კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ ყიდის ლექსო კობაიძე მღვდლის სტატუსს 50 ლარად და როგორ გახდა ის კანონიერი ქურდების ადვოკატი

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

ცოტა ხნის წინ იურისტმა ლექსო კობაიძემ  ერთი შეხედვით  უცნაური ორგანიზაცია დააფუძნა –  სამღვდელო პირის წოდების მიღება სულ რაღაც 50 ლარად. ყველა სრულწლოვანს, თუ სურვილი აქვს, შეუძლია, სასულიერო პირი გახდეს. მიზანი დიდია  და ნათელი – პენიტენციალურ სისტემაში ბარიერების გარეშე მოხვედრა. ადვოკატი ლექსო კობაიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ინტერესების დამცველის რანგშიც მოხვდა,  თუმცა მის, როგორც ადვოკატის, პროფესიულ ბიოგრაფიაში ბევრი საინტერესო საქმეა, მათ შორის, ეგრეთ წოდებული, კანონიერი  ქურდების, რაზეც ჩვენს ინტერვიუში თავად გიამბობთ.   
ლექსო კობაიძე: ორგანიზაცია „ბიბლიური მზრუნველობა“,  რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ საშუალებას მისცემს მსურველებს, მიენიჭოთ სასულიერო  პირის  სტატუსი, რის შემდეგაც ადამიანი შესძლებს, შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მოსანახულებლად. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას  ყველას, ვინც მოისურვებს, პატიმარი ნახოს არა შეზღუდულად, მინის მიღმა, მცირე დროით, არამედ შეხვდნენ პირისპირ, მთელი დღე გაატარონ მასთან, დილის ათი საათიდან საღამოს 6 საათამდე,  რაც  უფრო კომფორტულია. ამ ინიციატივას  იმდენად დიდი გამოხმაურება, რეზონანსი და მოთხოვნა მოჰყვა, რომ  ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა კიდევ ერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც უფრო სხვა მენეჯმენტით იმუშავებდა და იმ ხარვეზებს აღმოფხვრიდა, რაც წინა რეგისტრაციის დროს გამოგვეპარა, მაგრამ  სახელმწიფომ განახორციელა დისკრიმინაცია და ამისი საშუალება აღარ მოგვცა. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და სამართლებრივად დავამტკიცებთ, რომ ახალი  ორგანიზაციის დაფუძნება კანონის ფარგლებში ჯდება. სანამ ამ პროცესს ხელოვნურად გააჩერებდნენ, ერთი თვის განმავლობაში სასულიერო პირის სტატუსი, დაახლოებით, 20 ადამიანს მივანიჭეთ. ჩვენ არ ვეხებით ადამიანების აღმსარებლობას, ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანებმა მარტივად გადალახონ ბიუროკრატიული ბარიერები,  მოინახულონ პატიმრები, რაც მათ საშუალებას მისცემთ, მეტი კავშირი ჰქონდეთ საზოგადოებასთან, გარე სამყაროსთან. მოქმედი კანონმდებლობით, საკმაოდ შეზღუდულია წრე,  ვისაც ციხეში პატიმრის ნახვა შეუძლია, ჩვენ შევძლებთ ამ ხარვეზის გამოსწორებას.  
– სასულიერო პირის სტატუსი ყველას შეუძლია მიიღოს, თუნდაც აგნოსტიკოსს? თუ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რასაც მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს?
–  ჩვენ არ ვეხებით  მრწამსს, თეოლოგიას, ფილოსოფიას, არც ვეკითხებით და არც გვაინტერესებს, ვინ რომელი რელიგიის მიმდევარია. ყველას ვაძლევთ საბუთს, მამაკაცს, ქალს, ვინც ამას მონდომებს.  ამ საბუთის მეშვეობით, და რა თქმა უნდა,  უსაფრთხოების წესების გავლით, რასაც სასჯელაღასრულების დეპარტამენტი უზრუნველყოფს,  მღვდელმსახურის სტატუსის მქონე ადამიანი მოხვდება  პატიმრის მოსანახულებლად ციხეში. ეს სერვისი არის ფასიანი, ერთი შესვლის ღირებულება 50 ლარია. ეს თანხა, ჩვეულებრივ, იბეგრება და გადასახადი  სახელმწიფო ბიუჯეტში შედის.  
