კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ანევრიზმა – შენელებული მოქმედების ნაღმი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ანევრიზმა საშიში დაავადებაა – ეს არის არტერიის (იშვიათად,  ვენის) ან გულის კედლის გამობერვა მისი განლევისა და დაჭიმვის გამო. შედეგად წარმოიშობა ეგრეთ წოდებული ანევრიზმული ტომარა, რომელიც შესაძლოა, ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დააწვეს. ანევრიზმა შესაძლოა თანდაყოლილი იყოს, მაგრამ შეუმჩნეველი დარჩეს და ბავშვი ნორმალურად ვითარდებოდეს. შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ისეთი დაავადების ფონზე, რომელიც სისხლძარღვის კედლის გათხელებას იწვევს (ჰიპერტონიული დაავადება, ათეროსკლეროზი, სიფილისის გვიანი სტადია). სისხლძარღვის ტრავმისა და ჭრილობის შედეგად ზოგჯერ ყალიბდება ცრუ ანევრიზმა, რომელიც ასევე, ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს. ანევრიზმის მთავარი მიზეზი ათეროსკლეროზია. ამ დაავადების დროს არტერიის კედელზე ქოლესტერინი, კალციუმი და ფიბროზული ქსოვილი ლაგდება და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რაც კედლის დასუსტებასა და გამობერვას იწვევს. ცნობილია ათეროსკლეროზის განვითარებისა და, შესაბამისად, ანევრიზმის ჩამოყალიბების რამდენიმე რისკფაქტორი: სქესი – მამაკაცები მეტად არიან მიდრეკილი აორტის ანევრიზმის ჩამოყალიბებისკენ, თამბაქოს წევა, ასაკი – ანევრიზმა უმეტესად 55 წელს გადაცილებულებთან გვხვდება, მემკვიდრეობა, მაღალი არტერიული წნევა, ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა, ჭარბი წონა.
ანევრიზმით ადამიანი წლობით ცოცხლობს, მისდევს ჩვეულ საქმიანობას და არაფერს უჩივის. ამასობაში ანევრიზმა ნელ-ნელა იზრდება და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გასკდეს.
ძირითადად განასხვავებენ:
* თავის ტვინის არტერიის ანევრიზმას;
* აორტის ანევრიზმას;
* პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმას.
აორტა ადამიანის ყველაზე დიდი სისხლძარღვია. აორტაში სისხლი გულიდან ხვდება, მერე კი მრავალრიცხოვანი ტოტის გავლით ყველა ორგანომდე მიდის. თავად აორტა გამოდის გულის ზემოთა ნაწილიდან, ქმნის რკალს, ეშვება ქვემოთ, გაივლის გულმკერდის ღრუს (გულმკერდის აორტა) და მუცლის ღრუს (მუცლის აორტა). ანევრიზმა შესაძლოა მის ნებისმიერ უბანზე გაჩნდეს. ამის კვალობაზე, გამოყოფენ გულმკერდის აორტისა და აორტის რკალის ანევრიზმას, რომლის თავისებურება ის არის, რომ შესაძლოა, ტრავმიდან 20 წლის განმავლობაში განვითარდეს. მუცლის აორტის ანევრიზმაც ხშირად უსიმპტომოა. ძალიან გამხდარმა პაციენტმა მუცელზე ხელის დადებისას შესაძლოა, პულსაცია შეიგრძნოს. არ არის გამორიცხული მუცლისა ან ზურგის ტკივილი. როცა ანევრიზმა ზურგის ტვინის ფესვებს აწვება, ტკივილი აუტანელია. ანევრიზმის მიდამოში აორტის კედელი ნორმაზე გაცილებით თხელია, ამიტომ შესაძლოა, სისხლის წნევას შიგნიდან ვეღარ გაუძლოს და გასკდეს. გახეთქვის რისკი ანევრიზმის ზომაზეა დამოკიდებული. აორტის ანევრიზმის გახეთქვას თან ახლავს მუცლისა და ზურგის ძლიერი ტკივილი. ამ დროს იწყება ძლიერი შინაგანი სისხლდენა, რის გამოც სწრაფად ეცემა წნევა. ერთადერთი გამოსავალი გადაუდებელი ოპერაციაა.
* თუ ანევრიზმის დიამეტრი 5 სმ-ზე მეტია, ასიდან 25 შემთხვევაში გახეთქვა 8-9 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი. ანევრიზმის ზრდასთან ერთად გახეთქვის რისკიც იმატებს. ამ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია – აორტის დაზიანებული უბნის პროთეზით შეცვლა საშიში გართულების თავიდან ასაცილებლად.
*  მცირე ზომის ანევრიზმა მოცემულ მომენტში შესაძლოა, არ იყოს საოპერაციო, მაგრამ 6 თვეში ერთხელ საკონტროლო გამოკვლევა აუცილებელია.
 პერიფერიული არტერიების ანევრიზმა ქირურგიული მკურნალობის აბსოლუტური ჩვენებაა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათად სკდება, ხშირად რთულდება თრომბოზით და თრომბოემბოლიით, რაც კიდურების არეში ლოკალიზაციისას იწვევს განგრენას, კისრის არტერიის მიდამოში ლოკალიზაციისას – ინსულტს, ვისცერული არტერიების დაზიანებისას – ნაწლავის განგრენას ან თირკმლის ინფარქტს. პერიფერიული არტერიების ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობისას ტარდება შუნტირება ან პროთეზირება, ან ენდოვასკულური სტენტირება. ამ უკანასკნელს მიმართავენ, როდესაც მაღალია ქირურგიული ჩარევის თანმხლები რისკი. მკურნალობის გარეშე ან არაადეკვატური მკურნალობისას შესაძლოა, კიდურის განგრენა განვითარდეს. ამ შემთხვევაში პაციენტის გადარჩენის ერთადერთი გზა კიდურის ამპუტაციაა.
скачать dle 11.3