კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№15 რატომ არ უნდა დავიბანოთ პირი ცხელი წყლით და როგორ მოვამზადოთ გამომშრალი კანის მკვებავი საცხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

მანდილოსნებში მშრალი ტიპის კანი ძალიან ხშირია, გაზაფხულზე კი მას განსაკუთრებული დისკომფორტი ახლავს, კერძოდ: სიწითლე, ბზარები, ქავილი და ასე შემდეგ. კანის სიმშრალე ზოგჯერ მემკვიდრეობითია, ზოგჯერ ასაკთან ერთად მოდის. შესაძლებელია, გამოშრობა საპნების რეგულარულმა მოხმარებამ გამოიწვიოს. მშრალი ტიპის კანი უფრო მალე ბერდება, ამიტომ მას ფაქიზი მოვლა სჭირდება. გაზაფხულის პერიოდში კი გამომშრალი სახის კანი, ყველაზე მეტად საჭიროებს მოვლას, დატენიანებასა და ვიტამინებით გამოკვებას, რადგან ეს სეზონი ალერგიების პერიოდია და ბევრ ქალბატონს დიდ პრობლემებს უქმნის, რადგან გაღიზიანებულ კანზე შეუძლებელია კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. მკვებავი სახის კრემები, რომლებიც დღეს ბაზარზე უხვადაა, სხვადასხვა ვიტამინებთან, მინერალებთან, ქიმიურ დანამატებთან და არომატიზატორებთან ერთად, კონსერვანტებითაცაა გაჯერებული, რომლებიც სახის კანზე არც თუ ისე დადებითად მოქმედებენ. ამიტომ, გირჩევთ, მკვებავი კრემი სახლის პირობებში დაამზადოთ და დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში რეგულარულად გამოიყენოთ.
მკვებავი კრემისთვის დაგჭირდებათ: 10-10 კაფსულა A და E ვიტამინი, 50 მილილიტრი გლიცერინი ან ზეითუნის ზეთი და 1 სუფრის კოვზი გახეხილი თაფლის სანთელი. კრემი კი ასე უნდა მოამზადოთ: ჩაასხით ჭურჭელში ზეითუნის ზეთი ან გლიცერინი, ჩაყარეთ მასში გახეხილი სანთელი, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. როგორც კი სანთელი გადნება, გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ. ჩაამატეთ ვიტამინი. კარგად გათქვიფეთ, მოათავსეთ სახურავიან ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. მიღებული კრემი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღე. ის კარგი მკვებავია და დამატენიანებლის როლსაც ასრულებს. შედეგს  კი მალევე დაინახავთ.
ასევე  დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დაბანას. უნდა იცოდეთ, რომ დაბანისას კანს არა მარტო ჭუჭყს აცილებთ, არამედ ბუნებრივ დამცავ ცხიმის საფარსაც, რომელიც აუცილებელია მისთვის. ცხელი წყალი კანს ზედმეტად აშრობს, ამიტომ შეეცადეთ, სახე ცივი წყლით დაიბანოთ. გამორიცხეთ ძლიერმოქმედი საპნები. გამოიყენეთ დამატენიანებელი დუშის გელი, რომელიც მშრალი კანისთვისაა განკუთვნილი. დაბანის შემდეგ გაიმშრალეთ და მაშინვე წაისვით დამატენიანებელი კრემი. თუ კანი ძალიან მშრალია და იქერცლება, გაშრობამდე წაისვით საბავშვო ნუშის ან E ვიტამინის შემცველი რომელიმე მინერალური ზეთი. ხშირი დაბანა მშრალი კანისთვის მავნებელია. უმჯობესია, დილით სახეზე მხოლოდ ცივი წყალი შეისხათ - გამოსაფხიზლებლად.
ზოგადად, დამატენიანებელი კრემი აუცილებლად უნდა შეიცავდეს კერამიდებს. ეს ის ინგრედიენტია, რომელიც კანს ტენიანობასაც უნარჩუნებს და დამამშვიდებლადაც მოქმედებს. კანს ტენიანობას უნარჩუნებს, ასევე, ჰიალურონის მჟავა, ლანოლინი, ვაზელინი, გლიცერინი, დიმეტიკონი, მინერალური ზეთი. ისინი კანს უნარჩუნებენ იმ სითხეს, რომელიც მან ბანაობისას მიიღო. ამიტომ მათი გამოყენება სწორედ დაბანის შემდეგ არის საჭირო.
კანს მზის სხივებიც აშრობს. ამიტომ, აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენებაც. შეეცადეთ ისეთი მზის დამცავი საშუალებები გამოიყენოთ, რომელთ შეფუთვაზეც 15 პროცენტზე მეტი დაცვა აქვთ მითითებული. გაზაფხულზე კი კვების რაციონში შეიტანეთ თევზის პროდუქტები, თევზის ქონი, ომეგა 3,  ნიგოზი, სტაფილო, თქვენი სახის კანისათვის აუცილებელია A და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. გახსოვდეთ, ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეს, სწორი კვება, კარგი ძილი, ფიზიკური ვარჯიში, დასვენება და მშვიდი გარემო ყველა ტიპის კანს სჭირდება.

скачать dle 11.3