კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ მოვამზადოთ სახის კანის დასაჭიმი მარტივი ნიღბები

ნინო კანდელაკი ანი რევია

სახის კანის დასაჭიმი, ყველაზე ეფექტური და მარტივად გასაკეთებელი ნიღაბი სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, უპრობლემოდ მოამზადოთ. მისი ეფექტი ბოტოქსისას არ ჩამოუვარდება. ის სახის კანის მოსავლელად ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც ჭიმავს ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის ტონუსს. ჟელატინი შეიცავს დიდი რაოდენობით კოლაგენს ანუ ნივთიერებას, რომელიც კანის სიმკვრივეს უზრუნველყოფს. ის ადვილად აღწევს კანში, რის შედეგად კანის ცხიმოვანი ჯირკვლები დაბალანსებულად იწყებს მუშაობას, რაც ხელს უშლის ანთებითი პროცესებისა და ფერისმჭამელების წარმოქმნას, ღრმად იწმინდება კანის ფორები, იჭიმება ნაოჭები, უმჯობესდება კანის ფერი და იკვეთება კანის კონტური. ნიღაბი კი ასე უნდა მოამზადოთ: წყალში გასხენით 2 სუფრის კოვზი ჟელატინი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი გლიცერინი და თანდათანობით ჩაამატეთ 1 ცალი გათქვეფილი კვერცხის ცილა. სახე 5 წუთით მიუშვირეთ მდუღარე წყლის ორთქლს, ისე რომ არ დაგეწვათ და ნიღაბი დაორთქლილ სახეზე დაიდეთ. 20 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი. ასეთი ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ. უკეთესი ეფექტის მისაღებად კი, შეგიძლიათ, ნიღაბი ყოველ საღამოს, 5 დღის განმავლობაში დაიდოთ.
ნაოჭებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდია სახამებლის, კეფირისა და კვერცხის ცილის ნიღაბიც. მას ერთდროულად აქვს მკვებავი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტები. ზოგადად, კვერცხის ცილა შესანიშნავი საშუალებაა სახის კანიდან ნაოჭებისა და შავი წერaqტილების მოსაშორებლად, ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმის გაქრობას და თვალის გარშემო შავი წრეების მოშორებას. სახამებელი იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ის ათეთრებს, არბილებს და კვებავს კანს. ხოლო, კეფირის ბაქტერიები სახის კანის ისეთ პრობლემებს უმკლავდება, როგორიცაა სიწითლე, შავი წერტილები და ანთება. ნიღაბი კი ასე უნდა მოამზადოთ: 1 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ 1 სუფრი კოვზი კარტოფილის სახამებელი. კარგად აურიეთ  და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი კეფირი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ კი, გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღაბს აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისება, თან,  პირველივე მოხმარებაზე შენიშნავთ, რომ სახის კანი მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ.
სახის კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასევე, ძალიან კარგია  ავოკადოს, კაკაოს ფხვნილის, თაფლისა და დარიჩინის ნიღაბი. თაფლი შეიცავს ნატურალურ ზეთს, რაც კანს ელასტიკურობას სძენს. კაკაოში შემავალი ანტიოქსიდანტები აძლიერებს კოლაგენის ბოჭკოების დაცვას. ავოკადო დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ხოლო დარიჩინი კი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, უნიკალურ ეთერზეთებს, რომლებიც ეფექტური, ბუნებრივი ტონიკია. ნიღაბი ასე უნდა მოამზადოთ: დააბლენდერეთ 1 ცალი ავოკადი, შეურიეთ 3 სუფრის კოვზი კაკაო, 2 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი. მიღებული მასა წაისვით სახეზე. 20 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სასურველი შედეგის მისაღებად ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ.скачать dle 11.3