– მღვდელმსახურის წოდების მინიჭება სულ რაღაც 50 ლარად?  სარფიანი ბიზნესი მოგიფიქრებიათ.
– დიახ,  ვნახოთ, როგორ იქნება,  თუმცაღა, ისე ნუ გაიგებთ, რომ ფულს გადაიხდი და წოდებას მოგანიჭებენ, პატიმრის ნახვის ვალდებულებაც გეკისრებათ. რომ მოხვიდეთ და გვთხოვოთ, წოდების მინიჭება, ისე, უბრალოდ, არავინ არაფერს მოგანიჭებთ. 50 ლარად მსურველი მხოლოდ ერთხელ შესძლებს პატიმრის მონახულებას და თუ კიდევ გადაწყვეტს ციხეში შესვლას, თავიდან უნდა აიღოს.  თუ ადამიანს შევატყვეთ, რომ არაადეკვატურია, მას არც წოდებას მივანიჭებთ და ვერც ციხეში შევუშვებთ. ასაკობრივი ზღვარიც განსაზღვრულია – არასრულწლოვნებს პატიმრის ნახვის უფლებას ვერ მივცემთ.  – როგორია  საპატრიარქოს პოზიცია ამ ნოვაციასთან დაკავშირებით?
– მე არ ვიცი,  ოფიციალურად  ინფორმაცია არ გაჟღერებულა,  რაც შეეხება მღვდლებს, ზოგი დადებითად უყურებს ამ ამბავს, ზოგი – უარყოფითად. მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ,  მყავს ახლობლები სასულიერო წრეებში და ზოგმა  ისეთი კრიტიკული  მესიჯი მომწერა,  წყევლამდე ბევრი რომ არაფერი აკლდა,  თუმცა მე მაინც  ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ.     
 – ახლახან დასრულდა გახმაურებული სასამართლო პროცესი, სადაც თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ მალხაზ კობაურს ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.  რატომ გადაწყვიტეთ მალხაზ კობაურის ინტერესების დაცვა?
–  ძალიან ბევრი ვიფიქრე, მომეკიდა თუ არა ხელი ამ საქმეზე. ძალიან მძიმე თემა იყო და ჩემი რეპუტაციისთვისაც შეიძლება, პრობლემა შეექმნა,  ამაზე, რა თქმა უნდა, ვიფიქრე. ბევრი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის ადვოკატი ვყოფილვარ, დამიცავს და ვიცავ  კანონიერ ქურდებს, მაგრამ ამხელა მასშტაბის საქმე არ მქონია. დღემდე მიკვირს ჩემი კოლეგა  ადვოკატების, რომლებმაც გამაკრიტიკეს, კობაურს როგორ იცავდიო. ისიც კი თქვეს, თითქოს, ამ საქმეს პიარისთვის მოვკიდე ხელი. მე ისეთი აქტიური ცხოვრების წესი მაქვს, პიარი არ მაკლია და საქმის ინტერესის, ჟინის გარდა, არაფერი მაინტერესებდა. მანამდე სხვა ინფორმაციას ვფლობდი და  როცა საქმეს გავეცანი, მეტად გამიჩნდა სურვილი, ჩემი სიტყვა მეთქვა, თუმცა, თავიდანვე ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ ის იყო მკვლელი.  ასეთი წესი მაქვს – მე არ ვეკითხები ადამიანს, არის თუ არა მკვლელი, მოიპარა თუ არა. ეს კი ის შემთხვევა იყო, როდესაც კობაურს არა მარტო ეს, ბევრი სხვა რამე ვკითხე. ერთი პერიოდი, კობაურის მიმართ არსებული   დამოკიდებულება თითქოს  შემოვატრიალეთ,  მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ შევძელით. მეტად უნდა წარმოგვეჩინა მისი პერსონა, მისი ცხოვრების წესი – დღეს ეს ჩემს შეცდომად მიმაჩნია. ჩვენ ვლაპარაკობდით ამაზე, მაგრამ, ალბათ,  არასაკმარისად.  