კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რატომ უთხრეს დუტა სხირტლაძეს რეჟისორებმა თანამშრომლობაზე უარი და რომელი შვილი არის მასავით „ყველაფერჩიკი“

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

უკვე 19  წელია, რაც დუტა სხირტლაძე მაყურებელს ტელევიზიიდან ესალმება. ამ ხნის განმავლობაში ის უამრავი შოუს წამყვანი გახლდათ, თან, განურჩევლად გადაცემის შინაარსისა. როგორც თავად ამბობს, ტელევიზიაში შემთხვევით აღმოჩნდა, თუმცა საჭირო დროს სწორ ადგილზე მოხვდა. მისი გადაცემებიც ყოველთვის რეიტინგულია. წლების მიუხედავად, აქტუალურობა არ დაუკარგავს – ის  ყველა თაობის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანია. დუტა „იმედის“ ეთერში ახალ გადაცემას იწყებს, რომელზეც დაწვრილებით თავად გიამბობთ.
დუტა სხირტლაძე: „ეთამაშე საქართველოს“ სხვა გეიმ-შოუებისგან იმით განსხვავდება, რომ შეკითხვებს ხალხი დასვამს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კითხვების გამოგზავნა და შემდეგ – სათამაშოდ მოსვლაც. არანაირი შეზღუდვები არ არის. ითამაშებენ წყვილები, ანუ ორ-ორი ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფი. კითხვები ვიდეოთი იგზავნება – უნდა ჩაწეროთ და ისე მოგვაწოდოთ. შეკითხვებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან აგზავნიან, რა თქმა უნდა, თავისი პასუხებით. საერთოდ, გეიმ-შოუები ერთმანეთს ჰგავს – გისვამენ შეკითხვას და შენ უნდა უპასუხო. ამ შემთხვევაში შეკითხვის სხვადასხვა ფორმები იქნება: მუსიკალური შეკითხვა, კითხვა სავარაუდო პასუხებით ან მის გარეშე და ასე შემდეგ. მერე წყვილები ირჩევენ მოწინააღმდეგისთვის შეკითხვებს და ცდილობენ, რაც შეიძლება რთული კითხვა აარჩიონ. ვინც მეტ ქულას დააგროვებს, ფინალურ ეტაპზე ის გადავა. თუმცა ხელცარიელი სტუდიიდან არავინ მიდის. თითოეულ შეკითხვას თავისი ფასი აქვს. თუ მოთამაშე პასუხს ვერ გასცემს, თანხას შეკითხვის ავტორი იგებს. წაგებული არავინ რჩება – სულ პაექრობა იქნება. თუ ფინალურ ეტაპზე ვერ გადახვალ, ის თანხა მიგაქვს სახლში, რაც მანამდე მოაგროვე. გამოდის, რომ ძირითადად ფულს გავცემთ (იცინის). თუ, ვერც ერთ შეკითხვას ვერ გასცემ პასუხს, რაიმე გამამხნევებელ პრიზს მოვიფიქრებთ ხელცარიელი – არავინ წავა.
– ფინალში გადასვლის შემდეგ რა ხდება? მაქსიმალური მოსაგები თანხა რამდენია?
–  ფინალურ ეტაპზე  შეკითხვებს უკვე ცნობადი სახეები დასვამენ – კითხვების ხუთი კატეგორია იქნება. შოუს მონაწილეები თავის საქმეში პოპულარული და სახელგანთქმული ადამიანები იქნებიან: ისტორიკოსები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები და ასე შემდეგ, ოღონდ, მხოლოდ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები – არა.  მონაწილეს, მაქსიმუმ, 24 000 ლარის მოგების შანსი აქვს.
–  აქტიურად აგზავნიან შეკითხვებს? რა არის კითხვების ფასი?
– კი. უკვე ძალიან მოთხოვნადია. ჯერ ვცდილობთ,  ხალხს ვასწავლოთ რა პრინციპით ჩაწერონ შეკითხვები. ამ ეტაპზე ჩვენ ჩავდივართ შეკითხვების ავტორებთან და ვიღებთ მათ – მოვიარეთ  დასავლეთ საქართველო. პირველ ეტაპზე შეკითხვების ფასი 100, 150, 200, 250 ლარია,  მერე  ფასები მოიმატებს და მოიმატებს.
– აქაც დააბნევთ მონაწილეებს?
– ჩემი მოვალეობა, ხომ ეგ არის (იცინის). თუმცა, ახლა დაბნევას ვერ შევეცდები. რა დააშავა, ვინც შეკითხვა გამოაგზავნა? ვერავის მხარეს ვეღარ დავიჭერ. აუცილებლად ნეიტრალური უნდა ვიყო. პირველად ვარ ამ მდგომარეობაში.
– უკვე, 19 წელია, რაც ტელეწამყვანი ხართ. წინასწარ დაწერილი ტექსტები და ნერვიულობის მომენტები დღემდე გაქვთ?
– აბა, რა, ყოველთვის. მაგის გარეშე გადაცემა ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ნერვიულობაც არის. მაყურებლის წინაშე გასვლა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. თუ ნერვიულობის მომენტი აღარ იქნება, მაშინ ამ საქმის სიყვარულიც დამთავრდება.
