კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ შეასუსტებინა ლავრენტი ბერიამ „ნატოს“ ბლოკს საბჭოეთზე ზეწოლა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების ბურჯი იყო და, ამდენად, მას საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე განუზომელი დამსახურება აქვს. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ტიმოფეი კალინინი წერს: „ლავრენტი ბერია საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ მას (ბერიას) არანაკლები წვლილი მიუძღვის საბჭოთა ქვეყნის სიძლიერეში და ამით თვით სტალინსაც არ ჩამოუვარდება... თავისი ნიჭის წყალობით, ბერიამ სტალინის დიდი ნდობა მოიპოვა. ასეთმა ნდობამ მას უდიდესი გავლენა შესძინა სახელმწიფოში და ამ ყოველივემ უშრეტ ენერგიასა და გონიერებასთან ერთად, ლავრენტი ბერია უმნიშვნელოვანეს ადამიანად გადააქცია. საზღვარგარეთ გაქცეული, სტალინის ეპოქის პარტმუშაკი აბდურახმან ავტორხანოვი წერდა: „სტალინმა ბერიას იმდენი საქმე „აჰკიდა“, რომ არამც თუ ყველა, ერთ-ერთი მათგანის სრულფასოვნად შესრულებაც კი უდიდეს ძალისხმევასა და შნოს მოითხოვდა. თუმცა, ბერიამ ყველა დავალებული საქმე ბრწყინვალედ, უნაკლოდ შეასრულა და ამაში მას დიდი სატანური გონება და დემონური ენერგია ეხმარებოდა...“ დაასრულა რა ბერიამ ატომური პროექტის პირველი ეტაპი და ქვეყანამ თერმობირთვული სტატუსი შეიძინა, მარშალი ბერია წყალბადის ბომბის გაკეთებაზე გადაერთო და პარალელურად კი, რა თქმა უნდა, სტალინის უშუალო მითითებით, თავდაცვის პროგრამა „პატრიოტის“ შემუშავებას შეუდგა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ნატოს“ ბლოკი ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა სტალინს და ის ამიტომ აჩქარებდა ბერიას ატომური ბომბის დამზადებას. ბომბი რომ მოვიპოვეთ, სტალინმა ბერიას უკვე ატომურ ბომბებზე აწყობილი თავდაცვის სისტემის შექმნა დაავალა  და ასე შეიქმნა „პატრიოტი“. საიდუმლო საბუთებში მას ასე ეწოდებოდა: „საბჭოთა კავშირის აქტიური სამხედრო თავდაცვის პროგრამა – „პატრიოტი“. ამ პროგრამის მიზანი იყო ისეთი სამხედრო-სტრატეგიული ბალანსის შექმნა, რომ საბჭოთა კავშირს მეტი თუ არა, თანაბარი სამხედრო ძალა ჰქონოდა „ნატოს“ წევრ, ერთად აღებულ თორმეტივე დამფუძნებელ ქვეყანასთან შედარებით. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ატომური დაპირისპირების შემთხვევაში, „ნატოში“  შემავალ თითოეულ ქვეყანაში იმდენი რაოდენობის ატომური ბომბი უნდა ჩამოვარდნილიყო, რაც ამ ქვეყნების პარალიზებას მოახდენდა. ბერიამ, რა თქმა უნდა, სპეციალისტების ჯგუფთან ერთად (მათში მეც შევდიოდი) შეიმუშავა „პატრიოტის“ დოქტრინა, რაც ისეთი შთამბეჭდავი რამ გამოვიდა, რომ თავად ლავრენტი პავლოვიჩმა იხუმრა: მეგობრებო, ამ დოკუმენტს რომ ვკითხულობ, შიში მიპყრობს იმ ქვეყნების გამო, ვისაც, საჭიროების შემთხვევაში, თავს უნდა დავატყდეთო. შიშისა და ძრწოლის მომგვრელი კი ამ დოკუმენტში ნამდვილად იყო. „პატრიოტის“ მიხედვით, თუკი „ნატო“ შემოგვიტევდა, ათ ევროპულ ქვეყანაში (მათ შორის დიდ ბრიტანეთში) იმდენი ატომური ბომბი უნდა ჩამოგვეყარა და ჩვენ ამის რეალური რესურსი უკვე მაშინ გვქონდა, რომ ამ ქვეყნების მთელი ეკონომიკური პოტენციალი განადგურებულიყო, ამასთან, მათი ტერიტორიების 25 პროცენტი საცხოვრებლად უვარგისი გახდებოდა, მათი მოსახლეობიდან კი მხოლოდ ათი პროცენტი დარჩებოდა ცოცხალი და მათგან ნახევარი რადიაციით  იქნებოდა დაავადებული. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კარგი დღე არც ამერიკა-კანადას დაადგებოდა – მათი ტერიტორიების 30 პროცენტი განადგურდებოდა, მოსახლეობის 35 პროცენტთან ერთად...“
 პროგრამა „პატრიოტი“ მხოლოდ ქაღალდზე კი არ  იყო საშიში, არამედ რეალობაშიც. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 1950-1952 წლებში საბჭოთა სამხედრო მრეწველობა 20 პროცენტით გაიზარდა და ისეთი სარაკეტო-რეაქტიული სისტემები შეიქმნა, რაც საჭიროების შემთხვევაში, სრულიად უზრუნველყოფდა „პატრიოტის“ ამოქმედებას. ხოლო, როცა ყველაფერი მზად იყო, ბერიამ საქმეში თავისი სუპერრეზერვის კრეატიული უნარი გამოიყენა... პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „როდესაც პროგრამა „პატრიოტი“ სრულ მზადყოფნაში იყო და ამ სისტემას ნახევარი მსოფლიოს განადგურება შეეძლო, ბერიამ, ეგრეთ წოდებული, სამსახურებრივი მოხმარებისთვის საიდუმლო დოკუმენტური ფილმი გადაგვაღებინა. ფილმი ოცწუთიანი იყო და როგორც პროექტს, მასაც „პატრიოტი“ ერქვა. მასში კინოს ხერხების მეშვეობით ნაჩვენები იყო, თუ როგორ გასწორდებოდა მიწასთან „ნატოს“ დამფუძნებელი ათი ევროპული ქვეყანა. ფილმს, რა თქმა უნდა, თან ერთვოდა შესაბამისი სტატისტიკა, რომელსაც დიქტორი კითხულობდა. არსებობდა ამ ფილმის ორიგინალი და ათი ასლი. ერთ-ერთი ასლი სულ მალე ნორვეგიაში მოხვდა და სამთავრობო წრეებში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ „ნატოს“ საგანგებო-საიდუმლო სხდომა ჩატარდა, სადაც ეს ფილმი უჩვენეს. მოგვიანებით, როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებდა, ამ საიდუმლო სერობაზე ყველა ამერიკის წარმომადგენელს დააცხრა თავზე. ისინი შეერთებულ შტატებს ბლოკის დაშლით დაემუქრნენ, თუკი ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირზე ზეწოლას არ შეანელებდა. ორდღიანი კამათი ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა და ამერიკის სუპერაგრესიული პოლიტიკა ჩვენ მიმართ შერბილდა. ფილმის გაუჩინარება კი ბერიას დავალებით ჩვენმა დაზვერვის უწყებამ განახორციელა და დიდი ეფექტიც იქონია...“
სუდოპლატოვის მიერ მოყოლილი ისტორია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ლავრენტი ბერიას მიერ განხორციელებული ქმედების დიდ მნიშვნელობას საბჭოთა ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში, რაც სამწუხაროდ, ბოლომდე სათანადოდ არაა დაფასებული“.
скачать dle 11.3