კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№14 რა აძლიერებს ადამიანის ბიოველს ისე, რომ მისი ენერგეტიკა სრულიად დაცული იყოს ნეგატიური ზეგავლენისგან

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

სპილენძი – ყველაზე მაგიური ლითონი სამყაროში, რომელიც ბუნების სამართლიანობისა და შერიგების ერთგვარი სიმბოლოცაა. ის, როგორც უდიდესი ბუნებრივი კორექტორი, ყველაზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანზე: არეგულირებს და აკონტროლებს ორგანიზმის ყველა სისტემის მუშაობას; ამძაფრებს გრძნობებს, უზრუნველყოფს მის გამძლეობას და ფასდაუდებელი წყაროა საღი აზროვნებისთვის. ექსტრასენსთა რჩევით, სპილენძი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ლითონი, უამრავი, ისეთი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება, ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობაში რომ იჩენს თავს. თუ რა ფორმით უნდა გამოვიყენოთ ეს ლითონი და როგორ მოვიქცეთ, რომ მისი საშუალებით მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ექსტრასენს-ეზოთერიკოსი, ქალბატონი თამარ მ.
– სპილენძის სამაჯურის ტარება რომ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, კი გამიგია, მაგრამ ამ ლითონის მაგიურ ძალაზე ნამდვილად არაფერი ვიცი...
– მაგიური თვისებები სპილენძს სრულიად გამოარჩევს სხვა დანარჩენი ლითონებისგან. გარდა იმისა, რომ, როგორც აღნიშნეთ, ჯანმრთელობისთვისაა კარგი, მისი სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ის სახლს პოზიტიური ენერგეტიკით ავსებს და აცხრობს კონფლიქტებს, ასე ხშირი რომაა ყოველდღიურ ყოფაში; ხსნის სტრესსა და გადაღლას; გვიცავს ბოროტისგან და შემწეა სასიყვარულო ამბებში. რა გგონიათ, ტყუილად ატარებენ სპილენძის სამშვენისებს, აგერ უკვე მრავალი ათასწლეულია?! მისგან დამზადებული სამკაული თუ აქსესუარი საუკეთესო თილისმაა და ეს შეიძლება, იყოს: სამაჯური, ბეჭედი, კულონი – სულერთია, ყოველი მათგანი იმდენად აძლიერებს ადამიანის ბიოველს, რომ მისი ენერგეტიკა სრულიად დაცულია ნეგატიური ზეგავლენისა თუ მაგიური თავდასხმებისგან. ანუ, ასეთი სამკაულის, უფრო მეტად კი სამაჯურის, მფლობელს გათვალვა, ჯადო თუ შური ვერაფერს დააკლებს. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ: სპილენძის სამაჯური ყველა დროის ჰიტია!
– ვთქვათ, ვიცი, არასასურველ გარემოში მოვხვდები, მაგრამ, რომ არ წავიდე, არ შეიძლება. სპილენძის სამაჯური უნდა გავიკეთო ამ დროს?
– არაკეთილმოსურნე გარემოში კი არა, დაწყევლილ ადგილასაც რომ მოხვდეთ, თუ სპილენძის ჯადოსნური სამაჯური თან გაქვთ, ის აუცილებლად დაიცავს თქვენს ბიოველს, ნეგატიური ენერგია რომ არ შეისრუტოს. შედეგად: არც უსიამოვნო განწყობა შეგაწუხებთ, რადგან ძლიერი ბიოველის მქონე ადამიანები იშვიათად იტანჯებიან მსგავსი პრობლემებით და ვერც უწმინდური თუ ბოროტი ძალა შეგაშინებთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ღამის კოშმარებისგანაც კი გიხსნით, თუ ძილის წინ სამაჯურს ბალიშის ქვეშ დაიდებთ. სპილენძი საკუთარი ძალების რწმენასა და ხასიათის სიმტკიცეს ჰმატებს, ამიტომ მისი მფლობელი ყოველთვის გაწონასწორებულია.
– რომელ ხელზე და როგორ უნდა ვატაროთ სპილენძის სამაჯური?
