კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ვარ 17 წლის და რუჯის ეფექტისთვის ყოველდღიურად ვიყენებ მუქი ფერის ტონალურ კრემს. თუმცა, სახე მაინც მიჭრელდება. არადა, ზოგადად, ტონალური კრემი სახეს ერთ ფერში აჩენს. როგორ შევარჩიო, სწორად ტონალური, რომ კანი არ აჭრელდეს და ბუნებრივად, ლამაზად გამოიყურებოდეს?
პასუხი: გოგონები ხშირად არასწორად არჩევენ ტონალური კრემის ფერს, შესაბამისად, მათი კანი არაბუნებრივად გამოიყურება და აჭრელებულია. არასწორმა მაკიაჟმა, და კერძოდ, დიდი ოდენობით მუქმა ტონალურმა სახეს შეიძლება უსიამოვნო შესახედაობა მისცეს. ტონალურის ფუნქცია სახეზე რუჯის ეფექტის მიღება არ არის. მისი მთავარი ამოცანა, მაკიაჟისთვის ბაზისის შექმნა და პატარა ნაკლოვანებების დაფარვაა. თუმცა ამ შედეგების მისაღწევად აუცლებელია თქვენი სახის კანის ფერის ტონალური და არა ორი ან სამი ტონით მუქი. მის სწორად შესარჩევად, აუცილებელია, იცოდეთ, რა ტიპის სახის კანი გაქვთ. ტონალურის ყიდვისას დააკვირდი მის შემცველობას და ფორმულას. ზეთოვანი ფორმულის მქონე ტონალურები კარგია აკნესკენ მიდრეკილი ან ზეთოვანი კანისთვის. დამატენიანებელი ფორმულის შემცველი ტონალური კი, კარგია მშრალი და ნორმალური კანისთვის. ხოლო მათ, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვთ, ისეთი ტონალური უნდა მოიძიონ, რომელშიც არაკომედოგენური, ანუ არა აკნეს გამომწვევი ან ჰიპოალერგიული ფორმულაა. არასდროს გასინჯოთ ტონალურის ფერი ხელის მტევანზე. წაისვით ღაწვებზე მუქიდან ღიისკენ და სინათლეზე გადით. თქვენთვის შესაფერისია ტონი, რომელიც თქვენი კანის ფონზე აღარ გამოჩნდება.


скачать dle 11.3