კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 სიყვარულის მავნე შედეგები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

რა არის სიყვარული... იქნებ ისეთი მნიშვნელოვანიც არაფერია, როგორადაც წარმოვაჩენთ. ვიჯერებთ მის ყოვლისშემძლეობას, აუცილებლობას და მერე ისე ვაბატონებთ ჩვენზე, წინააღმდეგობის გაწევა ფიქრადაც არ მოგვდის. პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები ფიქრობენ, რომ უსიყვარულოდ გაცილებით მარტივია ცხოვრება. შეიძლება, ასეცაა, მაგრამ ტვინი ყოველთვის ვერ აკონტროლებს ჩვენს ემოციებს, ან იქნებ, სწორედ ემოციებს უჭირთ ტვინის დამორჩილება. მერე კი, ეს ყველაფერი გულს ბრალდება...
პატარა, მყუდრო კაფეში, რომლის ინტერიერიც საოცრად მშვიდ, ოჯახურ ატმოსფეროს ქმნიდა, მაგიდას ოთხი ქალი უჯდა. უბრალოდ, ქალი თუ შეიძლება უწოდო 32-34 წლის მოვლილ, თავდაჯერებულ, გემოვნებით და მოდურად ჩაცმულ არსებებს. როცა ქალმა ზუსტად იცის, როგორ არ უნდა შეემჩნეს ასაკი, ვერაფრით იტყვი, რამდენი წლის არის სინამდვილეში.
ოფიციანტმა ლანგრით ყავა მოუტანა. საშაქრე და ვარდისფერი შოკოლადით სავსე მინიატურული ლარნაკიც მაგიდაზე დაალაგა.
– აი, გეუბნებით, რა... მაგ გოგოს ყველაფერი წესრიგში არ აქვს. იტოვებს ბავშვს...  მგონი, გაგიჟდა და გადაირია, – თქვა ყველაზე მაღალმა და გამხდარმა ოთხს შორის.
– მოიცა, რას ნიშნავს, იტოვებს. ანუ, უნდა გააჩინოს? – გაოცებით იკითხა წაბლისფერთმიანმა, არაბუნებრივად დიდი ტუჩები რომ ჰქონდა და ზედმეტად აზიდული წარბები.
– ლიზი, ისეთ სისულელეს კითხულობ, თითქოს არ იცოდე, ორსულობა რითი მთავრდება? – დასცინა მაღალმა.
– საიდან უნდა ვიცოდე, დიკო? მე ხომ არც ორსულად ვყოფილვარ და თქვენგან განსხვავებით, არც ბავშვი გამიჩენია, – ვალში არ დარჩა ლიზი და თან ამოიოხრა, – ნუ ვიჩხუბებთ, გოგოებო. საქმე სერიოზულად არის. არ მომწონს მე ის კაცი, რამდენი ხანია, ამას ვამბობ.
– არც ჩვენ მოგვწონს, – საუბარში ჩაერთო მაშოც. სათნო ღიმილიანი, ლამაზთვალება გოგო, – რამდენი წელია, ხვდება? მარიკა, შემახსენე? ჰო, ოთხი და ამ ხნის განმავლობაში ერთი თვეც არ ყოფილა ისეთი,  ანანოს ცრემლები არ გადმოეყაროს. გეუბნებით, ატყუებს.
– კარგი, მოდი, ვიმსჯელოთ და კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ, რას ატყუებს. ცოლი ჰყავს? – დიკომ ყავა მოსვა და დაქალებს გამომცდელი მზერით ჩამოუარა.
– ჰმ, ცოლი რომ ჰყავს, თუ ჰყავდა  ეს ანანომაც იცის. პრობლემა ისაა, აქამდე ვერ დავადგინეთ მოქმედი თუ ყოფილი...
– მაგას კი დავადგენ, – კარგი დეტექტივივით ჩაილაპარაკა ლიზიმ, მაგრამ ამ ჩხრეკა-ჩხრეკაში, რამე უარესი არ გამოვჩხრიკოთ, ამის მეშინია.
– უარესი რა უნდა გამოჩხრიკო. მესამე ვარიანტი არ არსებობს – ცოლი ან ჰყავს, ან – არა.
