კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა თბილისში 2007 წლის 24 იანვარს, 14 საათსა და 45 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიებია მისთვის წარმატებების მომტანი, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის სასურველი ქორწინება და რომელთან – განსაკუთრებულად საფრთხილო. ასევე, მაინტერესებს, რომელი ქვეყნებია მისთვის სასურველი?
პასუხი:
მისი კარმული მისიაა, იყოს პატრიოტი, პატივი სცეს წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს. ასევე, დაამყაროს სტაბილური ურთიერთობები საოჯახო, სანათესაო წრეში. სადაც შევა, შეიტანოს ჰარმონია, სიმშვიდე და არა აგრესია და დეპრესია. გამოავლინოს დიპლომატია ურთიერთობებში, დაეყრდენოს ინტუიციას, ხარჯოს ფული ყაირათიანად. საქმეში გამოავლინოს ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მოთმინება, ნებისყოფა და დისციპლინა. ამ თვისებების გამოვლენით, მომავალში კოსმიურ მისიასაც შეასრულებს და ცხოვრებაში წარმატებასაც მიაღწევს. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგია და წარმატებების მომტანი: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმიანობა, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, გასართობი სფერო, ხელოვნების ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა. სასურველია ქორწინება კუროს, ტყუპების და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან. მოერიდოს მშვილდოსნის, ქალწულის, მერწყულის და ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. უცხოეთიდან კი, მისაღებია შემდეგი ქვეყნები: გერმანია, იაპონია, საბერძნეთი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, იტალიის დასავლეთი მხარე, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატი და ავსტრია.
კითხვა: დავიბადე 2004 წლის, 27 თებერვალს, დღის 12 საათზე. რომელი პროფესიები იქნება ჩემთვის წარმატებების მომტანი და რომელ უცხოეთის ქვეყნებს მირჩევთ სასწავლებლად?
პასუხი:
თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, სპორტი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საგამომგონებლო და საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი სფერო, სოციოლოგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებშიც: პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია. უცხოეთიდან კი კარგია: ირლანდია, უკრაინა, პოლონეთი, კვიპროსი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, არგენტინა, გერმანია, ნორვეგია, შვედეთის დასავლეთი მხარე, უნგრეთი.
კითხვა: დავიბადე 1962 წლის 19 ნოემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე და რა გავითვალისწინო, რომ მეტად გამიმართლოს ცხოვრებაში? ასევე, მაინტერესებს, რომელი ასტროლოგიური ქვები ვატარო ხშირად?
პასუხი:
რაც შეეხება კარმულ მისიას, გეტყვით, რომ თქვენ უნდა გახდეთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული. ასევე, უნდა იყოთ ფულის ყაირათიანი მხარჯველი, მარტოხელა მებრძოლი, საქმისადმი უნდა გამოიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და სერიოზულად მიუდგეთ მას. ასევე, აუცილებელია, რომ იყოთ ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოთ. ცხოვრებაში იმოქმედეთ პრინციპით: „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, ანუ იყავით მეტად ფრთხილი და დაფიქრებული. გახადეთ სტაბილური თქვენი ცხოვრება. ამ თვისებების გამოვლენით, თქვენ დადგებით სწორ ევოლუციურ გზაზე და შეასრულებთ თქვენს კოსმიურ-კარმულ მისიასაც. თქვენთვის კარგია შემდეგი ასტროლოგიური ქვების ტარება: აქატი, ფირუზი, მალაქიტი, ოპალი, ოქროსფერი ტოპაზი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, გიშერი, მარჯანი.
скачать dle 11.3