კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ მუშაობს ჩინური სპეცსამსახური ევროპასა და აშშ-ში და რატომ არის მათთვის საინტერესო საქართველოს ტერიტორია

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ახლახან ევროკავშირის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა ევროპელი დიპლომატები და სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ ბრიუსელში აქტიურად მოქმედებს რუსული და ჩინური სპეცსამსახურების მრავალრიცხოვანი ქსელი. კერძოდ, ლაპარაკია 250 ჩინელ და 200 რუს მზვერავზე. ამასთან, ყველაზე დიდ განგაშს იწვევს ევროპაში ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის ქსელის გაფართოება. ევროპელების განმარტებით, ისინი საკმაოდ აგრესიულები არიან. ჩინეთი, რომელიც ლამის ბოლო დრომდე ჩინეთის დიდი კედლით იყო იზოლირებული გარე სამყაროსგან, კარგა ხანია, გამოვიდა საერთაშორისო ასპარეზზე და ახლა მათ შეხვდებით ყველგან, საქართველოშიც კი, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მილიარდ-ნახევრიან ჩინეთს არა მხოლოდ თავისი მოსახლეობით შეუძლია მცირე და საშუალო ზომის ქვეყნების დემოგრაფიული ექსპანსია, არამედ უკვე ფულითაც: ჩინური ეკონომიკა ლამის პირველია მსოფლიოში და იაფი და მრავალრიცხოვანი მუშახელის წყალობით ყოველწლიურად იზრდება, სავარაუდოდ, ევროპელების შეშფოთება საფუძვლიანიც უნდა იყოს და ცოტა დაგვიანებულიც, იმას გარდა, რომ ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება, ჰქონდეს ფრთები გაშლილი ჩინურ დაზვერვას საქართველოში, რაც არც კრიმინალია და არც უჩვეულო მოვლენა, იმიტომ რომ ამ სამყაროში ყველას თავისი ინტერესი აქვს. რა მიზანს ისახავს ჩინეთი, რომელმაც პოლიტიკა „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი“, უკვე გააუქმა და რა საფრთხეს შეიძლება, შეიცავდეს მისი სადაზვერვო გააქტიურება, უპირველესად, ჩვენთვის და, ზოგადად, დასავლეთისთვის, მით უფრო, რომ ჩინური სახელმწიფო რუსეთის ფედერაციის მოკავშირედ მოიაზრება? – ამ პრობლემაზე უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესიკ ალადაშვილთან ერთად ვისაუბრებთ, მით უფრო, რომ სულ ახლახან გამოვიდა მისი წიგნი ჰიბრიდული ომის შესახებ, რომელშიც მოთხრობილია ჰიბრიდული ომის ისტორია, მისი თავისებურებები და როლი თანამედროვე გეოპოლიტიკურ ურთიერთობებში.
– როდიდან ჩნდება ჩინური სპეცსამსახურები საგარეო ასპარეზზე და რატომ იქცა თავსატეხად მათი ქსელი ევროკავშირისთვის?
– ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949 წელს შეიქმნა და პირველ ათწლეულშივე საბჭოთა კავშირის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, თუმცა გარდატეხის პერიოდი მაინც უკავშირდება სტალინის კულტს, როდესაც არა მარტო ჩინეთი, სოციალისტური ბანაკის სხვა სახელმწიფოებიც შეშფოთდნენ იმ ტალღისებური განვითარებით, რაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ხრუშჩოვის ცნობილ გამოსვლას 1956 წელს პარტიის მეოცე ყრილობაზე. მანამდე ჩინეთი და სსრკ საკმაოდ ახლოს იყვნენ სამხედრო-პოლიტიკურად და ეკონომიკურად, მეტსაც გეტყვით, საარქივო მასალებში შემხვდა ინფორმაცია, რომ სტალინის დავალებით, საბჭოთა სპეცსამსახურები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ჩინეთის სპეცსამსახურების ფორმირებაში. ცოტა იუმორნარევ მოარულ ამბავს გავიხსენებ, რომელიც არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ საინტერესოა: გასული საუკუნის 50-ანი წლების დასაწყისში მაო ძედუნმა თითქოს მიმართა საბჭოთა კავშირს, რომ ჩინეთი მიეღოთ მეთექვსმეტე რესპუბლიკად და სტალინი სხვადასხვა მიზეზით უარს ეუბნებოდა. ერთხელაც ასეთი საუბარი გამართულა ხრუშჩოვსა და სტალინს შორის, ხრუშჩოვი ჩინეთის შემოერთების აქტიური მხარდამჭერი იყო და სტალინს უთქვამს მისთვის, გავა 50 წელი, საბჭოთა კავშირი აღარ იქნება და იქნებიან ჩინელებიო. შემდეგ, 60-იანი წლების დასაწყისში ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის იმდენად გაუარესდა ურთიერთობა, რომ დიპლომატიური კავშირიც კი გაწყვიტეს. 