– მოიცა. ანანო ამბობს, მესამე ვარიანტიც არისო? – მარიკამ შოკოლადი პირისკენ გააქანა და თვალები სიამოვნებისგან მილულა, – მმ, საოცარი რამეა...
დიკომ დამცინავი ღიმილით გადახედა.
– ნუ ჭამ ამდენ შოკოლადს. ლოყები რომ გაგიფუვდა, ვერ ხედავ? დიეტაზე არაფერი გსმენია?
– მომეშვი... შენ ხომ ხარ ძვალზე გადაკრული ტყავი, ჰოდა, იყავი... ვახ! რას გადამეკიდე? სიგარეტს არ ვეწევი, კლუბებში გასართობად არ დავდივარ, ქმარს არ ვღალატობ და ეს ერთი სიამოვნება როგორმე შემარჩინე.
მაღალმა მხრები აიჩეჩა.
– რა მენაღვლება, ჭამე და გასუქდი. ერთ დღეს რომ ქმარს აღარ მოეწონები, გამიხსენებ.
მარიკამ ამოიოხრა. მაშომ დიკოს გახედა და თვალები გამაფრთხილებლად დაუბრიალა. გოგომ ირონიულად აიბზუა ტუჩები და უკან დახევა არც უფიქრია.
– ჰო, რა იყო. ტყუილს ვეუბნები, არ იცნობთ კაცებს? შეხედეთ, რა დღეში არიან, „ნაშებსაც“ კი ცხვირს უწევენ და არჩევენ. ამისი ქმარიც არ იქნება გამონაკლისი.
– აუ, რა გინდა ჩემგან? აქ ანანოზე სალაპარაკოდ შევიკრიბეთ თუ ჩემზე? გამეჩხირა ყელში ეს ერთი ციცქნა შოკოლადი. ჩემი ქმარი წონას არ მიკონტროლებს და საერთოდ, მოდი, ისევ ანანოს თემას დავუბრუნდეთ. რა უნდა ქნას, რით უნდა იცხოვროს? ძლივს ნორმალური სამსახური გამოუჩნდა და ვინ გააჩერებს ცხვირამდე მუცლით. მერე ბავშვსაც ხომ უნდა მოვლა, სოფოც დიდი გოგოა, იმდენი რაღაც სჭირდება.
– ესმის მაგდენი დებილ დედამისს? აუჩემებია, მიყვარს, მიყვარსო და მიშლის ნერვებს, – აღშფოთება ვერ დამალა ლიზიმ, – აი, არ მესმის, მომკალით და ვერ ვხვდები, კაცი ასე უპირობოდ, იდიოტივით რატომ უნდა გიყვარდეს. ამიხსენით, რა...
– შენ ვერ გაიგებ, ლიზი. საერთოდ, სიყვარული პირობებს არ მოიაზრებს, – ღიმილით უთხრა მარიკამ დაქალს და მისი რისხვაც დაიმსახურა.
– რა თქმა უნდა, სიყვარულს შენთვის სახლში გამომცხვარი ღვეზელების სუნი აქვს, ჰა, ჰა, ჰა, იმ ღვეზელების გიოს რომ უცხობ ხოლმე და დარწმუნებული ხარ, ამით მის გულს მოიგებ.
მარიკა გაწითლდა, რაღაცის სათქმელად გააღო პირი, მაგრამ გადაიფიქრა და პასუხად მხოლოდ ამოიოხრა. მის ნაცვლად ლიზის შხამიან რეპლიკას მაშო გამოეხმაურა.
– გვეყოფა, ყველას ისე უყვარს, როგორც შეუძლია. მე, მაგალითად, ვეთანხმები მარიკას იმაში, რომ სიყვარულს ნამდვილად აქვს სუნი.
– მაშიკო, საყვარელო... ბოლოს როდის იგრძენი მისი სურნელი? – ჩაიცინა დიკომ, – ზოგადად, ქალებს გადაჭარბებული მოთხოვნები გვაქვს სიყვარულის მიმართ. სხვათა შორის, მოლოდინების და სწორედ მანდ გვერხევა.
– რას ამბობ, აბა, მაინც რაში გვერხევა?
– იმაში, რომ მამაკაცებს ვაფრთხობთ, ვაშინებთ, მარტივად რომ ვთქვათ.
