კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 „Liv Hospital, სხივური მედიცინის ცენტრი“ – საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო სერვისი ქვეყნიდან გაუსვლელად

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

„სხივური მედიცინის ცენტრი“, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და უცხოეთიდან მოწვეული სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით, პაციენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის სრულ სამედიცინო სერვისს სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის მიმართულებით.  
ბესიკ სურგულაძე („სხივური მედიცინის ცენტრის“ დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „სხივური მედიცინის ცენტრი“ გამოირჩევა  იმ თვალსაზრისით, რომ პაციენტებს სთავაზობს სამედიცინო მომსახურებას მხოლოდ სხივურ თერაპიასა  და ბირთვულ მედიცინაში. ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფერო მხოლოდ ეს არის და შესაბამისად, მთელი რესურსი სხივური და ბირთვული მედიცინის განვითარებაზეა მიმართული.
– რა მდგომარეობაა საქართველოში სხივური და ბირთვული მედიცინით  მკურნალობის  მხრივ?
– საქართველოში, როგორც რადიაციული ონკოლოგია, ასევე ბირთვული მედიცინა  დიდი  ხანი არ არის, რაც გამოეყო რადიოლოგიას და შედარებით ახალი, დამოუკიდებელი მიმართულებებიამედიცინაში. საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად, მკურნალობის ეს მეთოდები რეალურად გაცილებით მეტ ადამიანს  სჭირდება, ვიდრე ამას ქართველი პაციენტები იღებენ, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერისა, რაც  საყოველთაო დაზღვევის  პროგრამის ფარგლებში მკურნალობის დაფინანსებით გამოიხატება. ეს პრობლემური საკითხია და მის გადასაჭრელად კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ვფიქრობ, მომავალში ბევრად მეტი ადამიანი მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას ამ კუთხით, რადგან სხივური თერაპია ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ადგილზეა.  
– როგორც ცნობილია, „სხივური მედიცინის ცენტრი“ აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით.
– დიახ, ჩვენი კლინიკა დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული, ბოლო თაობის მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც დღეს მსოფლიო რადიაციულ მედიცინაში გამოიყენება.ჩვენ რეგიონში ერთადერთი სამედიცინო ცენტრი ვართ, რომელიც კომპანია ELEKTA-ს მაღალტექნოლოგიურ აპარატურას იყენებს.
– თქვენი გუნდი მაღალი პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით გამოირჩევა, რაც ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია.
– ძალიან წარმატებული ქართველი სპეციალისტები გვყავს,  რომლებმაც უცხოეთის  წამყვან კლინიკებში გაიარეს მრავალწლიანი სტაჟირება, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ 4-5 წელი არ არის საკმარისი ამ დარგში კვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებისთვის, ამიტომ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით, კლინიკაში მოვიწვიეთ უკვე კარგად ცნობილი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უცხოეთიდან, რომლებიც წარმატებით მუშაობენ ჩვენს მაღალტექნოლოგიურ აპარატურაზე. ხელშეკრულება გვაქვს დადებული ევროპაში კარგად ცნობილ თურქული კომპანიის – Live Hospital-ის ქსელთან. მათი ექიმების, ფიზიკოსების, რადიაციული თერაპიის ტექნიკოსების გუნდს, რომელსაც პროფესორი მერდან ფაიდა ხელმძღვანელობს, ჩვენს ახალგაზრდა ქართველ სპეციალისტებთან ერთად, დიდი
წარმატებით მიჰყავთ სამკურნალო პროცესი.
   ჩვენთან ბირთვული მედიცინის მიმართულებას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ნატა შენგელია ხელმძღვანელობს,  რომელიც ბირთვული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელია საქართველოში.
– მუდმივად განვითარების პროცესში ხართ, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– ვცდილობთ, ჩვენს კლინიკაში მკურნალობის რაც შეიძლება მეტი  უახლესი მეთოდი დავნერგოთ, როგორც ბირთვულ, ასევე სხივურ მედიცინაში. მინდა, დავაანონსო, რომ ვიწყებთ არასიმსივნური დაავადებების სხივურ თერაპიას, რაც სიახლეა რეგიონში.  მალე  აქტიურად დავიწყებთ ამ კუთხით მუშაობას და მოსახლეობასა და ექიმებს დაავადებათა ნუსხას მივაწვდით. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპაში ეს პრაქტიკა დიდი წარმატებით არის დანერგილი.
   ბირთვულ მედიცინაში უკვე დავნერგეთ ახალი მიმართულება – რადიოაქტიური პრეპარატით, მულტიბონით მკურნალობა. გვაქვს ორი შემთხვევა იდეალური შედეგებით. ეს არის რადიოიზოტოპი, რომელიც ინიექციის შემდეგ ამორჩევითად გროვდება ძვლების მეტასტაზებში, იწყებს მათ რღვევას და  აქრობს ტკივილის სინდრომს. იმ პაციენტებს, რომლებიც  ტკივილით იტანჯებიან და მუდმივად ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არიან, ამ მეთოდით მკურნალობის შედეგად 8-12 თვით ეხსნებათ ტკივილი, გრძნობენ შვებას და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან.
    „სხივური მედიცინის ცენტრში“ საქართველოში რადიაციული ონკოლოგიისა  და ბირთვული მედიცინის განვითარებისთვის კიდევ ბევრი სიახლეა დაგეგმილი.
                                                                         მისამართი: ლისის ტბის
                                                                         მიმდებარე ტერიტორია,
                                                                         ლევან ჩარკვიანის  ქუჩა N6.
                                                                         საკონტაქტო ტელ: +995-32-242-99-99.
                                                                         Facebook: RMC.GEORGIA
                                                                         WWW.LHRMC.GE



скачать dle 11.3