კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ბრძნული აზრები

მანერჰეიმი: თავდაცვაში უზარმაზარი თანხის დახარჯვამდე ხალხს ცხოვრების ისეთი პირობები უნდა შეუქმნათ, რომლის დაცვის სურვილიც მათ ექნებათ.
ჩაპლინი: სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია, არასოდეს იცინის, როცა ვტირი.
ჟვანეცკი: აზროვნება რთულია, ამიტომ უმრავლესობა მხოლოდ განსჯის.
ლაო ცზი: მე არ მწყინს, როცა ადამიანებს ჩემი არ ესმით, მე მწყინს, როცა მე არ მესმის მათი.
კონფუცი: წვრილმანებში თავშეკავებულობა დიდ საქმეს დაღუპავს.
შამფორი: დიდ საქმეებში ადამიანები გამოიყურებიან ისე, როგორიც არ არიან, პატარა საქმეებში კი –  როგორიც არიან.
ჰიუგო: უბედურია ის, ვისაც უყვარს სხეული, ფორმები, შეხედულება. სიკვდილი ართმევს მას ყველაფერს. ეცადეთ, გიყვარდეთ სულიერება და თქვენ იპოვით ბედნიერებას.
რილკე: კითხვით უნდა იცხოვრო. შესაძლოა, ერთ შორეულ დღესაც თანდათანობით აღმოაჩინო, რომ პასუხი იპოვე.
ნიცშე: ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად.
ოთარ ჭილაძე: ქართველი ხალხი კი არ არის ასეთი ბნელი, არამედ ბნელი, უვიცი, ხარბი და სულგაყიდული პიროვნებები ამოატივტივა დრომ ცხოვრების ზედაპირზე. რატომღაც ისინი წარმართავენ ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთმენაა მხოლოდ.
დოსტოევსკი: ის, ვინც ხშირად იტყუება, ვეღარ ხედავს სიმართლეს საკუთარ თავში ან მის გარშემო და საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების პატივისცემას კარგავს. ის, ვინც პატივისცემას კარგავს, კარგავს სიყვარულის უნარს.
ვოლტერი: ადამიანი მძიმე დღეებს ითვლის, ბედნიერ დღეებს – არასოდეს.
ილია: წარმატება შენს მიწაზე მყარად დგომაა.
ვოვენარგი: ბევრი უყურებს ღმერთს, როგორც მოსამსახურეს, რომელიც მოვალეა, მათთვის შავი სამუშაოები აკეთოს.
ემეცი: რომ ამოყვინთო, მინიმუმ, უნდა იცოდე, რომ იხრჩობი, მანამ ადამიანი არ გაიგებს ამის მიზეზს და არ მოიშორებს იმ ზედმეტს, რაც ფსკერისკენ ექაჩება.
იურსკი: მოხდა უდიდესი გარდაქმნა – ხელოვნება გათავისუფლდა მაყურებლისგან.
ჩესტერტონი: მთავარი ის კი არაა, წესები დავიცვათ, არამედ პასუხისმგებლობები რომ შევასრულოთ.
ტოლსტოი: ახალგაზრდობაში ვცხოვრობთ იმისთვის, რომ გვიყვარდეს, ხოლო სიბერეში გვიყვარს იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ.
მოლიერი: ზოგს ჰგონია, რომ თუ ქალი ჩუმად არის, მას პრობლემები აქვს. სინამდვილეში, როდესაც ქალი ხმას არ იღებს, პრობლემები თქვენ გაქვთ.скачать dle 11.3