1969 წელს მათ შორის სერიოზული სამხედრო დაპირისპირებაც მოხდა და ურთიერთობები მხოლოდ გორბაჩოვის პერიოდში აღდგა. იმის თქმა მინდა, რომ ჩინეთი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ნების მისაღწევად წარმატებით იყენებდა სპეცსამსახურის რესურსს, განსაკუთრებით, ჩინურ დიასპორას. თქვენ იცით, რომ ჩინური დიასპორა მთელ მსოფლიოშია, განსაკუთრებით – აშშ-ში და ის ყოველთვის იყო ჩინეთის სპეცსამსახურის დასაყრდენი. და კიდევ – თავად ჩინეთში სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს ნულოვანი წარმატება აქვთ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის კონტრდაზვერვა ძალიან ხისტი და ყურადღებიანია და სხვადასხვა მიზეზის გამო ჩინეთში დაზვერვა ვერც არალეგალურად მუშაობს და ვერც დიპლომატიის საფარქვეშ. მაო ძედუნის დროს ჩინეთი, მართლაც, ჩაკეტილი სახელმწიფო იყო. შემდეგ, 1977-1978 წლებიდან ჩინეთის ეკონომიკური სასწაული დენსიაოპინის სახელს დაუკავშირდა, თორემ სახელისუფლო სტრუქტურები კვლავ კომუნისტურია და, სხვათა შორის, ჩინეთის ეკონომიკური სასწაული ჩინეთის სპეცსამსახურების დამსახურებაცაა.
– ტექნოლოგიებს იპარავდნენ?
– ჩემი აზრით, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ეკონომიკურ დაზვერვას, სამედიცინო-ტექნიკური მიღწევების მოპარვას და ჩინეთის დაზვერვა ამ კუთხით ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ეკონომიკურმა სიძლიერემ შვა ჩინეთის პოლიტიკური ამბიციებიც, მას გლობალური მოთამაშის ამბიციები გაუჩინა და არცაა გასაკვირი. ცნობილი გამონათქვამია: მეცხრამეტე საუკუნე იყო ბრიტანეთის იმპერიის, მეოცე საუკუნე – შეერთებული შტატების, ოცდამეერთე საუკუნე კი იქნება ჩინეთის. ბევრი ეკონომიკური მაჩვენებლით, ჩინეთი მსოფლიოს პირველი ეკონომიკაა და ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად ძლიერია, თანხას არ იშურებს პოლიტიკური დაზვერვისთვისაც. რა თქმა უნდა, მუშაობს სამხედრო დაზვერვაც, პოლიტიკური დაზვერვაც. ჩემი ინფორმაციით, ჩინეთში არის სპეციალური უმაღლესი სასწავლებლები, რომლებშიც ამზადებენ ეკონომიკურ მზვერავებს.
– ეკონომიკური მზვერავები რას ზვერავენ? კანონმდებლობაში რა ხვრელები და საშუალებებია, რომ ნიშა დაიკაონ... თუ რა ინფოს აგროვებენ?
– ერთ მაგალითს გეტყვით, რეალური მაგალითია, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში საფრანგეთში სუნამოს ერთ-ერთ ფირმაში სტაჟირებას გადიოდნენ ჩინელი სტუდენტები. ბუნებრივია, რომ სუნამო სპეციფიური პროექტია, რომლის შემადგენლობა გასაიდუმლოებულია. ძალიან მკაცრი მეთვალყურეობა იყო და ნიმუშის გამოტანა იკრძალებოდა. საფრანგეთისა და იმ ფირმის კონტრდაზვერვა დააკვირდა ასეთ რამეს: ჩინელი სტუდენტები დღეში რამდენჯერმე იცვლიდნენ ჰალსტუხებს, ბოლოს ფარული კამერები დააყენეს და ნახეს, რომ ცდების დროს ისინი, ვითომ შემთხვევით, ჰალსტუხების წვერს ამ სითხეში ასველებდნენ.
– რომ ფორმულა აეღოთ?
– რა თქმა უნდა. შემდეგ გაჰქონდათ და როგორც ჩანს, ნიმუშს იღებდნენ. აი, ერთი ფაქტი მათი მოხერხებულობის. დღეს კი ჩინეთი არის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე, ასე რომ, ევროკავშირის წუხილი გასაგებია. ჩინეთი, ჯერ ერთი, ეძებს ბაზარს თავისი პროდუქციისთვის, ამავე დროს, ჩინეთისთვის კვლავ პრობლემაა სამუშაო ძალა, მოსახლეობის დასაქმება, ახალი ტერიტორიები და ამ ქვეყნის ხელისუფლების დიდი მონდომებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტიც ხორციელდება. ანუ, სახელმწიფო თავის მოქალაქებს აფინანსებს. ჩინეთი ინვესტიციებს დებს მხოლოდ გარკვეული პირობით, რომ ინვესტირებულ საწარმოებში ჩინელები უნდა დასაქმდნენ. საქართველოშიც ასეა.
