კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ ასწავლა ჭკუა ბერიამ „სმერშის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს – აბაკუმოვს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას მიერ მოფიქრებულ და დანერგილ ინოვაციებსა თუ სტრუქტურულ წარმონაქმნებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კონტრდაზვერვის ორგანოს, სახელწოდებით „სმერში“ (რუსული აბრევიატურაა და ასე იშიფრება: „სმერტ შპიონამ“ – სიკვდილი ჯაშუშებს). გენერალ-ლეიტენანტი, ისტორიის პროფესორი ვიქტორ გონჩაროვი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ „სმერშის“ შექმნის ოფიციალურ თარიღად 1943 წლის აპრილი ითვლება (სინამდვილეში ეს ამ ორგანოს ოფიციალურად „გაპრავების“ თარიღია), ამ ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1941 წელს, ფაქტობრივად, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო მოქმედება და ფაშისტებთან და მათ მომხრეებთან ბრძოლაში საბჭოეთისთვის ძალიან დიდი სარგებელი მოჰქონდა. საბუთების მიხედვით, ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა „სმერში“. პირველი ეკუთვნოდა თავდაცვის სახალხო კომისარიატს და მას ვიქტორ აბაკუმოვი მეთაურობდა – ემორჩილებოდა პირადად სტალინს. მეორე „სმერში“ ეკუთვნოდა სამხედრო-საზღვაო ფლოტს. მას მეთაურობდა პეტრე ვლადკოვი და ემორჩილებოდა ფლოტის ადმირალ ნიკოლაი კუზნეცოვს. მესამე „სმერში“ კი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს ეკუთვნოდა და მას გენერალი სემიონ იუხიმოვიჩი ხელმძღვანელობდა და ლავრენტი ბერიას ემორჩილებოდა. რეალურად კი სამივე „სმერშს“ ლავრენტი ბერია მართავდა და მის გარეშე არცერთ მათგანს მნიშვნელოვანი ოპერაცია არ არ ჩაუატარებია. ბერიას ერთ-ერთ ადიუტანტი, დახვრეტას სასწაულებრივად გადარჩენილი, მაგრამ ათი წლით რეპრესირებული ოთარ ხაჩიძე იხსენებდა: „როგორც კი ომი დაიწყო და ლავრენტი პავლოვიჩმა ფრონტებსა და ზურგში ომის პირველ დღეებში არსებული მდგომარეობის შესაბამისი დასკვნა გააკეთა, მიხვდა, რომ „სმერშისნაირი“ ორგანოს შექმნა იყო საჭირო და ამ წინადადებით სტალინს ეახლა. უმაღლესი მთავარსარდალი დაეთანხმა ბერიას და მისი სათაურიც – „სიკვდილი ჯაშუშებს“ – მოეწონა. მაგრამ ერთი შესწორება მაინც შეიტანა: ერთიანი „სმერშის“ ნაცვლად სამი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სტრუქტურული ორგანოების შექმნის ბრძანება გასცა და თითოეულს ცალკე ხელმძღვანელი დაუყენა. მიუხედავად ამისა, სამივე სტრუქტურა ბერიას ეჭირა ხელში და ურჩობას ვერავინ ბედავდა. მართალია, ვიქტორ აბაკუმოვმა სცადა დამოუკიდებლობის გამოჩენა, მაგრამ, რომ იტყვიან, კლდეს შუბლით შეასკდა. საქმე ის იყო, რომ აბაკუმოვის „სმერშმა“ მტრის ზურგიდან ოფიცრის – მეენის გატაცების ოპერაცია ჩაატარა, რომელიც ბერიასთან  არ იყო შეთანხმებული. არა და ლავრენტი პავლოვიჩს გაფრთხილებული ჰყავდა აბაკუმოვი, რომ საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მასთან შეუთანხმებლად სერიოზული ოპერაცია