– შენზე ამას ვინ იტყვის? – ჩაიცინა ლიზიმ, – მამაკაცები გარს ისე გეხვევიან, როგორც ფუტკრები თაფლს. მაინც, როგორ ახერხებ, ყველას მოხიბვლას და მერე ისე მოქცევას, თითქოს არც არსებობდნენ.
– შენ იმის თქმა გინდა, რომ მე მათ ვიყენებ? – წარბი უკმაყოფილოდ ასწია დიკომ, – პრინციპში, არ უარვყოფ. კაცი იმისთვის არის, რომ გამოიყენო. აბა, ანანო იქცევა კარგად? აქით აყენებინებს თავს იმ იდიოტს და კიდევ უარესი – ბავშვს უჩენს.
მარიკამ ამოიოხრა და მეგობრები შეშფოთებით შეათვალიერა.
– მართლა, რა ვქნათ? გონზე როგორ მოვიყვანოთ ეგ გოგო. დიკო, შენ რომ დაელაპარაკო? დაუჩემებია, სიყვარულის გარეშე ცხოვრებას აზრი არა აქვსო. ჩემი ბედნიერება რომ გინდოდეს, გამიგებდი და მხარს დამიჭერდიო. აბა, მითხარით, რა ვქნა?
– პირველ ქმარზეც ეგრე არ ირეოდა? რომელს გახსოვთ?
– მაშომ ყველაზე კარგად იცის ეგ ამბები... – სიგარეტს მოუკიდა დიკომ, – კარგი ვქენით, ტერასაზე რომ დავსხედით. გრილა, მაგრამ თავისუფლად ვეწევით, ესეც საქმეა. ჰო, რას ვამბობდი? – მაშო, სად არის ახლა ბატონი მალხაზი, იგივე მახო?
– რას მეკითხები? მე რა, მაგას დავყვები უკან თუ რაშია საქმე. სოფო ორი წლის იყო, რომ წავიდა. მას შემდეგ საკუთარი შვილი აღარც უნახავს, არათუ – მე!
– დაუტოვა შვილი და ვალები, – დააყოლა მარიკამ.
დიკომ სიგარეტის კვამლს გააყოლა ჩაფიქრებული მზერა და მხრები აიჩეჩა.
– რა მიკვირს, იცით? რაც მაგან იწვალა თავისი ახირებული სიყვარულისთვის... რა არ გადაიტანა, პატარა ბავშვი, არც სახლი, არც სამსახური, მოვალეები... ღმერთო, გახსენებაც არ მინდა, ძლივს ფეხზე დადგა და ახლა თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. გიჟია, გეუბნებით.
– არაფერი რატომ? – გულუბრყვილოდ იკითხა მაშომ, – ვნახოთ, იქნებ ეს რეზო არ გამოდგეს ისეთი უსინდისო.
– ჰმ, სამაგისოს რას ატყობ? სამი წლის განმავლობაში რომ ვერაფერს გაუგებ კაცს... უკაცრავად, ოთხი... თუმცა ერთი წელი ხომ არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ნეტავი, აღარ შერიგებულიყვნენ.
– ოჰ, რომ მითხრა, ფეხმძიმედ ვარო, მეხად დამეცა ეს ამბავი, – მაშომ წამწამები აახამხამა, – გოგოებო, ეგ გააჩენს მაგ ბავშვს. ვერც ვეტყვით, მოიშორეო, ცოდვაა.
– ნუ სულელობ, – გაუწყრა დიკო.
მაშოს ატირებამდე აღარაფერი უკლდა.
– არავინ ეუბნება მაგას. საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო. ახლა, ჩვენ როგორმე უნდა გავარკვიოთ, იმას რა გეგმები აქვს.
– ვის „იმას“, დიკო? ვერ მიხვდა მარიკა.
– ბავშვის მამას. რას აპირებს? მოიყვანოს ცოლად და იზრუნოს ორივეზე. უკაცრავად, სამივეზე, – სოფოსაც სჭირდება კარგი პატრონი.
– ოჰ, ერთი ის გამაგებინა, მართლა გაშორებულია ცოლს თუ არა.
– ანანოს რომ ჰკითხო, გაშორებული კი არის, მაგრამ ჩვენს ამბავს მაინც არ ეუბნებაო, – დააზუსტა მარიკამ.
დიკომ ლიზის ისე გახედა, აშკარა იყო, თანამზრახველად მას მოიაზრებდა.
