კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ზოგადად, არ მაქვს დამღლელი სამუშაო, მაგრამ ბევრი მეუბნება, დაღლილი სახე გაქვსო. შეიძლება, ეს არასწორად გაკეთებული მაკიაჟის ბრალი იყოს?
პასუხი:
რასაკვირველია, შეიძლება. თუ მაკიაჟს არასწორად იკეთებთ, ის დაღლილ სახეს და გამომეტყველებას აჩენს. გირჩევთ, სახე ერთ ტონში არ შეიღებოთ და ოდნავ მაინც გამოკვეთოთ წარბები, თვალები, ლოყები და ტუჩები. მიუხედავად იმისა, რა ფერის კორექტორს ისვამთ, ძალიან მუქს თუ ძალიან ღიას, თქვენთვის შეუსაბამო ფერი უფრო დაღლილს გამოგაჩენთ. მაკიაჟი აუცილებლად კარგ განათებაზე უნდა გაიკეთოთ, სასურველია, ბუნებრივ შუქზე.
კითხვა: რა არის თვალის ბაზისი და აუცილებელია თუ არა მისი გამოყენება?
პასუხი:
თუ მუქ ჩრდილებს ხმარობთ, თვალის ბაზისი აუცილებელი კომპონენტია, რათა ფერი არ გაიდღაბნოს და ქვემოთ არ ჩამოვიდეს.
კითხვა: საკმაოდ უფერული და ცხიმიანი სახის კანი მაქვს და ამის გამო, ბევრ პუდრს ვხმარობ. თუმცა, დიდად არ მომწონს, რადგან სახის კანს გამომშრალ ეფექტს აძლევს. რას მირჩევთ?
პასუხი:
გეთანხმებით, ზედმეტი პუდრი მშრალი კანის ეფექტს იძლევა. სჯობს, გამოიყენოთ გამჭვირვალე პუდრი, რომელიც ბზინვარებას მოგაშორებთ და სახეზე კარგად გადანაწილდება.

скачать dle 11.3