კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: უნდა იმარხულოს თუ არა ორსულმა ქალმა?
პასუხი:
ორსულისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტაძარში სიარული და უფალთან სიახლოვე. ღმერთი თქვენ დედობის სიხარულს გჩუქნით და თუ აქამდე არ ცხოვრობდით ეკლესიურად, ახლა შეეცადეთ. თუკი თქვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებით, თქვენს პატარაზეც გადმოვა მადლი და ჯანმრთელი დაიბადება. ზოგადად, ეკლესია ფეხმძიმეებს მარხვას უმსუბუქებს. უნდა დაელაპარაკოთ მოძღვარს, შესაძლოა, მან შეგირჩიოთ მარხვის თქვენთვის შესაფერისი ფორმა. შემდეგ კი შეგიძლიათ, ყოველკვირა ეზიაროთ.
კითხვა: საეკლესიო კანონების მიხედვით, რა ასაკიდან შეიძლება ჯვრისწერა,?
პასუხი:
ჯვრისწერა ღვთის დიდი საიდუმლოა და ადამიანს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მისი მადლი. როგორც წესი, ადრეულ ასაკში ეს არ აქვთ გაცნობიერებული. ცოლ-ქმარმა ღვთისა და ერთმანეთის მორჩილებით უნდა იცხოვროს. ამას წინასწარი სულიერი მომზადება სჭირდება. ოჯახის შექმნის შემდეგ ბევრი სირთულე იჩენს ხოლმე თავს, არა მხოლოდ მატერიალური, არამედ სულიერიც. მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე სულიერი თანხმობის. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ახალგაზრდებს, ვისაც სურთ დაქორწინება, ვეტყვით: მივიდნენ მოძღვართან, ჰკითხონ რჩევა. თუ მომავალი მეუღლეები მტკიცე რწმენით არიან მომზადებული ქორწინებისთვის, მათი ოჯახი, უფლის ნებით, ბედნიერი იქნება.
კითხვა: მინდა, რომ უფალს ვთხოვო, ჩემი შვილების დაქორწინების შესახებ. ხომ არ არსებობს სპეციალური ლოცვა ამის შესახებ?
პასუხი:
საეკლესიო კანონიკაში ასეთი სპეციფიკური ლოცვები არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, უფალს მიმართოთ ამ თხოვნით, მაგრამ ზოგადად, სჯობს, არ დააკონკრეტოთ თქვენი სათხოვარი. უფალმა, ჩვენმა მზრუნველმა მამამ, ხომ უკეთ იცის, რა სჭირდება მის შვილს. მთავარია, მას მივენდოთ. ილოცეთ ჩვეულებრივი საეკლესიო ლოცვებით, რომელშიც იგულისხმება ყველაფერი და ვინც რას ითხოვს, მიეცემა კიდეც, თუ თავის გულს სათნოებისა და სიმშვიდისკენ მიმართავს.
კითხვა: ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო. ამჟამად ვმარხულობ და ჩემს შვილებსაც ვამარხულებ. ახლობელმა მითხრა, რომ არასწორად ვიქცევი და ბავშვებს ვაშიმშილებ. ცოტა შევშფოთდი. მაინტერესებს, სწორად ვიქცევი თუ არა?
პასუხი:
თუ ეკლესიის მრევლი ხართ, მარხვასა და შიმშილს ერთმანეთისგან კარგად განასხვავებთ. მარხვა ბავშვებში კი არა მოზრდილებშიც ზომიერებას მოითხოვს. ასაკისა და ჯანმრთელობის მიხედვით, მოძღვარი თავად შეურჩევს მარხვას მმარხველს. თანაც მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება არ არის. მარხვის დროს აუცილებელია ბავშვებს ქრისტიანული ცხოვრების წესზე ესაუბროთ, სიკეთის კეთება და ადამიანების სიყვარული ასწავლოთ.
скачать dle 11.3