– გესმის, ახლა რა თქვა ამან?
– ვიცი, დიკო. ვიცი, რომ ჩვენზე გაცილებით გამოცდილი ხარ სასიყვარულო მაქინაციებში, ჰოდა, დაგვინდე... პირდაპირ გვითხარი, რა ხდება, – ამოიოხრა მარიკამ და მაშომაც მხარი აუბა.
– ჰო, რა... აქ იმიტომ ვართ, ანანოს ამბავი გავარკვიოთ, მაგრამ ორივე ჩვენ გვესხმით თავს, თითქოს პრობლემა ჩვენში იყოს.
– მოიცა, რა თავს გესხმით, საიდან მოიტანე? ცოტა გაკვეთილი და შეჯანჯღარება თქვენც არ გაწყენთ. მართლა გგონიათ, რომ სიტუაცია მარტივია?
– არა. არ გვგონია, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის კაცი... რა ჰქვია?.. რეზო. ცოლს არ გაშორებია და არც გაშორდება. ატყუებს ამ ჩვენს სულელს, – გადაჭრით თქვა ლიზიმ.
დიკომ თავი დაუქნია.
– ზუსტად. რატომ არ უნდა უნდოდეს ცოლს გაშორებულ კაცს თავისი ახალი ურთიერთობის გამჟღავნება. აი, მითხარით, რატომ? ყოფილი ცოლის ეშინია? სისულელეა! როგორც ანანო ამბობს, არც ბიზნესები აკავშირებს ყოფილ ცოლთან და ფინანსურადაც დამოუკიდებელია. მაშინ, რა ხდება?
– ანანომ თქვა, ბავშვების გამო ითმენს ამ ყველაფერსო. ეშინია, რომ ცოლი შვილებს დააშორებსო.
– არის ამაში ლოგიკა, – ყოყმანით დაეთანხმა მარიკა მაშოს, – აი, მე, ალბათ, ყველა საშუალებით ვეცდები, ჩემი საყვარელი მამაკაცი არსად გავუშვა.
დიკომ ჩაიცინა.
– ჰო, ქალები ხშირად აშანტაჟებენ ყოფილ ქმრებს შვილებით, მაგრამ გული მიგრძნობს, ეს ის შემთხვევა არ არის.
– შენც მოქცეულხარ ასე? – ჰკითხა მაშომ.
– როგორ ასე? – გამოაჯავრა დიკომ, – ის გაინტერესებს, ჩემს ყოფილს ვაშანტაჟებ თუ არა ბავშვით? არა, საყვარელო, მე ეს არ მჭირდება. ისედაც ყოველდღე მეხვეწება, რომ შევურიგდე. ლამის აქეთ დამაშანტაჟოს, მოკლედ, თეორიულად – დიახ, შეიძლება, მამაკაცს შვილები ისე უყვარდეს, რომ საყვარელ ქალთან ურთიერთობაზეც თქვას უარი. ნებისმიერ შემთხვევაში, ანანოს საქმე ცუდად არის.
– ანუ? – მიამიტურად იკითხა მაშომ.
– ანუ, ანანოს ცოლად არ შეირთავს. თუკი ამ არჩევნის წინაშე დადგება, ანანოზე იტყვის უარს. რა ვერ გაიგე?
– აუჰ, როგორ გინდა ანანოს ეს აუხსნა, თან, ახლა, როცა  ნებისმიერ წვრილმანზე ბღავის... მოიცა, რეკავს...  – მაშომ მობილური აიღო, – რაო, ანუშკი, მე სად ვარ? სამსახურში, სად უნდა ვიყო?!. გოგოები? არა, არ დამირეკავს... როგორც იტყვი, შევეხმიანები და თუ სცალიათ, ამოვალთ...
მაშომ მობილური დადო და იქ მყოფებს გადახედა.
– მოდითო. რა ვქნათ?
– მე – პას! სახლში რომ არ წავიდე, ჩემი ძიძა მომკლავს. ისედაც, ორი საათი გადავაცილე დროს. ალბათ, გადარიეს და ჭკუიდან შეშალეს.
– ჰო, სამი სერიოზული ძალაა. ყოჩაღ, შენ... – შეაქო დიკომ მარიკა აი, ჩემი ანა, ხომ მშვიდია, ზოგჯერ მაგასთანაც კი მიჭირს ლაპარაკი.
