კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ჭეშმარიტების გზაზე

ევა და მარიამი
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ევა და მარიამი გამოხატავენ ჩვენს სულიერ გაორებას, იმ სამკვდრო-სასიცოცხლო შინაგან ბრძოლას, რომელიც ჩვენში წარმოებს აკვნიდან კუბოს ფიცრამდე.
  რისთვის იბრძვიან ევა და მარიამი? ჩვენი სულის მოსამუშაკებლად. არ შეიძლება ითქვას, რომ ევა, უბრალოდ, ჩვენს ინსტინქტურ ბუნებას წარმოადგენს, ხოლო მარიამი – უბრალოდ, ჩვენს გონიერ ბუნებას. ევა შერყვნილ ინსტინქტსა და შერყვნილ გონებას წარმოადგენს, ღვთაებრივ ინსტინქტსა და ღვთაებრივ გონებას – მარიამი. ევას მხარეზეა უწმინდური სული, მარიამის მხარეზე – სულიწმიდა.
  და შენც, ადამიანო, ყოველდღე დგახარ არჩევნის წინაშე, დიდი არჩევნის – როგორიც სამყაროა და უსასრულოსი – როგორიც ისტორიაა. ვის მივმართავთ დასახმარებლად – დედაკაცს, რომელიც წარსაწყმედელში გაგიტაცებს თუ იმას, ვისაც ცაში აჰყავს? ეშმაკთან დაწინდულ დედაკაცს, თუ იმას, სულიწმიდასთან რომ არის დაწინდული? დედაკაცს, რომელმაც კაცისმკვლელი დაბადა თუ იმას, რომელიც მაცხოვარს შობს?
***
ჰქმენ სიკეთე და დაივიწყე. არ ჩაიწერო შენი კეთილი საქმენი. თუ ჩაიწერ, დაწერილი სწრაფად აღიხოცება და თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება.
   ნუ ჩაიწერ მეზობლის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, ნახევარი შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი შენს ცოდვებსაც  დავიწყებას მისცემს.
გაფანტულობის წინააღმდეგ
  „შეაერთე გაფანტული ბუნება“ – იგალობება ერთ-ერთ საეკლესიო ძილისპირში. ეს ნიშნავს, რომ ქრისტემ შეკრიბა ჩვენი დანაწევრებული, გაფანტული არსება.
  ჩვენ, ყველანი, გაფანტულები ვართ მანამდე, სანამ ერთ ცენტრს – ქრისტეს არ მოვიპოვებთ, რომლისკენაც წარიმართება მთელი ჩვენი ბუნება მზის გაფანტული სხივების მსგავსად, რომლებიც ლინზის ფოკუსში იკრიბება. ქრისტესთვის ეს ცენტრი არის მასში მკვიდრი მამა ღმერთი.
არც ერთი საკითხი მას ისე არ გაუწყვეტია, რომ ამ ცენტრთან არ შეეჯერებინა პასუხი. ამიტომ იყო ის ყოველთვის მთლიანი და მოკრებილი. მისი მოუკლებელი ლოცვა იყო უწყვეტი თანაზიარება ამ ცენტრთან, თავისი თავის მუდმივი შეკრება.
შენც ასე მოიქეცი და ქრისტეს დაემსგავსები. ხოლო იყო ქრისტეს მსგავსი, ეს ნიშნავს, იყო მზეზე მეტად ნათელი და სამყაროზე ძლიერი.
სამი სარკმელი
  სულიერი ადამიანისთვის ზეცაში სამი სარკმელი არსებობს: პირველში იმზირება მორწმუნე გონება, მეორე ღია მსასოებელი გულისთვის, მესამე – მოსიყვარულე სულისთვის.
ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში გაიხედავს, მხოლოდ და მხოლოდ ცას დაინახავს; ვინც სამივეში ერთდროულად – იმისთვის ცა მთლიანად ღიაა.
წმიდა ბარბარემ კოშკში, სადაც ის წარმართმა-მამამ გამოკეტა, სამი სარკმელი გაჭრა, რათა ამგვარად ეღიარებინა წმიდა სამების რწმენა.
იმისათვის, რომ საღვთო სამება დავინახოთ მის ერთობაში, ჩვენ საკუთარი თავი უნდა გავაცნობიეროთ, როგორც სამება ერთში. რამეთუ, მხოლოდ სამებას შეუძლია ჭვრიტოს სამება.
წმიდა მღვდელმთავარი
ნიკოლოზ სერბი
скачать dle 11.3