კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 დანდურის სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დანდური ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა და საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. გურიაში, როგორც სარეველა ბალახი, უხვადაა ბაღ-ბოსტნებშიც.
ბოლო პერიოდში, დანდურმა, ჯიჯილაყასთან ერთად, „ახალი სიცოცხლე“ ჰპოვა – მას გურიაში ძალზე ხშირად მიირთმევენ მხალის თუ მწნილის სახით. მხალეულის სახით მას ნიგოზით, ასევე, ზეთითაც ამზადებენ.
დანდურს აქვს დატოტვილი, ნახევრად მიწაზე გართხმული, ხორციანი ღეროები და ფოთლები, რომლის საკვებად გამოყენება კარგია, როცა ნორჩია.
დანდურის თესლი ძალიან მაგარია და 40 წლის განმავლობაში მთლიანად ინარჩუნებს დადებით თვისებებს. ამ მცენარეს ძლიერი და გასაოცარი თვისებები აქვს. მას იყენებენ იმუნიტეტის ასამაღლებლად და საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, დანდური A ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საბადოა. A ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობას და იცავს ორგანიზმს სიმსივნური დაავადებების განვითარებისგან.
დანდური შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც ანტიმუტაგენური და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვთ. ასევე მდიდარია C და B ჯგუფის ვიტამინებით, მდიდარია ნიაცინითა და რიბოფლავინით, კაროტინოიდებითა და, ასევე, მიკროელემენტებით, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, რკინა.
სამკურნალო თვისებების გამო დანდურს ძველთაგანვე გამოიყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს. ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივია ჭრილობის ან დაზიანებული კანის ჩამოსაბანი ნაყენი, რომელიც ასე უნდა მოვამზადოთ: ერთ ჩაის კოვზ დანდურის თესლს დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დავდგათ. გაგრილების შემდეგ გავწუროთ. ასეთი სითხით დაზიანებული ადგილები დღეში 3-4-ჯერ ჩამოვიბანოთ.
დანდურის თესლი შემოდგომაზე შეგიძლიათ აიღოთ და შეინახოთ. მართალია, ის საკმაოდ გავრცელებულ სარეველად ითვლება, მაგრამ შესაძლებელია, ხშირი გათოხნის შედეგად ნაკლებად შეგვხვდეს ან სულაც გადაშენდეს. ამიტომ სასურველია, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში „დანდურის კუთხე“ გვქონდეს.скачать dle 11.3