კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ედუარდ შევარდნაძისა და თენგიზ აბულაძის რა საიდუმლო მიმოწერა იპოვა შევარდნაძის უჯრაში ჯუმბერ პატიაშვილმა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

„ყველაზე მტკივნეული იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გაცნობიერება და აღიარება აღმოჩნდა, რომ გლობალური პოლიტიკა ყურადღებისა და შეფასების მიღმა დამრჩა... მეც, ისევე როგორც მილიონობით საბჭოთა მოქალაქემ, დროულად ვერ გავაცნობიერე, რომ საბჭოთა კავშირის გარდაქმნა ერთგვარი შირმა იყო იმ დიდი, მსოფლიო მასშტაბის „პოლიტმასკარადისა“, რომლის კულისებს მიღმა სულ სხვა პროცესები მიმდინარეობდა...“ – ეს სიტყვები საქართველოს სსრ-ის ცკ-ის კომპარტიის პირველ მდივანს 1985-1989 წლებში, ჯუმბერ პატიაშვილს ეკუთვნის. პატიაშვილი მემუარულ წიგნში – „ოცდასამი წლის შემდეგ“ – იხსენებს თავის განვლილ გზას, შევარდნაძესთან ერთად გატარებულ იმ მნიშვნელოვან წლებს, რომელიც ეამაყებოდა და თან, სძულდა, აიძულებდა და ხშირად აფიქრებდა ყველაფერი მიეტოვებინა და თავისთვის მშვიდად, უხმაუროდ ეცხოვრა. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ წიგნიდან.
 უცნაური ნდობა და სისხლიანი ტრამპლინი
„პირველად შევარდნაძის სახელი ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი. 1956 წლის მარტში იგი ქუთაისის კომკავშირის ქალაქკომის მდივანი იყო. მახსოვს, როდესაც ჩვენს ოჯახში უფროსები ამ ტრაგედიაზე საუბრობდნენ, მამაჩემმა ახსენა შევარდნაძის სახელი და იგი დადებით კონტექსტში მოიხსენია. მაშინ, რასაკვირველია, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა წლები და ჩემს პარტიულ კარიერასა და ბიოგრაფიაში შევარდნაძე როგორც დადებით, ასევე უარყოფით როლს შეასრულებდა. პირველად ედუარდ შევარდნაძეს სამოციან წლებში შევხვდი. მაშინ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობდი და ამავე დროს ინსტიტუტის კომკავშირის მდივანი ვიყავი. მალე ის მცხეთის რაიკომის პირველ მდივნად გადაიყვანეს. ამ პერიოდისთვის მე უკვე ასპირანტი ვიყავი, მცხეთის რაიონთან საქმიანი შეხება მქონდა და მუხრანის საცდელ მეურნეობაში შევარდნაძესაც ხშირად ვხვდებოდი. როდესაც მოსკოვიდან დაბრუნებული ჯერ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე, მოგვიანებით კი პირველ მდივნად ამირჩიეს, შევარდნაძე უკვე რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და, ბუნებრივია, საქმიანი ურთიერთობა იმ ეტაპზეც გავაგრძელეთ. პარალელურად, ადამიანური, კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა. წლების განმავლობაში მე და შევარდნაძე ოჯახებით ერთად ვისვენებდით ლიძავაში, სადაც დავმეგობრდით... 1972 წელს, ვასილ მჟავანაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, შევარდნაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, მისი რეკომენდაციით, მეც მალევე გორის რაიკომის პირველ მდივნად ამირჩიეს... 1974 წლის
მიწურულს, როდესაც სოფლის მეურნეობის დარგში ცენტრალური კომიტეტის მდივანი ბორის გიგიბერია გარდაიცვალა, ისევ შევარდნაძემ გამიწია რეკომენდაცია და დარგის მდივანი გავხდი. ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ შევარდნაძის ნდობას ყოველთვის მადლიერებითა და ერთგულებით ვპასუხობდი. აგრარულ ქვეყანაში წამყვანი დარგის ხელმძღვანელი პოსტის ჩაბარება უბრალო საქმე არ იყო და შევარდნაძის მხრიდან გამოცხადებული ნდობა და შესაბამისი პასუხისმგებლობა კარგად მქონდა გაცნობიერებული. როგორც ჩანს, მეტისმეტად მოვინდომე სოფლის მეურნეობის განვითარებაც და ამ სფეროში მომუშავე მექრთამეებისა და ფალსიფიკატორების გამოვლენაც. რასაკვირველია, აზრთა სხვადასხვაობა ჩემსა და შევარდნაძეს შორის სხვა დროსაც ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით ერთმანეთის მოსაზრების მოსმენას და გათვალისწინებასაც. სამწუხაროდ, ეს დაბალანსებული და კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობა ოთხმოციანი წლების დასაწყისში, ანუ  მას შემდეგ დაირღვა, რაც სოფლის მეურნეობის სისტემაში არსებული დარღვევებისა და მექრთამეების გამოვლენის პროცესში კატეგორიული და პრინციპული პოზიციის დაკავებას შევარდნაძემ ლოიალური პოლიტიკის გატარება არჩია... მაქსიმალურად ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ მექრთამეებთან ბრძოლაში უკომპრომისო ყოფილიყო. მოგვიანებით, როცა უკვე ყველა ფაქტი და მოვლენა ადასტურებდა, რომ შევარდნაძემ იმაზე მეტიც კი იცოდა, ვიდრე მე წარმომედგინა და წაყრუების პოზა შეგნებულად, გააზრებულად