– თუ, დაბნეულხართ გადაცემის წაყვანისას და როგორ გამოსულხართ ამ მდგომარეობიდან?
– კი. როგორ არა, ძალიან ბევრჯერ. ჩემი მთავარი „მუღამი“ ეგ არის, რომ ვერ უნდა შემატყოს მაყურებელმა. ფსიქოლოგები შეიძლება, მიხვდნენ, როდის დავიბენი, მაგრამ ეგ ერთეული ხალხია (იცინის). როგორც პოლიტიკოსები ძვრებიან ხოლმე, დებატების დროს არასასურველი შეკითხვის შემთხვევაში, მეც ეგრე გამომყავს თავი მსგავსი მომენტებიდან. არის რაღაც ხერხები, რომელსაც ვერ გეტყვით – კუდს ვერ მოვიჭრი. ტელეწამყვანობაში ჩემი პროფესიაც ძალიან მეხმარება.
– ყოველთვის რეიტინგული გადაცემები გაქვთ, როგორ შეინარჩუნეთ სტაბილურობა და მაყურებლის სიყვარული?
– არანაირი ფორმულა არ მაქვს. არ ვიცი, როგორ, ასე გამოვიდა. თავიდან გამართლება იყო – საჭირო დროს სწორ ადგილზე აღმოვჩნდი. ერთ-ერთი გახმოვანების დროს დამიძახეს, წამოდი ქასთინგი გვაქვს და ჩაწერეო. არ მინდა, მეზარება-მეთქი. მაგრამ – არა: წამოდი, უცებ ჩავწეროთო. კითხვები მომცეს და ჩავწერეთ. ასე, სრულიად შემთხვევით, დამამტკიცეს პირველ შოუზე. რომ გითხრათ, თავიდან ვგიჟდებოდი ტელევიზიაში მოხვედრაზე-მეთქი – არა, საერთოდ არ მინდოდა. 90-იანების ბოლოს მსახიობი ტელეწამყვანიც რომ ყოფილიყო, კარიერაზე უარის თქმას ნიშნავდა. საბოლოო ჯამში, ასეც გამოვიდა. ისეთი დატვირთული მსახიობი აღარ ვარ, როგორიც უნდა ვიყო. ჩემს პროფესიაში ტელევიზამდე უფრო აქტიური ვიყავი – 60-მდე როლი მაქვს  ნათამაშები.
– ნანობთ ამ ყოველივეს?
– არა, არაფერს ვნანობ.  ერთი ათი წლის წინ, რომ გეკითხა, 27 წლის ასაკში   თავიდან რომ დაგაბრუნონ, ისევ ტელევიზიას აირჩევდიო, გეტყოდი, იგივეს არ გავიმეორებდი-მეთქი.  მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, რასაც ვხედავ, რაც ხდება მსახიობების თავს, აუცილებლად, დაუფიქრებლად დავთანხმდებოდი. უფრო მოვინდომებდი და ბევრს ვიმუშავებდი, თუმცა საკუთარ თავზე მაშინაც ბევრს ვმუშაობდი. ზოგმა რეჟისორმა უარი მითხრა თანამშრომლობაზე, რადგან „გაცვეთილი სახე“ მაქვს. დღეს, როცა საავტორო ფილმს ქმნიან, „გაცვეთილი სახე“ არ აწყობთ, რადგან ჩვენთან კინო ხომ კომერცია არაა (იცინის).
– ანუ, ყველგან დუტაა გამოუვიდათ?
– დაახლოებით, თუმცა, რატომაც არა?! ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ხალხისთვის მეჩვენებინა – შესაძლებელია, ყველგან ვიყო. ვიღაცებს ეს აღიზიანებს კიდეც. ზოგ-ზოგიერთები, „ფეისბუქში“ რომ  იგინებიან ჰგონიათ,  ცოცხალი ადამიანები არ ვართ. არ ვპასუხობ, თორემ, წესით, უნდა გაუნგრიო ცხვირ-პირი. რა ქნან, მათი ინტელექტი მეტს ვერ ხვდება. მეც ცოლ-შვილი, ოჯახი მყავს, ბენზინის ფულზე „ვჩალიჩობ“. მეც ისევე ვცხოვრობ, როგორც სხვა, უბრალოდ, ხანდახან ტელევიზორში ვჩანვარ. ესენი კი, როგორც ადამიანს, ისე არ გიყურებენ, სადღაც ირეალურ სამყაროში არსებულ „ტიპს“ გხედავენ, რომელსაც შეგიძლია, შეურაცხყოფა მიაყენო. მაგრამ, არ იცის, რომ უცებ შეიძლება, ჩატში მიწერო. მიმიწერია კიდეც, მაგრამ წამიშლია. თან, მიმიწერია მთელი კახეთი... რაც კი გამიგონია. უბრალოდ, მერე მივმხვდარვარ, რომ არასწორად ვიქცევი და წამიშლია. ყველაზე მეტად შეურაცხყოფა მაღიზიანებს. რომ გამაკრიტიკონ, როგორც მსახიობი, წამყვანი ან სიტყვა-პასუხი დამიწუნონ, კიდევ ჰო, მაგრამ  დედას რომ შეგაგინებს, იქვე უნდა შეჭამო.
