

– კომპანიის თანამშრომლების გადამზადება მუდმივად მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. შედეგად, ორიენტაცია გვაქვს უმაღლესი ხარისხის პროდუქციაზე. ვაწარმოებთ არა მხოლოდ ტრადიციულ ნაწარმს,  ასევე, დავნერგეთ მრავალფეროვანი პროდუქცია ძველი ქართული რეცეპტების მიხედვით. ქართულ ტრადიციულ ყველეულთან ერთად კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ეგზოტიკური და გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციას. „შირაქი“ ამ ეტაპზე საქართველოში ყველის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ჩვენი სტანდარტებით შექმნილი სულგუნი კი  გამარჯვებულია EBRD/FAO-სა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ არჩევანი კარგსა და საუკეთესო პროდუქტს შორის. მომხმარებელს შევთავაზოთ ბიომიმართულება. ვაწარმოოთ იმდენი ნედლი და ბიორძე, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ.
– თუმცა თქვენს დარგში ბევრი პრობლემა და ხარვეზიცაა, რაც საბოლოო ჯამში, მომხმარებლის ნდობაზეც აისახება...
– გეთანხმებით... დარგი ახლა ვითარდება, არ არის ხელშემწყობი პირობები, დაურეგულირებელია ბაზარი, კონკურენცია არათანაბარია, შემოტანილი პროდუქცია დაბალფასიანი ფხვნილისგანაა ნაწარმოები, რომელიც კონკურენაციას უწევს ნედლ რძეს. გაუკონტროლებელია ბაზარი, გარე ვაჭრობა კი ისევ ხელისშემშლელ ფაქტორად რჩება.  ძირითადი წნეხი მოდის მწარმოებლებსა  და ბიზნესოპერატორებზე,  რაც აძვირებს პროდუქციას და არათანაბარ პირობებში აყენებს საეჭვო წარმოშობის პროდუქტებთან. ჩვენი კომპანიის  მიზანი და სამომავლო ხედვა წარმოების მთლიანი ციკლის შექმნით (მინდვრიდან – სუფრამდე) ძლიერი საწარმოს ჩამოყალიბება გახლავთ, რომელიც საკმარისი რაოდენობით შექმნის ნედლ და ბიორძის პროდუქციას და დააკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნილებას საქართველოში. დავუბრუნოთ მომხმარებლებს კარგად დავიწყებული მამაპაპისეული სუფთა და ნატურალური ჯანსაღი პროდუქცია არა მხოლოდ ნედლი და ბიორძის პროდუქტების, არამედ  ბიოფქვილის, ბიოსიმინდის, ბიოქატოს, ბიომზესუმზირის, ბიოზეთისა და ბიოხორცის წარმოებით. იმედია, ჩვენი მომხმარებელი, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე გემოვნებიანი და შეუმცდარია, ზუსტად შეაფასებს   „შირაქის“ ხარისხსა და გემოს!

скачать dle 11.3