არ ჩაეტარებინათ. ამ თავნებობაზე ბერიას აბაკუმოვისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ლავრენტი პავლოვიჩი აუცილებლად გადადგამდა შემხვედრ ნაბიჯს და აბაკუმოვი თავისას მიიღებდა. ამ შემთხვევიდან სულ რაღაც ერთი კვირა იყო გასული, როდესაც ავიაპოლკში, სადაც ვასილი სტალინი მსახურობდა, „ჩეპე“ მოხდა. აბაკუმოვის დაქვემდებარებაში მყოფმა „სმერშმა“ ვასილი სტალინის მეგობარი დისციპლინის დარღვევისთვის დააპატიმრა და ტრიბუნალისთვის უნდა გადაეცა. მას მთვრალ მდგომარეობაში თვითმფრინავის მართვაში წაუყენეს ბრალი. სინამდვილეში კი მფრინავს კბილი სტკიოდა და არაყი გამოივლო. მას კი სიმთვრალე დააბრალეს. მეგობარს ვასილი სტალინი გამოესარჩლა და „სმერშის“ ოფიცრებსა და მფრინავებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა, რომლის დროსაც ვასილმა „სმერშის“ პოლკოვნიკს ორი კბილი ჩამოუღო, თავად კი ტვინი მსუბუქად შეერყა და საველე ჰოსპიტალში იწვა. ეს ისტორია, რა თქმა უნდა, ბერიას ყურამდეც მივიდა. მან აბაკუმოვი იხმო და თავის კაბინეტში შეახურა, სიტყვა კი ასე დაასრულა:
– ამხანაგ სტალინის ვაჟი ტვინშერყეული წევს და ეს შენი ტურა ხელქვეითების ბრალია. შენს უწყებაში „ბარდაგია“ და გპირდები, რომ წესრიგს მალე დავამყარებ. ახლა კი წადი, სტალინი გიბარებსო.
აბაკუმოვს მკვდრის ფერი დაედო. ბერიას მუხლებზე დაუდგა და შეევედრა, რომ ეს საქმე მოეგვარებინა. ბერიამ კი უთხრა:
– როცა შენი ტურები ვასიას სცემდნენ, მე შემეკითხეთ რამე ან, თუნდაც, როცა ჩემთან შეუთანხმებლად მოტაცების ოპერაციას ატარებდით, გახსოვდით? ეს შენი უკანასკნელი ურჩობა იყოს. ვეცდები, დაგეხმარო...
იმ დღიდან აბაკუმოვი ჯერ ბერიასთან ათანხმებდა ყველაფერს და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებდა...“
ომის წლებში  „სმერშმა“ მტრის ზურგში არა ერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა და მართალია, ასეთი რამ კონტრდაზვერვის ძირითადი მოვალეობა არ იყო, მაგრამ ბერია მათ ასეთ საქმეებს მაინც ავალებდა. ბერიასვე ინიციატივით, დიდი სამხედრო შეტევის წინ „სმერშელები“ წითელ არმიაში პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ატარებდნენ, რომ მათ წარმატებული შეტევისთვის ხელი არ შეეშალათ. ყოჩაღობდა ეს უწყება უკვე გათავისუფლებულ საბჭოთა და ევროპის ტერიტორიებზე და ფაშისტების მიერ დატოვებულ აგენტურულ ქსელებს ააშკარავებდა. უშუალოდ ბერიას მონაწილეობით „სმერშმა“ სტალინზე დაგეგმილი ორი თავდასხმა გამოავლინა და გააუვნებელყო. მიუხედავად იმისა, რომ „სმერში“ გასაიდუმლოებული ორგანო იყო, თავისი მტრისადმი შეურიგებლობით ისე ჰქონდა სახელი გავარდნილი, რომ ფაშისტებს მისი შავი ჭირივით ეშინოდათ. ეს ორგანო ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე გაუქმდა, თუმცა, ბერიამ მისი თანამშრომლები უშიშროების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადაანაწილა და საქმე ისე ააწყო, რომ ყოფილი „სმერშელები“ მას საბჭოთა სტრუქტურების კონტროლში ეხმარებოდნენ...“
скачать dle 11.3