– არ არსებობს სატელევიზიო სეზონი, სადაც არ ხართ. უმუშევრობის პერიოდი თუ გქონიათ?
– თუ ვერ ვმუშაობ, ვიგონებ. უმუშევრობის პეიროდი არ მქონია. ჩემი გადმოსახედიდან ჩემთვის იმდენი სამუშაო არსებობს, რომ უმუშევარი ვერ ვიქნები. ჯერ ერთი, მუშაობა არ მეთაკილება. აქ ვერ ვიმუშავებ, წავალ „ბისტროში“ და კარტოფილს გავფცქვნი. 94-ში დავამთავრე უნივერსიტეტი და ეთერში პირველად 2000 წელს გამოვჩნდი. ის 6 წელი ბევრ რამეს ვაკეთებდი. 92-ში, ბავშვი რომ გამიჩნდა, სადურგლო ცეხში ვმუშაობდი. მაშინ თურქეთიდან კვერცხი ჩამოდიოდა, საწყობი დეზერტირების ბაზრის მოპირდაპირე მხარეს იყო. დამატებითი შემოსავალი რომ გვქონოდა, მე და ჩემი ძმაკაცი, გია იაკობიშვილი – ისიც მსახიობი, ღამის 4 საათზე ვცლიდით სატვირთოებს. ქირის გადასახდელად, ბავშვის პამპერსისთვის თანხა ხომ მჭირდებოდა, ამიტომ ვმუშაობდი.
– რესტორნის საქმე როგორ მიდის?
– აღარ მიდის. იყო იდეაში, რომ რესტორანი უნდა მქონოდა, მაგრამ მერე აღარ მოვინდომე. ამ დარგში ჩემი თავი ვერ დავინახე. როცა ვხვდები, რომ რაღაც ჩემი საქმე არაა, შუა გზიდან ვტოვებ, ასე ბევრჯერ გამიკეთებია. კიდევ მაქვს მეორე მომენტი, როცა ვიცი, რომ საქმე გამომივა, აღარ მაინტერესებს. რომ დამჭირდება, მერე მივუბრუნდები ხოლმე ამ ყველაფერს. სამუდამოდ კი არ შევეშვი, უბრალოდ „დავასტოპე“. „დასარესტარტებელი“ საქმეები ბევრი მაქვს (იცინის).
– რესტორანში ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთეთ, მეუღლე გეხმარებოდათ? როგორი იყო მუშაობის პროცესი?
– მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ, მაგრამ ბოლოს ასე გამოვიდა. მუშაობის პროცესი იყო შემდეგი: კამათი, ჩხუბი, „მაშინ საერთოდ აღარ გავაკეთებ“ და მსგავსი სცენები (იცინის). დიზაინში საერთოდ არ ჩავრეულვარ. მე ვარ შემსრულებელი, მეტყოდა: ეს შემიღებე – ვღებავდი, ეს გამომიჭერი – ვჭრიდი და ასე.
– ოჯახში გენდერულ თანასწორობას ინარჩუნებთ?
– არა. არანაირი ბალანსი და თანასწორობა, მარინა არის ოჯახის უფროსი. ჩვენს სახლში არის მატრიარქატი (იცინის). ისევე, როგორც ძალიან ბევრ ოჯახში და ჰგონიათ, პატრიარქატია.
– თქვენს შვილებზე რას გვეტყვით? მათი ტელევიზიით გამოჩენას არასოდეს ცდილობთ, რატომ?
– ჩემს შვილებს თავიანთი პირადი ცხოვრება აქვთ. ასე, დამოუკიდებლად უფრო მიაღწევენ რამეს. ჩემი ტელევიზორში გამოჩენა მათთვის არ უნდა იყოს ტრამპლინი. ჯობია იცოდნენ, რა არის ცხოვრება და ყველაფერს თავისით მიაღწიონ. ისედაც არსებობს „დუტას შვილია“ და  ამას კიდევ, ხაზგასმა არ სჭირდება. ტელევიზიაში მათი ტარება „დათვური სამსახური“ მგონია. თავადაც იგივე აზრზე არიან. მარიამი, გერმნაიაში სწავლობს და მუშაობს. ახლა დაუდეს უვადო ხელშეკრულება – იმ კომპანიამ დაიტოვა, სადაც პრაქტიკებს გადიოდა. ყოჩაღი გამოდგა, მე არ ჩავრეულვარ, გერმანიაში ხელი არ მიმიწვდება (იცინის). ნინიმ კინორეჟისურა აირჩია და ძალიან მესიამოვნა. კარგად წერს, მუსიკასაც აკეთებს და ჩემი არ იყოს „ყველაფერჩიკაა“. მაგრად მგავს, ალიკვალი მამაა. ლუკა ჯერ სკოლის მოსწავლეა, თუმცა ხუთ ენას უკვე ფლობს.
скачать dle 11.3