კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ლაშა თურქიაშვილი – აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის აბდომინური ქირურგიის განყოფილების წარმატებებზე

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთი ძლიერი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში. წარმატებული ონკოლოგი, აბდომინალისტი – ლაშა თურქიაშვილი ცენტრის  აბდომინური ქირურგიის განყოფილების მუშაობის, მკურნალობის ტაქტიკისა და ოპერაციების  ტიპების შესახებ მოგვიყვება.
ლაშა თურქიაშვილი:  განათლების ყველა საფეხური საქართველოში გავიარე და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა დროს  სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავი. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ექიმებად ვყალიბდებოდით საქართველო ტექნოლოგიურად ბევრად ჩამორჩებოდა მსოფლიოს და სწორედ ამიტომ გვჭირდებოდა ხოლმე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ ვიზიტები. ზოგადად, ვფიქრობ, თუ პიროვნება მონდომებულია, საქართველოში საკმაოდ კარგი სკოლა შეიძლება, გაიაროს. მე გამიმართლა, კარგი მასწავლებლები მყავდა და თავიდანვე ძალიან კარგ კლინიკებში მოვხვდი.
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრისგან მივიღე შემოთავაზება და სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან დღეს ონკოლოგიაში და მით უმეტეს, აბდომინურ ონკოლოგიაში თუ სადმე რამის გაკეთება და წარმატების მიღწევა შეიძლება, ერთ-ერთი ეს ცენტრია. აქ ონკოლოგიური პაციენტისთვის საჭირო კვლევა და მკურნალობის ყველა მეთოდი ერთ ადგილას არის თავმოყრილი, რაც ვფიქრობ, ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც ძალიან კომფორტულია. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს დარგს, ყველანაირი პირობა მაქვს შექმნილი, რომ წარმატებით ვიმუშაო და არა მხოლოდ ურთიერთობების და თანამშრომლების მხრივ, არამედ იმ ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისითაც, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს პასუხობს. თოდუას სამედიცინო ცენტრის ბევრ თანამშრომელს მსოფლიოს წამყვანი კლინიკები ინატრებდა.
– როგორ დაახასიათებთ  ფრიდონ თოდუას  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აბდომინური ონკოლოგიის დეპარტამენტს?
– ჩვენი განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც პასუხობს დღეს არსებულ მსოფლიო გამოწვევებს და სრულიად შეესაბამება მათ მოთხოვნებს.  ენდოლაპარასკოპიული ოპერაციები ხორციელდება STORZ-ის უახლესი თაობის ქირურგიული ნაკრებით. ულტრაბგერითი სკალპელი HARMONIC საშუალებას იძლევა, რთული ქირურგიული მანიპულაციები მინიმალური დანაკარგითა და ქსოვილების მაქსიმალურად მცირე დაზიანებით შესრულდეს. გვაქვს მონოპოლარული რადიოსიხშირის აბლაციის აპარატი – RITA, რაც გავრცელებული ონკოსნეულებების მკურნალობის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია. საჭიროების შემთხვევაში, მუცლის ღრუს ინტრაოპერაციული კვლევა SIEMENS-ის წარმოების უახლესი რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური აპარატებით ხორციელდება.
– რა ტიპის ოპერაციები კეთდება თქვენთან?
– აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტებითა და უახლესი ტექნიკური აღჭურვილობით დაკომპლექტებული აბდომინური ონკოლოგიის დეპარტამენტში პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა და ქირურგიული ჩარევის ჩვენება  მულტიდისციპლინური გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად წყდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ონკოქირურგები, კლინიკური ონკოლოგები, რადიოლოგები და რადიაციული თერაპევტები.
დეპარტამენტში ტარდება ყველა მასშტაბისა და სირთულის ოპერაციები როგორც ონკოლოგიური პათოლოგიის შემთხვევებში, ასევე კეთილთვისებიანი პროცესებისა და კიბოსწინარე დაავადებების დროს: საყლაპავზე, კუჭზე, წვრილ ნაწლავზე, კოლინჯზე და სწორ ნაწლავზე. ხორციელდება ორგანოშემანარჩუნებელი და რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ოპერაციები.
ასევე, ტარდება ოპერაციები ღვიძლზე, პანკრეასზე, რეტროპერიტონული სივრცის სიმსივნეებზე. ოპერაციები – მცირე მენჯის ქირურგიული დაავადებების
შემთხვევაში.
– როგორი შედეგები გაქვთ ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში?
– საერთაშორისო სტატიებსა და რეკომენდაციებს თუ გადავხედავთ არ ჩამოუვარდებით იმ შედეგებს, რასაც საერთაშორისო რეკომენდაციების სახით ვეცნობით.
– პრევენციისთვის რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
– ყველაზე კარგი პრევენციაა დროული მიმართვა ექიმისთვის, სირაქლემის პოზიციაში ყოფნა არავის არგებს. ხშირად უყურადღებოდ ვტოვებთ ჩვენს ორგანოს, რომელიც გველაპარაკება, გვაწუხებს და ამით სიგნალს გვაძლევს, რომ რაღაც უჭირს. ადამიანებმა  უნდა ისწავლონ საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარული და თუ საკუთარ თავს შევიყვარებთ, აუცილებლად მოგვინდება, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. ჩვენით არ უნდა ვწყვეტდეთ თუნდაც ბანალური დიეტის საკითხს, ამაშიც სპეციალისტს უნდა მივმართოთ, ზუსტად  უნდა ვიცოდეთ, რას რის ხარჯზე ვიკლებთ. საჭიროა ეს კულტურა გამოვიმუშაოთ, რისთვისაც  საჭიროა, რაც შეიძლება მეტი შემეცნებითი გადაცემა იყოს ჩვენს ტელესივრცეში.
– პაციენტებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევით.
– ადამიანებთან და მით უმეტეს, პაციენტებთან ურთიერთობა ნამდვილად არ მიჭირს. ამ პროფესიის არჩევის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ხელში აღებული სამედიცინო იარაღი, არამედ ექიმის დამოკიდებულება არის ერთ-ერთი წამალთაგანი, რომელიც რგებს პაციენტს.
P.S. შეიყვარეთ თქვენი თავი და მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

скачать dle 11.3