კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 სათნოებათა მოპოვების წესი

თუმცა ქრისტეს ჭეშმარიტ მებრძოლს, რომელსაც მთელი გულით სურს სისავსით მოიპოვოს სრულყოფილება, მართებს ზღვარდაუდებლად ესწრაფოს მის წარმატებით მოპოვებას, მაგრამ აუცილებელია სწორი განსჯის საფუძველზე ზომიერად და კეთილად წარმართოს სულიერი თავგამოდების უზომო კვეთებანი. ისინი, როგორც წესი, მოღვაწეობის დასაწყისში დიდი ძალით იჩენენ თავს, დაუოკებლად ითრევენ ადამიანს, შემდგომში თანდათან ნელდებიან, ბოლოს სულაც ქრებიან და ადამიანს შუა გზაზე სრულიად უმწეოდ ტოვებენ. რამეთუ არა მარტო გარეგანი, ხორციელი სათნოებები უნდა მოვიპოვოთ თანდათანობით, საფეხურებრივად, არამედ შინაგანი – სულიერი სათნოებების მოპოვებაშიც გვმართებს თანამიმდევრობის დაცვა, რამეთუ მხოლოდ ამგვარად იზრდება მცირე კეთილი თვისება და მტკიცდება ჩვენში სამუდამოდ. ასე მაგალითად, შინაგანი სათნოების – მოთმინების მოხვეჭისას არ შეიძლება, უცებ მოისურვო, რომ სიხარულით ხვდებოდე ცილისწამებას, წყენასა და სხვა უსიამოვნებებს, ან კიდევ თვითონ ისწრაფვოდე მათკენ, თუნდაც შეგეძლოს ასეთი შემთხვევების მოთმინებით გადატანა, რამეთუ ასეთი გულისთქმა და სიხარული უაღრესად დიდი ხნის ღვაწლით გამომუშავებული უნარია, რომლის მიღწევამდე გმართებს, გაიარო ქვედა საფეხურები, როგორიცაა: თავის დამდაბლება, როდესაც თავს ყოველგვარი შეურაცხყოფის ღირსად თვლი, შურისძიების მოშთობა – შურისძიებაზე აღძრული ყოველი აზრის მოძულება და მისთანანი.
აგრეთვე, გირჩევ: ნუ შეუდგები ყველა სათნოების ერთდროულად მოპოვებას, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე მათგანის. თავიდან განმტკიცდი ერთ-ერთში და მხოლოდ ამის შემდეგ გადადი სხვაზე. ასე თუ იმოქმედებ, სათნო თვისებები კიდევ უფრო გამყარდება და ფესვს გაიდგამს სულში. ვინაიდან, თუ ერთ-ერთ სათნოებაში მუდმივად იწვრთნები, მაშინ მეხსიერებაც მხოლოდ იმით გექნება დაკავებული და გონებაც – მეხსიერების გზით, რადგან იქნება რა მიჯაჭვული მასზე, მსწრაფლ დაიხვეწება სათნოების აღსასრულებლად გზებისა და ხერხების გამონახვაში. ნებისყოფაც ხალისით შეუერთდება მას. ეს ყოველივე სათნოების მოპოვების საქმეში საიმედო თანაშემწეა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, თუ რამდენიმე სათნოების მოპოვებას ერთდროულად შეუდგები.
მეორე მხრივ, ერთი და იმავე ქმედებების ხშირი გამეორებით ადვილდება მათი აღსრულება, ეს კი მალე შეგაძლებინებს სხვა, პირველის მსგავსი სათნოების შეთვისებას. რამეთუ ჩვეულებრივ, ერთი სათნოება იწვევს მეორეს, თავის მსგავსს და ერთგვარად ადგილს უმზადებს მის გულში დასამკვიდრებლად.
ჩვენ მიერ გამოთქმული ვარაუდი სარწმუნოა და ჭეშმარიტი. გამოცდილებით ვუწყით, რომ, ვინც გულმოდგინედ მეცადინეობს ერთი სათნოების შეთვისებაში, ის არა მარტო წინასწარ სწავლობს მეორეს, არამედ ერთ სათნოებაში განმტკიცებით აღძრავს, ზრდის, აძლიერებს და განამტკიცებს ყველა დანარჩენსაც, რამეთუ ისინი თვისებრივად ერთმანეთისაგან განუყოფელნი არიან, ერთი და იმავე ღმრთაებრივი ნათლისაგან გამომავალ სხივებს წარმოადგენენ.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელიскачать dle 11.3