– ეს საქართველოს სახელმწიფოს პრობლემაა, ჩადოს პირობა, რომ ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ.
– მაგრამ ჩვენთვის, სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებულები ინვესტიციებით და ჩინეთი არის ხოლმე ერთადერთი ინვესტორი და ისეთ პირობებს აკმაყოფილებს, რომლებიც ჩვენ გვინდა. ეროვნული ინტერესები უპირველესია და ჩვენმა ხელისუფლებამაც უნდა დაიცვას ისინი და  იქ ჩვენი ინტერესი ჩაიდოს. მუშების პრობლემა მაინც არ გვაქვს.
– გასაგებია, რომ საქართველოში იოლია ჩინური ინტერესის გატარება ჩინური ინვესტიციებით, მაგრამ ევროკავშირში ხომ დაცულია ბაზარი და ასე მარტივი არ იქნება ჩინელების ფულით აღჭურვა და ევროპის სახელმწიფოებში შესახლება? რას ზვერავენ ევროკავშირში?
– ყველაფერს. უპირველესია სამხედრო თემატიკა, იმიტომ რომ ევროკავშირი ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე. მიდის სერიოზული ლაპარაკი, რომ ევროკავშირის „ნატოს“ პარალელურად შექმნას სამხედრო დაჯგუფება, რაც პირადად მე მაკვირვებს. რა თქმა უნდა, ამგვარი პროექტები ჩინეთისთვის საინტერესოა, ისევე, როგორც ეკონომიკური ინფორმაციის მიღება, ბოლო წლებში ჩინეთმა შეძლო მსოფლიო საავტომობილი ბაზარზე შესვლა თავისი ავტომობილებით და „ჰუავეის“ სახით, მობილური ტელეფონების ბაზარზეც შევიდა.
– „ჰუავეის“ მოდელის ტელეფონები ითხოვს ჰუავეი ფოსტის დაყენებას და იქვე ამბობს, რომ „ჰუავეის“ ელფოსტა იტოვებს უფლებას, გააგზავნოს და მიიღოს შენი სახელით წერილები და, ასევე, მთლიანად წაშალოს შენი ელფოსტის ყუთი. დაზვერვაა, აბა, რა არის?!
– რამდენიმე თვის წინათ აშშ-სა და კანადაში „ჰუავეის“ წარმომადგენლობას სერიოზული წინააღმდეგობები შეუქმნეს. ასეთ შემთხვევებში ძნელია იმის გარკვევა, სად გადის ზღვარი ჯაშუშობასა და ეკონომიკურ კონკურენციას შორის. შეერთებული შტატებისთვის „ჰუავეი“ უფრო კონკურენტია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები არ არსებობს, კარგი გაგებით, რამდენიმეთავიანი გველეშაპია – არ ეწყინებათ ჩინელებს – რომლის ბირთვი ისევ კომუნისტური პარტიაა, მაგრამ მათ სპეციალური ეკონონიკური ზონებით კაპიტალიზმის ელემენტების შეტანა მოახერხეს, რასაც ქვეყნის მოდერნიზაცია დაუკავშირეს. ჩინეთში ამან გაამართლა და ვხედავთ, რომ ეს ქვეყანა ყოველდღიურად ძლიერდება. ყველასთვის ცნობილია, რომ ყველაზე ძვირი კვლავაც ინფორმაციაა. დღეს, ფაქტობრივად, სამი დიდი მოთამაშეა: აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი. ეს სამი მოთამაშეა ეკონომიკურ პოლიგონზე და სწორედ ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკურსა და სამხედრო უპირატესობასაც. ევროპისა და ამერიკისთვის ჩინეთი ძალზე მაღალი ხარისხის პროდუქციას ამზადებს.
– ჩინური ყოველთვის ცუდს არ ნიშნავს, ცხადია.
– ჩინეთმა იცის, რა გაიტანოს სხვა ბაზრებზე, მით უმეტეს, მათი საქონლის თვითღირებულება საკმაოდ დაბალია და, ამდენად, ევროპული და ამერიკული ბაზრის სერიოზული სეგმენტი უჭირავს. არის მეორე თემა – ჩინური ექსპორტი წარმატებულია ჩინური ვალუტის დაბალი კურსის გამო აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში, რაც ჩინური პროდუქციის სიიაფეს იწვევს და ხშირად ამერიკელები ბრალს სდებენ ჩინეთის ხელისუფლებას, რომ ის ხელოვნურად უწყობს ხელს თავისი ვალუტის დევალვაციას დოლართან და ევროსთან, რომ ჩინური პროდუქცია გაიაფდეს. ჩვენ, რაც მოვყევით, ამაში ჩინეთის სპეცსამსახურები არიან ჩართულები.

скачать dle 11.3