კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ გახდა ნინი წიკლაური ნიუ-იორკში ცნობილი შოუს მომღერალი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

მომღერალი ნინი წიკლაური რამდენიმე წელია, ოჯახით ამერიკაში ცხოვრობს. მან ამ ხნის განმავლობაში არაერთი სირთულე გადაიტანა, თუმცა მეუღლესთან ერთად ნელ-ნელა ბევრი რამის დალაგება და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება შესძლო. დღეს მის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. რაც მთავარია, ის და თემო ტუღუში უსაყვარლეს ბიჭს, საბას ზრდიან.
ნინი წიკლაური: ორ წელიწადზე მეტია, რაც ამერიკაში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ახლანდელს ვერ შევადარებ იმ პერიოდს, რომელიც დასაწყისში, ამერიკაში ჩამოსვლისას გავიარეთ. ცხოვრების დაწყება, ზოგადად, რთულია და ეს არა მხოლოდ ამერიკაში, ალბათ, ევროპაშიც და საქართველოშიც ასე იქნება. მით უმეტეს, როცა ახლადშექმნილი ოჯახი გაქვს, ბავშვიც ახალი დაბადებულია. სიმართლე, რომ გითხრათ, ყველაზე მეტად გარემოსთან შეგუება გამიჭირდა. რთული იყო იმის კეთება, რაც არ ვიცოდი, მაგალითად, ბავშვის მოვლა და ამ ყველაფრის მარტო კეთება დავიწყე. კიდევ კარგი, თემო მყავდა გვერდში, არ ვიცი, მის გარეშე რა უნდა მექნა. თემომ დიდი როლი ითამაშა საბას გაზრდაში. თან, საბა რომ დაიბადა, სწორედ მაშინ ჩამოვიდა ამერიკაში. როცა საავადმყოფოში ვიწექი, ბავშვი ახალი დაბადებული იყო და თემო უვლიდა. ძიძებთან დიდ დროს ატარებდა, რომ ყველაფერი ესწავლა. შემდეგ თემოსგან მე ვისწავლე. თემოს ისიც კი შესთავაზეს, იმდენად კარგად უვლი ბავშვს, ნებისმიერი საავადმყოფო მიგიღებსო. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში თემომ ძალიან დიდი როლი ითამაშა და ერთად ყველაფრის გაკეთება შევძელით. ის მომენტიც რთული იყო, უცხო ქვეყანაში მეუღლესთან, შვილთან ერთად რომ დავიწყე ცხოვრება და პარალელურად სახლშიც ბევრი რამე მქონდა გასაკეთებელი. ნელ-ნელა საჭმლის მომზადებაც ვისწავლე.
– არ არის პრეტენზიული ადამიანი?
– არა, თემო საერთოდ არ არის პრეტენზიული. აქ ერთადერთი შემფასებელი მყავს და მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რამე არ მოსწონს, ახერხებს, ისე ლამაზად მომცეს შენიშვნა, რომ გული არ მატკინოს.
– შენიშვნებს შენც აძლევ?
– არა, ერთადერთი, მინდოდა, რომ სიგარეტის მოწევისთვის თავი დაენებებინა, ამ კუთხით გარკვეული აგრესიაც მქონდა. ამ ქვეყანას ახლავს დეპრესია და როდესაც მარტო ვიწყებდით ცხოვრებას, ამდენ პრობლემასთან ერთად, ისე ვიყავი გაღიზიანებული, რომ სიგარეტის სუნზე საშინელი აგრესია მქონდა. თან, ბავშვსაც აწუხებდა და ერთ დღესაც დაანება თავი. ეს იყო ჩემი ერთადერთი თხოვნა და გაითვალისწინა.
– უცხო ქვეყანაში წახვედი, ნულიდან დაიწყე ცხოვრება და პლუს, ისიც, რომ ოჯახიც ახალი შექმნილი გქონდა – ეს ყველაფერი იყო თქვენთვის ორმაგი სტრესი?
– კი. ახალი შეუღლებულები ვიყავით, შეგუების მომენტი გვქონდა. საქართველოში რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ ერთად, თან, იმ დროს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობდი და ტელევიზიაში ვათენ-ვაღამებდი. მე და თემო ისე ვატარებდით დროს, როგორც შეყვარებულები, ოჯახურად არ
გვიცხოვრია. თან, თემოს დედა სახლში ხელს არ მატოკებინებდა, ყველაფერს ის აკეთებდა. აქედან გამომდინარე, ერთმანეთთან შეგუების პროცესი ამერიკაში დავიწყეთ. ის დაგვეხმარა, რომ ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით, ვიცოდით რა მოგვწონდა, რა არ მოგვწონდა. მაგრამ ერთად ცხოვრება მაინც სხვა არის. თან, ჩემს სახლში მამაკაცს წლებია, არ უცხოვრია, რადგან მამა, ბაბუა ძალიან ადრე დავკარგე. ამის გააზრებაც მჭირდებოდა, სახლში რომ კაცი ცხოვრობს. თემო თავიდან ბოლომდე დამეხმარა. ძალიან კარგად გამიგო, მიხვდა, რა პრობლემების წინაშე დავდექი, როცა ოჯახი შევქმენი, ბავშვი გამიჩნდა. ჩემი მეორე ნახევარი ასეთი რომ არ ყოფილიყო, ვერაფერს გავაკეთებდი. მე და თემოს ამერიკაში დროც არ გვიტარებია, ერთად სადმე რომ წავსულიყავით, გვესეირნა, რადგან თანაცხოვრება ბავშვთან ერთად დავიწყეთ, ეს მომენტი გამოვტოვეთ. მაგრამ ახლა ყველაფერს ნელ-ნელა ვალაგებთ, გარკვეული პრობლემები გადავჭერით. ბინა შევიცვალეთ, მარტოები ვცხოვრობთ, მოვაწყეთ, რაღაცები შევიძინეთ... უკვე სტუმარიც შემიძლია მივიღო.
– როგორც ვიცი, შენს კარიერაშიც სიახლეებია, საკმაოდ დატვირთული ხარ.
– ამერიკაში არის პირველი ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, რომელსაც შორენა ბარბაქაძე და ვანო გოდერძიშვილი ხელმძღვანელობენ, შემომთავაზეს, რომ ვოკალური სტუდია გამეკეთებინა. ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება მქონდა და სიხარულით დავთანხმდი. გავაკეთე სტუდია „ციცინათელა“, სადაც კვირაში ორჯერ მაქვს გაკვეთილები. დიდ შრომას ვდებ ბავშვებში და ვცდილობ, ქართულ გვარს რომ ატარებენ,  ქართულად კარგად იმღერონ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად კარგად ვერ საუბრობენ. ისეთი ქართული სიმღერები, ქართველი კომპოზიტორები იციან, რომ შეიძლება, საქართველოში არ იცოდნენ. მზად ვარ, სრულიად უსასყიდლოდ ვემსახურო ქართველებს, რომელთა შვილებსაც სიმღერის მონაცემები აქვთ. სახლშიც კერძოდ ვამზადებ ბავშვებს. საბაც სულ თან დამყავს, ჩემს გაკვეთილებს ესწრება. ამ ყველაფრის პარალელურად, ვმუშაობ რესტორან „პასაჟში“, რომელსაც ქართველი მეპატრონე ჰყავს და მომუშავე პერსონალის უმეტესობა ქართველია. უზარმაზარი სცენაა, პროფესიონალური განათება და შაბათობით შოუები იმართება. მასზე დასასწრებად ხალხს თვეებით ადრე უწევს ადგილის დაჯავშნა. მე ერთ-ერთი მომღერალი ვარ და სხვა სიმღერებთან ერთად ქართულ სიმღერასაც ვასრულებ. ამ შოუში ერთადერთი ქართული სიმღერა ჟღერდება და მასაც მე ვასრულებ. იმხელა აპლოდისმენტები მოჰყვება ხოლმე, თან ჩემი შექმნილი სიმღერაა და ეს კიდევ უფრო სასიხარულოა. რესტორანი თვითონ არ არის ქართული, რუსულ-ევროპულია. გვყავს მოცეკვავეთა დასიც, ქართველი ბიჭები, საოცრება ყოველ შაბათს ხდება. ძირითადად უცხოელები მოდიან, ასევე ქართველებიც. თეატრალური შოუა და სპეციალურად იქმნება კოსტიუმები. საოცარი განათებაა. ძალიან დიდი ინტერესია და სხვა შტატებიდანაც ჩამოდიან. მიხარია, რომ ერთადერთო შოუა ნიუ-იორკის ტერიტორიაზე, სადაც ქართულ ენაზეა სიმღერა.

