კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№13 სტალინის მიბაძვით შექმნილი განკარგულება ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე მოქმედებს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მავანთა მტკიცება, რომ  თითქოს სტალინი არად აგდებდა თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა. სინამდვილეში კი სრულიად საპირისპირო ირკვევა... პროფესორი ინოკენტი ლისოვსკი წერს: „ცრუ აზრი, რომ თითქოს სტალინი ადამიანების სიცოცხლეს არად აგდებდა, პირველად ლევ ტროცკის პასკვილებში გაჩნდა. შემდგომ კი მეორე მსოფლიო ომმა გაამყარა, რომელშიც ოცი მილიონი საბჭოთა ადამიანი დაიღუპა. 1946 წელს ამ აზრს უკვე რიგი კაპიტალისტური ქვეყნების მოწინავე ჟურნალ-გაზეთები ამკვიდრებდნენ, წერდნენ: „საბჭოთა კავშირმა ჰიტლერული გერმანია ანგლო-ამერიკული დახმარებითა და სტალინის დაუნდობლობით დაამარცხა, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეაწყვიტა ჰიტლერს და კიდევ უფრო მეტი საბჭოელი დაეცემოდა ბრძოლის ველზე, ფაშისტებს ტყვიები რომ არ გათავებოდათო...“ დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხმა, რა თქმა უნდა, უდიდესი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ აბსოლუტური ტყუილია, რომ თითქოს სტალინმა ისინი (ხალხი) ბრმა იარაღად გამოიყენა. ჯერ ერთი, რომ საბჭოთა მებრძოლები მართლაც გააფთრებულები, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ეომებოდნენ ფაშისტებს, რადგან გათავისებული და შესისხლხორცებული ჰქონდათ, რომ ჰიტლერის გამარჯვება მთელი საბჭოეთის ხალხების განადგურებას უდრიდა და ისინი ასეთი თავდადებით თავიანთ ოჯახებს, ერსა და სახელმწიფოს იცავდნენ. სტალინს კი არასდროს გაუწირია თავისი მებრძოლები, ფრონტზე თითოეული ნაბიჯი გათვლილი იყო და უაზროდ მტრისთვის არცერთი ბრძოლა არ გაუმართავს. არ არსებობს არცერთი სამხედრო ოპერაცია, რომელიც ამ აბსურდს დაადასტურებს. პირიქით, მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ყოფილა მომენტები, როდესაც მხედართმთავარი გიორგი ჟუკოვი ამა თუ იმ წარმატების მისაღწევად დიდმსხვერპლიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავდა, სტალინმა კი გააუქმა. ამგვარი სიტუაცია შეიქმნა ბერილინის აღების ოპერაციის დაგეგმვის დროსაც. ჟუკოვმა სტალინს ისეთი მასიური შეტევითი მანევრის განხორციელება შესთავაზა, რომლის დროსაც მილიონამდე  ჯარისკაცი დაიღუპებოდა. სტალინმა კი ეს გეგმა კატეგორიულად უარყო და თავისი მოსაზრებები წარუდგინა, რაც გაითვალისწინეს და ბერლინის აღების ოპერაცია ბევრად ნაკლები მსხვერპლით ჩატარდა, ვიდრე ამას გიორგი ჟუკოვი აპირებდა. სახელგანთქმული საბჭოთა მხედართმთავარი, მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი ყვებოდა: „სტალინის მოტყუება შეუძლებელი იყო, მას ვერაფერს გამოაპარებდი. ის (სტალინი) ნამდვილი უმაღლესი მთავარსარდალი იყო და სამხედრო ხელოვნების ყველა ნიუანსში უზადოდ ერკვეოდა. ბერლინის ოპერაციის დაგეგმვისას, მარშალი ჟუკოვი სწრაფი გამარჯვების, პირველობის დაუოკებელი წყურვილით იყო შეპყრობილი და ისეთი დიდი, მაგრამ არასაჭირო მანევრის გაკეთებას გეგმავდა, რომ მართალია, ბერლინს ოთხიოდე დღეში აიღებდა, მაგრამ მილიონამდე საბჭოთა ჯარისკაცს დააწვენდა ფაშისტური რაიხის დედაქალაქის მისადგომებთან. სტალინმა ყურადღებით მოისმინა ჟუკოვის გეგმა და ცოტა ხნით ჩაფიქრდა. აშკარა იყო, რომ გეგმას აანალიზებდა. შემდგომ კი უთხრა:
– გეგმა ყოვლად მიუღებელია. ამხანაგო ჟუკოვ, თქვენს გეგმას თუ განვახორციელებთ, მართალია, ბერლინს ოთხ დღეში ავიღებთ, მაგრამ ამას რვაასი ათასზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი შეეწირება. ასე არ ივარგებს. მე თითოეული საბჭოთა მოქალაქე მით უმეტეს, მებრძოლი, ძალიან ძვირად მიღირს და ასეთ საშინელებას ვერ დავუშვებ. გეტყობათ, არ გსმენიათ ნაპოლეონის ცნობილი სიტყვები.
