კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ ვიმკურნალოთ ჭინჭრით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჭინჭარს საჭმელად ვიყენებთ, თუმცა სარგებელი მოაქვს მის წვენსაც. ის კარგად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს, ააქტიურებს ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჭინჭრის წვენი სასარგებლოა ანემიის, ავიტამინოზის, შაკიკის, კანზე გამონაყრის დროს. ყოველდღიურად მისი გამოყენება ძალიან კარგია ძვლების გასამაგრებლად, ასევე, ღვიძლის, შარდის ბუშტის, სასუნთქი გზების გასაწმენდად. აუმჯობესებს ბუასილის მდგომარეობას. კარგია მისი მიღება ათეროსკლეროზის, რევმატიზმის, პოდაგრის, დიაბეტის, პროსტატის, გასტრიტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ჭინჭარს აქვს ანტიკანცეროგენური თვისებებიც.
ხალხში საკმაოდაა გავრცელებული ჭინჭრის ფოთლებისა და ყვავილების ნაყენის გამოყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად. ბავშვებში საყმაწვილოს, ფურუნკულოზის, ეგზემის, კანის წყლულებისა და სხვა გამონაყრის დროს. ყვავილების ნაყენი კარგია ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაბანად ან საფენების სახით. ბუასილის დროს კარგია ნაყენის აბაზანები. ჭინჭარს აქვს ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება, ამიტომ მისი მიღება სასურველია უძილობისა და ნევროზების დროს. კარგია მისი გამოყენება ფარსმანდუკთან ერთად.
ნაყენის მომზადება: 1 სუფრის კოვზი ნედლეული (ფოთლები ან ყვავილები) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, გააცხელეთ 15 წუთი, გადმოდგით, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-5-ჯერ დღეში. ჭრილობებისა და გარეგანი საფენებისათვის უფრო მეტი კონცენტრაციის ნაყენი უნდა მოამზადოთ – 2 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა წყალზე.
ჭინჭრის შემადგენლობაში შედის სილიციუმის, ასევე, ორგანული მჟავები, რომელთა წყალობით ის ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მრავალი ბაქტერიის, ასევე, რადიაციის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, აძლიერებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს ჟანგბადის უკმარისობისგან ორგანიზმის დაცვის მაღალ ხარისხს. ჭინჭარი ასტიმულირებს ნახშირწყლებისა და ცილების ცვლას, ამიტომ ის რეკომენდებულია ქრონიკული დაავადებების დროს, როდესაც ადამიანის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი მავნე მოქმედებების მიმართ მნიშვნელოვნად შემცირებულია. ის არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ასევე, გამოიყენება, როგორც წონაში დაკლების საშუალება. K ვიტამინი ჭინჭარს სისხლისდენის შემაჩერებელ უნარს სძენს. ის გამოიყენება როგორც გარეგანი, ისე შიდა სისხლდენის დროს (საშვილოსნოს, ფილტვების, თირკმელების, სწორი ნაწლავისა და სხვა). ამისთვის საჭიროა, ჭინჭარი დანაყოთ და წვენი გამოწუროთ. 15-20 წვეთი ჭინჭრის წვენი ჩაასხით ერთ ყავის ჭიქა წყალში და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, დღეში ოთხჯერ.
ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ჭინჭრის ფოთლების ნახარშს აქვს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო თვისება. ჭინჭარი, ასევე, აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. ის რეკომენდებულია კუჭის შეკრულობის დროს. ნახარშის მისაღებად, ოთხ ან ხუთ ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში გაცივებამდე.
თმის ცვენის შესაჩერებლად კი ას გრამ წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით წყალი და ძმარი – თითოეული ნახევარი ლიტრის რაოდენობით. ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ძილის წინ თმა, საპნის გარეშე, ამ ნახარშით დაიბანეთ.
скачать dle 11.3