ჰქონდა მორგებული, აღმოჩნდა, რომ მექრთამეებთან ბრძოლაში პრაქტიკულად მარტო დავრჩი. რამდენადაც თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა, მათ, ვისაც სამართლიანად ვებრძოდი, ამ აპრობირებულ მეთოდს მიმართეს და ჩემ წინააღმდეგ ინტრიგებისა და ცილისწამების ისეთი კამპანია გააჩაღეს, რომ უკვე სერიოზულად ვფიქრობდი: დამეტოვებინა ცენტრალური კომიტეტიც, დარგის მდივნის პოსტიც და ჩემი სპეციალობით გამეგრძელებინა მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში მოვლენები კიდევ უფრო წარმოუდგენლად განვითარდა: შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს, ხოლო მე – საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად... შევარდნაძეს ცკ-ის პირველ მდივნად ჩემი არჩევისთვის ხელი არც შეუწყვია და არც შეუშლია. მას ჩემთვის კრემლში პროტექცია არ გაუწევია, თუმცა ჩემი კანდიდატურის კატეგორიული წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, პოლიტბიუროზე უთუოდ
მოახდენდა გავლენას... რა როლი ითამაშა ედუარდ შევარდნაძემ 9 აპრილის ტრაგედიაში, რა დაიგეგმა კრემლში, რა სახის ურთიერთობა ჰქონდა მას თანამემამულე პარტიულ ფუნქციონერებთან და ეგრეთ წოდებულ ეროვნული მოძრაობის ზოგიერთ ლიდერთან?.. რასაკვირველია, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა – შევარდნაძე საქართველოში რომ ყოფილიყო, 9 აპრილის ტრაგედია არ მოხდებოდა!.. თუკი 80-იანი წლების მიწურულს შევარდნაძე ისევ იქნებოდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მაშინ მას აღარ დასჭირდებოდა კრემლიდან საქართველოში დასაბრუნებელი იმ სისხლიანი ტრამპლინის გავლა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილით დაიწყო და 1991-1992 წლებში სამოქალაქო ომით დაასრულა... 28 ნოემბერს ჯერ ისევ მოსკოვში ვიყავი, როცა თბილისიდან ინფორმაცია მომაწოდეს, რომ მტკვრის სანაპიროზე, სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტანკები გამოჩნდნენ. სასწრაფოდ დავუკავშირდი როდიონოვს, რომელიც იმჟამად მოსკოვში იმყოფებოდა და ვცადე გამერკვია, საიდან ან რატომ მოხვდნენ ტანკები დედაქალაქის ცენტრში. როდიონოვი თავდაპირველად კატეგორიულად უარყოფდა და მეუბნებოდა, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა და არც შეიძლება მომხდარიყო. ათ წუთში კი თვითონ დამიკავშირდა ტელეფონით და დამიდასტურა, რომ თბილისის ქუჩებში მართლაც გამოჩნდა ტანკები, ოღონდ ეს არ იყო განზრახ დაგეგმილი. ტანკების კოლონას გზა შეეშალა და პოლიგონიდან დისლოკაციის ადგილისკენ მოძრაობის დროს ორთაჭალის ხიდზე გადასვლის ნაცვლად სიონისკენ გაიარა.
რამდენად შეესაბამებოდა როდიონოვის ახსნა-განმარტება რეალურ სურათს, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია – სიონთან ტანკების თუნდაც შეცდომით გადაადგილებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა…
მძიმე წერილი
 …საწერ მაგიდას მივუჯექი და უჯრები გამოვაღე. ყველა ცარიელი დამხვდა, ერთის გარდა... თაბახის ფურცლების შეკვრაში ხელნაწერი წერილი ვნახე. ადრესატი ედუარდ შევარდნაძე იყო, ავტორი – თენგიზ აბულაძე. დღემდე არ მაქვს პასუხი, შევარდნაძემ კაბინეტში შეგნებულად დატოვა თენგიზ აბულაძის პირადი წერილი თუ დარჩა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს წერილი არამხოლოდ ინფორმაციულს, არამედ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა. რამდენჯერმე წავიკითხე და დავხიე. მძიმე იყო, წასაკითხადაც და გასააზრებლადაც... წერილი კატეგორიული, შეუვალი ტონით იყო დაწერილი. თენგიზ აბულაძე შევარდნაძეს „მონანიების“ ცენზურაში ადანაშაულებდა და საყვედურნარევი ტონით ახსენებდა, რომ „მონანიების“ გადაღების ნება დართო, წაახალისა, სახელმწიფო დაფინანსებაც გამოუყო, მაგრამ უკვე გადაღებული და გამზადებული ფილმი დაიბლოკა და მაყურებლამდე მისივე ბრძანებით ვეღარ მივიდა. ასეთი შინაარსის წერილს ნამდვილად არ ველოდი, შევარდნაძეს თენგიზთან კარგი, შეიძლება ითქვას, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა… უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, „მონანიება“ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ მართვის ინსტიტუტში არალეგალური გზებით მრავლდებოდა, საიდანაც შავ ბაზარზე ხვდებოდა და სოლიდურ თანხად იყიდებოდა. იმხანად ვიდეოაპარატურა იშვიათი ხილი გახლდათ, შავ ბაზარზე გაყიდული ფილმი ოჯახებში ხვდებოდა, ოჯახებშივე ეწყობოდა ერთგვარი კინოთეატრები და ფილმის ჩვენებაცა და განხილვაც მალულად, კუსტარულ პირობებში ხდებოდა...“

скачать dle 11.3