– სამაჯურმა რომ იმუშაოს, 50 გრამს უნდა იწონიდეს და სიგანით – ერთ-ნახევარ სანტიმეტრს არ აღემატებოდეს. არ უნდა ჰქონდეს ჩაკეტილი ფორმა – გახსნილი რგოლის ბოლოები ერთმანეთს უნდა სცდებოდეს. მხოლოდ ასეთი ფორმის სამაჯურს შეუძლია, ებრძოლოს ენერგეტიკულ დისბალანსს ნებისმიერ სულიერ არსებაში. მისი ტარება შეუძლია როგორც ქალს, ასევე მამაკაცს – ამაში პრინციპული განსხვავაება არ არის, ისევე, როგორც არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი, სამკურნალო დანიშნულების თვალსაზრისით. შეგიძლიათ, ატაროთ სპილენძის მძივები, ყელსაბამი და სხვა, ამით მისი სამკურნალო თვისებები არ დაკნინდება. დიდი განსხვავება არც იმაშია, თავად დაამზადებთ სპილენძის სამკაულს თუ მაღაზიაში შეიძენთ. რაც შეეხება იმას, რომელ ხელზე უნდა გაიკეთოთ – ჯანმრთელობისა და იმუნიტეტის ასამაღლებლად, შეგიძლიათ, მარცხენაზეც ატაროთ და მარჯვენაზეც. თან, თავადვე შეარჩიეთ დრო, როდის რომელ ხელზე გაიკეთებთ. სამაჯურს ატარებენ მუდმივად – ძილშიც, ბანაობისა და წყლის ნებისმიერი პროცედურისას. თუმცა, ექიმების რეკომენდაციით, 12 საათზე მეტხანს არ უნდა გეკეთოთ, კვირაში ერთ დღეს კი – დაისვენოთ. თუმცა, მაგების რჩევით, ოპტიმალური სქემა ასეთია: სამ დღეს მარჯვენა ხელზე ატარებთ, სამს – მარცხენაზე, შემდეგ ერთ დღეს კი დაისვენებთ. ამ დროს ის უნდა გაიწმინდოს. ამისთვის იყენებენ კბილის პასტას, თუმცა მერე, მთელი ღამით გამდინარე წყლის ქვეშ ტოვებენ, რომ ენერგეტიკულად გაიწიმინდოს.
– ბევრჯერ შემიმჩნევია სამაჯური სპოტსმენებზე შეჯიბრების დროს?
– დიახ, ბევრი სპორტსმენი ეთაყვანება სპილენძის სასწაულმოქმედ ძალას. მისგან დამზადებულ სამაჯურს ატარებს ყოველდღიურად და განსაკუთრებით, შეჯიბრების დროს – ორგანიზმში ძალების მობილიზების, სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებისა და დარტყმის ძალის ასამაღლებლად... მეცნიერებმაც დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ სპილენძი გამოსცემს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომელიც მასთან შეხებისას დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე – შეუდარებელია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით წნევის დასარეგულირებლად და შეუვალი „ფარია“ მაგნიტური ქარებისა და მზეზე ამოფრქვევებისას.
– სპილენძით წყლის გაწმენდაც ხდება?
– დიახ და ეს გაწმენდილი წყალი, გარდა იმისა, რომ კურნავს მრავალ დაავადებას, ებრძვის სიმსუქნესაც. ხსნარის დასამზადებლად იყენებენ სპილენძის სხვადასხვა საგანს – მონეტას, პლასტირს, სამკაულს, სპილენძის ფხვნილს. ჩვეულებრივი მომზადების წესია: მონეტა, ან ჩამოთვლილთაგან რომელიმე, ჩაუშვით სუფთა წყალში და 10-12 საათში სამკურნალო ხსნარი მზადაა. არის სხვა წესიც: სპილენძის ნივთი წყლიან მინის ცეცხლგამძლე ჭურჭელში, დაბალ ცეცხლზე ადუღოთ 5-10 წუთი. სამკურნალოდ მისი მიღება შეიძლება ნახევარი ჩაის კოვზით, 2-4-ჯერ დღეში.
скачать dle 11.3