კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რა გაუგებრობაში აღმოჩნდნენ ანი ტყებუჩავა და გიორგი ჩიჩუა და რაზე უწევს უარის თქმა ანის ნინას გამო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„ჩცდ“-ის ახალ სეზონზე ნინა კვლავ აგრძელებს მკურნალობას. მისი როლის შემსრულებელმა, ანი ტყებუჩავამ ამ როლისთვის თმა გადაიპარსა, რამაც ძალიან შეცვალა. ამას დაემატა ისიც, რომ თხუთმეტი კილოგრამი დაიკლო, თუ როგორ – მისგან შეიტყობთ.
– წინა სეზონზე ნინას ხასიათის ცვლილებამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ბევრი ნეგატიური კომენტარი შემხვდა: როგორი ეგოისტია, საკუთარი თავის გარდა არავინ ახსოვსო.
ანი ტყებუჩავა: ეს გმირის შეფასებაა. მაყურებელი ბავშვივითაა: როგორც კი კარგს გააკეთებ, ყველა გიჟდება შენზე, მაგრამ თუ შეგეშლება, როგორც პერსონაჟს, მაშინვე ყველა გლანძღავს და ზოგი – ძალიან უტაქტოდაც. პრინციპში, ძალიანაც კარგი, ეს ხომ პირადად მსახიობებს არ ეხება. სასიამოვნოა, თუ ხედავენ, რომ ნინას საქციელი ეგოიზმია და ეგოიზმი კარგი არაა, ესე იგი, თვითონ არ მოვიქცევით ასე. ერთმა ძალიან საყვარელმა და ცნობილმა მსახიობმა მითხრა, არ მიკვირს მაყურებლის ასეთი დამოკიდებულება, ლონდონში არსებობს მსახიობის საფლავი, რომელიც მაყურებელმა მოკლა, როცა ის შექსპირის ერთ-ერთ გმირს ასახიერებდაო. რაც შეეხება ნინას, შეიძლება, მისი მსგავსი პრობლემები ბევრს აწუხებს, მაგრამ ამას ყველას წინაშე არ გამოხატავს. თუმცა ეს ფილმია და ყველაფერი გაშიშვლებული და გამძაფრებულია, რომ კარგად აღსაქმელი იყოს. მე მიყვარს ნინა და როგორც მსახიობმა უნდა გავამართლო მისი კარგიც და ცუდიც. ხშირად ყველაზე მეტად იმ ადამიანებს ვტკენთ გულს, ვისთვისაც ეს ყველაზე ნაკლებად გვინდა და ზუსტად ამ ადამიანებთან ვაძლევთ თავს უფლებას, ჩვენი გულწრფელი ემოციები გამოვხატოთ, თორემ სამსახურსა თუ სხვა ურთიერთობებში უფრო დელიკატურები ვართ. როცა ეს ყველაფერი საჯაროდ გამოგაქვს, უკვე სხვანაირად ჩანს და ასეა ნინას შემთხვევაშიც.
– თმის გადაპარსვასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
– ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი და როგორც მსახიობს, მომეცა საშუალება, რომ ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა ნინას ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. მგონი, ყველა ხედავს, რომ ამაში დიდი ტრაგედია არ არის. ესაა პირველი ვიზუალურად გამოხატული ბრძოლა ამ დაავადების წინააღმდეგ და ამიტომაც აღიქვამენ ამას ძალიან მძაფრად. სინამდვილეში, ადამიანს შინაგანად გაცილებით მძიმე ბრძოლის გადატანა უწევს, ვიდრე თმის გადაპარსვაა.
– აქამდეც გქონიათ თმის გადაპარსვის სურვილი?
– ბევრი ვიფიქრე, რამდენად მომეწონებოდა, როცა სარკეში ჩავიხედავდი, მეუღლეს რამდენად მოვაწონებდი და გადაცემაში როგორ გამოჩნდებოდა.  საკუთარი სურვილით ასეთ რისკს ვერ გავწევდი. იმიტომ, რომ წლებია ნინას ცხოვრებით ვცხოვრობ და ეს გმირი მოითხოვს გარკვეული წვრილმანების გათვალისწინებას.
– გავაგრძელოთ გარეგნობის ხაზი – დიეტა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნიუსია ბოლო პერიოდში...
– მართლა უამრავი ადამიანი მირეკავდა მეც და ჩემს მეგობრებსაც. ბედნიერი ვარ, რომ „სტოკჰოლმის დიეტა“ აღმოვაჩინე. მისი წყალობით, მშობიარობის შემდეგ თხუთმეტი კილოგრამი დავიკელი, დაახლოებით სამი თვე დამჭირდა ამისთვის. ეს დიეტა ყველას ინდივიდუალურად ერგება. მე ავუხსენი, დაახლოებით როგორი სიჩქარით მინდოდა დაკლება, როგორი გრაფიკი მაქვს, რა შემიძლია ვჭამო და რა არა, რისი მომზადება შემიძლია, რომელი პროდუქტებია უფრო მისაღები ჩემთვის და ისე შემიდგინეს რაციონი, რა თქმა უნდა, ჩემი ჰორმონებისა და ანალიზების გათვალისწინებით. უამრავი პოპულარული დიეტაა, რომელზეც ძალიან ბევრი გიჟდება, მაგრამ არავის ვურჩევდი ასეთ დიეტებს, ერთი კვირა მეც ვცადე და კინაღამ მოვკვდი. ერთი-ორჯერ საჭესთან რომ ვიჯექი, მართვა ვეღარ შევძელი, გავაჩერე მანქანა და თხუთმეტი წუთი ვცდილობდი, მესუნთქა და ძალები მომეკრიბა.  
– როგორია ყოველდღიური რაციონი და რა ეტაპებისგან შედგება?
– ესეც ინდივიდუალურია, მე დღის განმავლობაში ოთხჯერ ვჭამდი, დილის ათიდან საღამოს რვა საათამდე. სხვას შეიძლება სხვანაირად დასჭირდეს. მე მჭირდება, რომ ვიღაცამ დამიდგინოს გრაფიკი და რაციონი, ნერვები და ნებისყოფა არ მყოფნის, ამაზე თავად ვიფიქრო და სწორი და ჯანსაღი კომბინაციები ვარჩიო. ახლა მაქვს ოპტიმალური წონა, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს, მივირთვა ყველაფერი, რაც მინდა და ხანდახან, რაც არ შეიძლება – ისიც. თუმცა სულ ქაბაბსა და ხინკალს თუ ჭამ, რა თქმა უნდა, შედეგს ვერ მიიღებ. ოჯახიც გადავიყვანე ასეთ კვებაზე, უბრალოდ, მათი უფრო დიდი ულუფებია (იცინის). სხვათა შორის, უკვე ვგრძნობ, რომ იმუნიტეტი გამიძლიერა.
– მსახიობობის შემდეგ წამყვანის ამპლუა როგორ მოირგეთ?
– ძალიან განვიცდიდი და მეშინოდა, რადგან მე ჟურნალისტი არ ვარ. მირჩევნია, ვიწრო და სიღრმისეული განათლება მქონდეს, ვიდრე ყველაფერს მოვედო. მაგრამ ჩვენი საოცარი გუნდი და გიორგი ჩიჩუა, რომელიც არაჩვეულებრივი კოლეგა აღმოჩნდა, ძალიან დამეხმარნენ. კარგი გაგებით, ორივე გაუგებრობაში აღმოვჩნდით და მიხარია, რომ გამოგვივიდა.
скачать dle 11.3