– რომელი სიტყვები, ამხანაგო სტალინ? – შეჰბედა ჟუკოვმა.
– მეთაური, რომელიც თუნდაც ერთ თავის ჯარისკაცს უაზროდ, გაუმართლებლად გაწირავს, იმ გაწირულს უნდა მიაყოლოო, – სტალინმა ციტირება მოახდინა. პაუზა გააკეთა, ჟუკოვს მწველი მზერა მიაპყრო და დაამატა, – ნაპოლეონი ერთ ჯარისკაცს გულისხმობს, თქვენ კი მილიონამდე საბჭოთა მებრძოლის უაზროდ გაწირვას მთავაზობთ!..
ჟუკოვი უხმოდ, თავჩაღუნული იდგა...“
სტალინი რომ თავის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ომის მონაწილეებზე, ზრუნავდა, მოწმობს ის უამრავი შეღავათი, რაც მათ და მათი ოჯახის წევრებს ჰქონდათ დაწესებული. „ცივი ომის“ პერიოდში კი საბჭოთა ბელადმა იმ დროისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და გამოსცა განკარგულება სახელწოდებით: „საბჭოთა კავშირის მოქალაქეების დაცვის შესახებ“. სტალინის ამ განკარგულების შესაბამისად, ყველა საბჭოთა მოქალაქეს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში იცავდა საბჭოთა სახელმწიფო. ამ განკარგულების უზრუნველსაყოფად კი შეიქმნა სპეციალური სამსახური და ის სტრუქტურულად უშიშროებას დაექვემდებარა. მის შემადგენლობაში ძირითადად იურისტები შედიოდნენ. სწორედ მათ ევალებოდათ იურიდიული დახმარების აღმოჩენა გასაჭირში ჩავარდნილი (ძირითადად ციხეში მოხვედრილი) საბჭოთა მოქალაქეებისთვის. იურისტ-ადვოკატების მოვალეობა იყო, მოლაპარაკებოდნენ ადგილობრივ მთავრობას და მიეღწიათ შეთანხმებისთვის პატიმარი საბჭოთა მოქალაქის სამშობლოში ექსტრადიციის თაობაზე. ხოლო თუ უარს მიიღებდნენ, მაშინ საქმეში სპეცჯგუფი ერთვებოდა, რომ საბჭოთა მოქალაქე სამხედრო ოპერაციის ჩატარების მეშვეობით გამოეხსნათ... 1948-1953 წლებში სტალინის ამ განკარგულების შესაბამისად 160 მოქალაქე იქნა საზღვარგარეთიდან ექსტრადირებული, 37 კი „ჩეკისტებმა“ სპეცოპერაციის მეშვეობით გამოიხსნეს... სწორედ სტალინის ამ განკარგულების ანალოგიური კანონი (ოდნავი სახეცვლილებით) აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც დღემდე მოქმედებს.“
скачать dle 11.3