კაცს სისხლის ისე ეშინოდა, ცხვარს ვერ კლავდა, გვამებზე არ მაქვს ლაპარაკი, არა ერთმა ადამიანმა დაადასტურა, ვერ შედიოდა სახლში, სადაც ცხედარი იყოო.  კაცს გვამის ეშინოდეს და სამი ადამიანი მოკლას, არსად  გამიგია.  მიუხედავად ბევრი კრიტიკისა და პირადი მუქარისა, პირდაპირ მოკვლით და სხეულის დაზიანებით მემუქრებიდნენ, მე თავი არ დამიზოგავს. ბევრი შრომა ჩავდე, მაგრამ მაინც  დადგა ის გადაწყვეტილება, რაც გამოიტანეს. კობაური ვერც კი მიხვდა, რა მოხდა სასამართლო დარბაზში, როცა განაჩენი გამოუტანეს, ვერ აღიქვა, რასაც მერე მოჰყვა მითქმა-მოთქმა, თუ დამნაშავე არ იყო, ასე მშვიდად რატომ შეხვდა განაჩენს, რეაქცია რატომ არ ჰქონდაო. სამწუხარო რეალობაა, რომ ამხელა ტრაგედიას კიდევ ერთი ტრაგედია დაემატა.  გარდაცვლილ სამ ადამიანთან ერთად, მალხაზ კობაურიც მენანება – ცოცხლად მოკლავენ, უდანაშაულო ადამიანი სამუდამოდ გამოკეტეს  ციხეში.  ამ განაჩენის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ დეპრესია დამემართა, ძალიან განვიცადე. მე ასეთი ვარ, ყველა საქმეს მძაფრად განვიცდი, ახლა ისე ვიყავი,  გარეთ გამოსვლაც კი არ მინდოდა, ალბათ, განაჩენის გამო.  დონ კიხოტის როლში აღმოვჩნდი, ადამიანი იბრძვი, იბრძვი და უცებ ასეთი შედეგი დგება.    
– თქვენი ძაღლი – მზია როგორ არის? მუქარა ახსენეთ წეღან, ამ მუქარის გაგრძელება იყო, ერთ დღეს ხმაურიანი ნიუსის გავრცელება, რომ თქვენს ძაღლს, მზიას  ესროლეს?
– მზია კარგად არის, მის დაჭრას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს,  მზია  მოქეიფე მამაკაცების ობიექტი გახდა, „დაჩაზე“ სხვა სახლიდან ესროლეს.  მზიას გარდა სხვა ძაღლებიც  მყავს, ბობი, ჯეიმსი,  ასევე მყავს კურდღელი და  თუთიყუში, ზოგი ცხოველი სახლში მყავს, ზოგი – მამკოდაზე, სადაც ხშირად მიწევს ყოფნა. საერთოდ, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ.   პარალელურად,   რადიო „საქართველოს ხმაზე“ ვმუშაობ –  წამყვანიც ვარ. მიყვარს აქტიური ცხოვრება.
– ახლა ისიც მითხარით, როგორ გახდით კანონიერი ქურდების ადვოკატი, როგორ მოიპოვეთ  თუნდაც ლავაზ ოღლის ნდობა?
– მე ადვოკატი ვარ და ყველას ვიცავ, ვინც დახმარების მიზნით მომმართავს. ლავაზ ოღლიც ასე დამიკავშირდა, დღეს ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, როგორც ადვოკატს, ის ხშირად მირეკავს. მე ვიცავდი შუშანაშვილის შვილსაც, რომელიც პატიმარია. სხვათა შორის, ჟურნალისტების დაცვაც არაერთხელ მომიწია და არც ჟურნალისტები არიან მარტივად დასაცავი (იცინის). ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჟურნალისტობა დავიწყე, სტუდენტურ თემებს ვაშუქებდი ტელევიზიით, პრესკლუბიც გვქონდა, ჟურნალისტიკამ ჩამითრია, მაგრამ მერე სამოქალაქო ატივობა დავიწყე და ჟურნალისტიკას შეველიე, თუმცა, არა სამუდამოდ (იცინის).   
 

скачать dle 11.3