– რაც უნდა იყოს, პატარა მაინც ბედნიერებაა – მხიარულად წამოიძახა მაშომ. სწორი გადაწყვეტილება მიიღო ანანომ. ბავშვთან დაკავშირებით.
– სწორი კი არა, უპასუხისმგებლო. საერთოდ არ იფიქრა არც მასზე და არც იმ შვილზე, რომელიც უკვე ჰყავს.
– აბა, მოეკლა? – ამოიოხრა მარიკამ, – აბორტი საშინელებაა!
– არ უნდა დაორსულებულიყო, – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა დიკომ.
– ხომ იცი, რომ არ უნდოდა... ასე მოხდა.
– რაღაც ხშირად უვარდება ამ გოგოს სიტუაციის მართვის სადავეები ხელიდან. მოკლედ, რაღაცაა მოსაფიქრებელი, თანაც, სასწრაფოდ.
– ავიდეთ ანანოსთან?
– სხვა რა გზაა, – ხელები გაშალა დიკომ, – ოღონდ, ცოტა მოგვიანებით, შეხვედრა მაქვს, რომელსაც ვერ გადავდებ.
– მე სახლში წავალ და თუ რამე, ხაზზე ვიქნები.
– მე და მაშო ავალთ, – თქვა ლიზიმ, – დიკო, ძალიან არ დააგვიანო, ხომ იცი, როგორ „გაჭედავს“ ხოლმე და მაგ დროს მარტო შენ არჯულებ!
– მოვალ, შოკოლადსაც წამოვიღებ. ის უვარგისი ხომ არ უყიდის, დეგენერატი... მაინც გავუხსნი კარტებს და გავიგებ, ცოლთან რა ურთიერთობა აქვს. დამაცადოს...
***
ანანომ წამოზრდილ მუცელზე მოისვა ხელი და მობილურს მერამდენედ დახედა... არ რეკავდა. სამი დღე გავიდა, რაც მისი საყვარელი მამაკაცი არ გამოჩენილა. უცნაური იყო, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მისი მაინც სჯეროდა. ან უნდოდა, რომ დაეჯერებინა.
... რეზო შემთხვევით გაიცნო, სამსახურში. მის ერთ-ერთ თანამშრომელს ეძებდა, მამაკაცს და ოთახები აერია. მაშინ ანანო ბანკში მუშაობდა, პრობლემური სესხების განყოფილებაში მთავარი მენეჯერის დამხმარედ. როგორც იქნა, მის ცხოვრებაში სტაბილური სამსახური გამოჩნდა. რაღაც დალაგდა, ცოტა დამშვიდდა, გასწორდა... უმძიმესი ცხოვრება გაიარა. შორიდან შეიძლება, არც ჩანდა ასე. ლამაზი, მხიარული, უდარდელი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მას კარგად არ იცნობდა. პირველი ქმრისგან ულამაზესი სოფო ჰყავდა – თორმეტი წლის გოგონა. ჰო, მერე რა... ქმარს ვინ არ გაშორებია. ანანო არ იყო გულგაშლილი ყველასთან. მხოლოდ მისმა ძალიან ახლობლებმა იცოდნენ, რის ფასად დაუჯდა, რომ სოფოსთვის არაფერი მოეკლო და ბინაც კი ეყიდა. ყოფილმა ქმარმა არაფერი დაუტოვა ვალებისა და პრობლემების გარდა. მაინც მოახერხა, ფეხზე დამდგარიყო, ძიძადაც იმუშავა, სადღეღამისო სავალუტო ჯიხურშიც. ბინებსაც ალაგებდა, დამატებითი შემოსავალი რომ ჰქონოდა. ერთი წელი თურქეთში გაჰყვა მეგობრის დედას სეზონურ სამუშაოზე. ბინა რომ იყიდა გაცილებით მშვიდად იგრძნო თავი. ბედსაც შეეგუა, რომ სიყვარული აღარ იქნებოდა მის ცხოვრებაში. 34 წლისას მამაკაცის სიახლოვის მოთხოვნილება ჰქონდა, მაგრამ უპასუხისმგებლო ყოფილი ქმრისგან მიყენებული ჭრილობა ჯერ ისევ ახსენებდა თავს...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3