კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი ქალიშვილი დაიბადა 1996 წლის 3 ივლისს, საღამოს 10-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია, რომელ სფეროში იქნება წარმატებული, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება ჰარმონიული სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობა?
პასუხი:
თქვენი ქალიშვილის კარმულ მისიას უკავშირდება ის, რომ იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, ამავდროულად, უნდა შეძლოს ორიგინალური თვითგამოხატვა, დაამყაროს უანგარო მეგობრული ურთიერთობები, დაეყრდნოს დიპლომატიას, ინტუიციას; შესძლოს საიდუმლოს დაცვა და შენახვა. უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი, ერთგული ადამიანი, დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა ნათესავებთან. სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და სილამაზე და არა დეპრესია და აგრესია. ეს მისი კოსმიური მისია და წარმატებების მომტანია ცხოვრებაში. სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობაში მისთვის მისაღებია ურთიერთობა: კუროს, კირჩხიბის, ტყუპების, ქალწულის, მორიელისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. ფრთხილად იყოს თხის რქებთან, რადგან მათგან მეტი პრობლემაა მოსალოდნელი. წარმატებულ პროფესიებს კი განეკუთვნება: სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, კომპიუტერული პროგრამული სისტემები, აუდიო, მობილური სისტემების ბიზნესი, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო საქმიანობა, საბავშვო ბაღების ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, ეთნოგრაფია, პედიატრია, ფსიქოლოგია. თუ ბარიერებსა და პრობლემებს გადალახავს, მაშინ, ასევე, წარმატება ელის საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ, სავაჭრო-საფინანსო სპექტრში.скачать dle 11.3