– ოდესმე გინანია ამერიკაში წასვლა?

– არასდროს მინანია, უბრალოდ, ამ ყველაფრის დაწყება არარეალურად მიმაჩნდა. მაგრამ შევძელით და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოვახდინეთ. უპირველეს ყოვლისა, თემო დამიდგა გვერდში. რაც მთავარია, მჯეროდა, რომ გამომივიდოდა. არ გამოვიდოდა და უკან დავბრუნდებოდი. მიხარია, რომ თემოც ნორმალურ სამსახურში მუშაობს. ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ბევრ ფულს ვშოულობთ, მაგრამ ნელ-ნელა ვაწყობთ ცხოვრებას. ის, შემოსავალი, რაც გვაქვს, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი პატარ-პატარა ოცნებები ავისრულოთ, საკუთარ თავს იმის უფლება მივცეთ, რის უფლებასაც მანამდე არ ვაძლევდით.
– კიდევ ერთი სიახლე გაქვს: „სლავიანსკი ბაზრის“ ჟიურის წევრი ხარ.
– ნიუ-იორკში 24 მარტს „სლავიანსკი ბაზრისთვის“ (ინტერვიუ ჩაწერილია 21 მარტს – ავტორი) პრექასთინგი გაიმართება. ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად ტარდება შესარჩევი კონკურსი და ჟიურის ერთ-ერთი წევრი მე ვარ. მასში მონაწილეობენ როგორც ბავშვები, ასევე უფროსებიც. ბევრი ქართველი მონაწილეობს და მინდა, რომ მათ ჰქონდეთ შანსი და იცოდნენ, რომ ჟიურიში ზის ნინი წიკლაური, რომელიც მათ მხარეს იქნება. ძალიან გამიხარდა, როდესაც დამიკავშირდნენ და ჟიურის წევრობა შემომთავაზეს. მესიამოვნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბევრი მუსიკოსია, ჩემზე გააკეთეს არჩევანი და საშუალება მექნება, რომ ამერიკიდან „სლავიანსკი ბაზარზე“ კარგი მონაწილე შევარჩიო. თუ ქართველი იქნება, კიდევ უფრო მეტად გამიხარდება. გარდა ამისა, მაჯილდოვებენ ქართული კულტურის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სადაც  ამერიკისა და საქართველოს ჰიმნები უნდა შევასრულო.
скачать dle 11.3