კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რა ზესაიდუმლო ორგანიზაცია შექმნა ბერიამ, რომელიც გლობალურ უსაფრთხოებას ემსახურებოდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ეშმაკობასა და ვერაგობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მარშალს ტყუილად როდი უწოდეს დაზვერვის გენია... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი პავლე პრილუცკი წერს: „ბერია უნიკალური, არაორდინარული პიროვნება იყო. მას თანაბარი წარმატებით შეეძლო, დაეხატა უმშვენიერესი პეიზაჟი, დაეწერა კარგი ლექსი, ჩასწვდომოდა ურთულეს ინჟინრულ ინოვაციას, ჩაეხლართა  სადაზვერვო ოპერაცია და ყოველივე ამას „ლავრენტი პავლოვიჩი“ უზადოდ ასრულებდა. თავს ვერ დავდებ, რომ ბერია „დრაკულა“ იყო და ღამ-ღამობით სისხლს სწოვდა ვინმეს (ეს, რა თქმა უნდა, ირონიით), თუმცა მართლა შეეძლო სასტიკად მოქცეოდა ადამიანებს, თუკი ისინი ამას იმსახურებდნენ... ერთ-ერთმა შეთქმულმა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვოდა ბერიას მკვლელობაში, მარშალმა კლიმ ვოროშილოვმა პირად საუბარში თქვა: ლავრენტი (ბერია), სტალინის შემდეგ, ყველა ჩვენგანზე მეტი იყო, ქვეყნის ერთ-ერთ ბურჯს წარმოადგენდა და ეს ბურჯი დავანგრიეთო... მეორე მარშალმა, გიორგი ჟუკოვმა, ურომლისოდაც ბერიას თითსაც კი ვერ დააკარებდნენ, თქვა: ბერიას წვლილი ჰიტლერის დამარცხებაში თითქმის იგივეა, როგორიც სტალინის და ხრუშჩოვისთვის არ უნდა დაგვეჯერებინაო... ამ ორი სახელგანთქმული მარშლის გვიანი სინანული ლავრენტი ბერიას განადგურების გამო კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა ძალები იყვნენ მობილიზებულები ბერიას წინააღმდეგ და რომ მათ ყველაფერი იკადრეს ამ ადამიანის მოსპობისა და კომპრომეტაციისთვის. ბერია, ისევე როგორც სტალინი, განსაკუთრებული თვისებებით იყო დაჯილდოებული. შეეძლო, წინასწარ განეჭვრიტა მოვლენები და მომავალი გამარჯვებების ფუნდამენტს წინასწარ ქმნიდა. ცნობილი საბჭოთა მზვერავი, პავლე სუდოპლატოვი ერთ საინტერესო ისტორიას ყვება, რომელიც ბერიას პიროვნებას დადებით შტრიხს მატებს. გენერალი იხსენებდა: „ბევრმა არც კი იცის, რომ 1939 წლიდან ფაშისტური გერმანიის ჯარისთვის ჩექმები საბჭოთა კავშირში იკერებოდა  და მეორე მსოფლიო ომი ჰიტლერმა სწორედ ლენინგრადის ფეხსაცმელების ფაბრიკა „სკოროხოდში“ შეკერილი ჩექმებით დაიწყო. ფაშისტებს ეს ჩექმები თითქმის ბოლომდე ეცვათ. მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სტალინი ჰიტლერს დაუახლოვდა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულებასთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მრავალი სხვა ხელშეკრულებაც დაიდო. სწორედ ერთ-ერთი ასეთი  ხელშეკრულების შედეგად ვუკერავდით ფაშისტებს ჩექმებს. საინტერესო და საგულისხმო კი ისაა, რომ ლავრენტი ბერიამ ეს ფაქტი სამომავლოდ ძალიან წარმატებით გამოიყენა. 1939 წლის მიწურულს „ენკავედეს“ სპეციალურ ლაბორატორიაში ბერიას ბრძანებით შემუშავდა სპეციალური ხსნარი. ამ ხსნარში ავლებდნენ ტყავს, რომლითაც „სკოროხოდი“ ფაშისტებს ჩექმებს უკერავდა. საქმე კი ის იყო, რომ მინუს 12 გრადუსზე ხსნარში ამოვლებული ჩექმები სკდებოდა და ქუცმაცდებოდა. სწორედ ამის გამო დარჩნენ ფაშისტური არმიის ჯარისკაცები მოსკოვის მისადგომებთან და სტალინგრადში ფეხშიშველები. მართალია, ფაშისტები მიხვდნენ „რუსულ ვერაგობას“, მაგრამ გვიან იყო და ახალი ჩექმებით თავიანთი ფეხშიშველი არმიის მხოლოდ მეხუთედი უზრუნველყვეს. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო აქცია საკმაოდ წარმატებული ოპერაცია იყო და ის ბერიამ მოიფიქრა...“
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ სამოცდაათი წლის წინ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-50-იანი წლების მიჯნაზე, ლავრენტი ბერიას მიერ მოფიქრებული კონტრზომები, რაც დასავლეთს საბჭოთა თავდასხმისგან აჩერებდა, დღესაც აქტუალურია. აი, მაგალითად, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებს დღემდე ვერ აღმოუჩენიათ, თუ სადაა შენახული მათ ქვეყნებში ალარეგალურად შეტანილი ბირთვული ასაფეთქებლები, რომლებიც ბერიას „ჩეკისტებმა“ იქ დაამონტაჟეს. ამ ადგილების სია დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობის ხელთაა და ეს კარგად უწყიან ამა ქვეყნის ძლიერმა სახელმწიფოებმა და რუსეთს ამის გამოც უფრთხიან. ასევე, დღემდე წარმატებით მუშაობენ ბერიას მიერ შექმნილი სტრატეგიული სადაზვერვო ქსელები მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში და მათთან კონტაქტს უკვე დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობა ახორციელებს. ბერიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში უამრავი საქმე გაკეთდა საბჭოური უსაფრთხოების სისტემისთვის და ეს სისტემა დღემდე მუშაობს, ოღონდ უკვე რუსეთისთვის. ბერიას მიერ შექმნილ სხვადასხვა სისტემას შორის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი (თუ ყველაზე იდუმალი არა) ქმნილებაა ისეთი ზეგასაიდუმლოებული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ყველა სახელმწიფო საიდუმლოებას ფლობს და ისეთ ადამიანებს უზიარებს, ვინც მას ცალსახად დასავლეთის წინააღმდეგ მიმართავს (ისევე, როგორც ეს საბჭოთა დროს ხდებოდა ხოლმე). ბერიამ ეს ორგანიზაცია გლობალური უსაფრთხოების მიზნით შექმნა და სწორედ ეს მიუთითებს მის (ბერიას) გონებაზე, პასუხისმგებლობაზე და რა თქმა უნდა, ზოგადსაკაცობრიო ჰუმანიზმზე. ბერიამ იცოდა, თუ რა შედეგით დასრულდებოდა მესამე მსოფლიო ომი, შეიმუშავა ამის საწინააღმდეგო სისტემა და მოქმედებაში მოიყვანა ის. სავარაუდოდ, ბერიას ამ ყველაზე საიდუმლო პირმშოს შესახებ არასოდეს გახდება ცნობილი ფართო მასებისთვის, მაგრამ მთავარი სწორედ ამ მასების გადარჩენაა, რაზედაც ბერიამ წინასწარ იზრუნა.“

скачать dle 11.3