კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 სასარგებლო პიტნა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

პიტნის ფოთლების ეთერზეთისგან პრეპარატი მენთოლი მიიღება, რასაც ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტიკური და ანტისეპტიკური თვისებები აქვს, ასევე, ხელს უწყობს კორონარული სისხლძარღვების რეფლექტორულ გაგანიერებას. მენთოლის მიღება რეკომენდებულია სტენოკარდიის, კუჭის ტკივილის დროს.
 პიტნა კარგად ადუნებს ადამიანის ორგანიზმს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.  მისი ნაყენი, ნახარში ან პიტნის ჩაი წარმატებით გამოიყენება უძილობასთან ბრძოლისთვის. ნევრალგიების, კბილის ტკივილისას, სტენოკარდიისას, ის გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. სასუნთქი გზების დაავადებების, ბრონქიტისა და ბრონქოეგზატების დროს პიტნას გარეგანად იღებენ.  პიტნის ნაყენი ეფექტურია ართროზის, რევმატული ტკივილებისა და კანის ანთებითი პროცესების დროს.
პიტნის ფოთლების ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება როგორც გულისრევის და პირღებინების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ ყველა სახეობის პიტნას იყენებენ. ზოგჯერ უპირატესობას ანიჭებენ ველურად გაზრდილ პიტნის სხვა სახეობებსაც: ტენცოს, ტყის პიტნას, ომბალოს.
ბაღის პიტნა უპირატესად კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის (მწავე გულძმარვისა და ბოყინის) დროს გამოიყენება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მას კუჭის შეკრულობა არ ერთვის თან. ასეთ დროს შემდეგ ნარევს იყენებენ: 15 გრამი ბაღის პიტნის ფოთოლი, 15 გრამი ფარსმანდუკის ყვავილები, 15 გრამი კამის თესლი, 30 გრამი კრაზანა. ამ ნარევის 2 სუფრის კოვზს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს და 2 საათის განმავლობაში თბილ ღუმელში დგამენ, ფილტრავენ და ერთი დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპობით სვამენ. ამავე ნარევს იყენებენ სხვა სახის გასტრიტების დროსაც.
კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას, კუჭშეკრულობის თანდართვით, შემდეგ ნარევს იყენებენ: 15 გრამი ბერულა,  20 გრამი ფასმანდუკის ყვავილები, 30 გრამი კრაზანა, 20 გრამი ბაღის პიტნა, 10 გრამი გვირილის ყვავილები, 15 გრამი მატიტელა, 10 გრამი კამის თესლი, 10 გრამი კვლიავის თესლი, 5 გრამი სვიის გირჩაკები, 20 გრამი ხეჭრელის ქერქი, 10 გრამი კატაბალახას ფესვები. ამ ნარევის 4 სუფრის კოვზს (სავსე) ასხამენ 1 ლიტრ მდუღარე წყალს და მთელი ღამე თბილ ღუმელში დებენ. დილით, უზმოზე სვამენ 1 ჭიქას, დანარჩენს კი 4 ჯერზე მთელი დღის განმავლობაში, ყოველი ჭამიდან თითო საათის გასვლის შემდეგ.
პიტნის ჩაის სმა ყველას შეუძლია, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებისთვის კონცენტრირებული ნაყენის მიცემა არ შეიძლება – მასში მაღალია მენთოლის შემცველობა. თუ ბავშვს ნაწლავთა სპაზმი აქვს და მუცელი სტკივა, მოუმზადეთ მას პიტნის ძალიან ბაცი ჩაი. გახსოვდეთ ისიც, რომ ქრონიკული გულძმარვის დროს პიტნის ზეთის მიღება არ შეიძლება.
თაფლსა და ლიმონთან შერეული პიტნა ძალიან უხდება გულს. წვრილად დაჭრილ ლიმონს დაამატეთ თაფლი (1:1) და შეინახეთ მაცივარში, პიტნის რამდენიმე ფოთოლს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 15 წუთი და დაამატეთ თაფლისა და ლიმონის 1 ჩაის კოვზი ნარევი. ეს ნაყენი აწესრიგებს გულის რიტმს, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის კუნთების კვებას.
ხალხურ მედიცინაში პიტნა თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებაცაა. ველური პიტნის ფოთლებისგან გამოწურული წვენი (ერთი სადილის კოვზი შერეული თეთრ ღვინოში) კარგ ეფექტს იძლევა, როგორც შარდმდენი საშუალება. პიტნის ზეთი (სპირტხსნარში 1:4 პროპორციით) სასარგებლოა კანში შესაზელად ანთებითი პროცესების, თავის ტკივილის, შაკიკის დროს, ინჰალაციის სახით – რესპირატორული დაავადებების დროს.скачать dle 11.3