კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ „გაება“ ადვოკატი ლევან ჩხეიძე სამეფო კარის „თამაშებში“ და რატომ შეირთო მან ცოლად სიცილიელი მაფიოზების შთამომავალი

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

მას შემდეგ, რაც ბაგრატიონების შტოებს შორის დავა გამწვავდა, საზოგადოების ეპიცენტრში მოხვდა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ინტერესების დამცველი ადვოკატი ლევან ჩხეიძე, რომელმაც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის სიხარულიძეობაც  „გვამცნო“ და როგორც ამბობენ, მტკიცებულებებად დიდ ქართველ მეფეთა და მათი მემკვიდრეების ცხედრების ამოთხრაც  ურჩია შესაბამის ორგანოებს. რა ხდება კულისებს მიღმა, სამეფო კარის „თამაშებში“ დაბნეულმა უბრალო მოკვდავებმა,  სწორედ ბატონი ლევანისგან შევიტყვეთ. „უბრალო“ კაცი თავადაც არ გეგონოთ, ლევან ჩხეიძე, გარდა იმისა, რომ საოცარი იუმორის მქონე ადამიანია,  თან „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, თან, აზნაური და „მტკიცებულებად“ „აზიაცკებიც“ კი აქვს შენახული. ბატონი ლევანისგან ბაგრატიონთა ცხოვრების შესახებ  ბევრ დეტალს გაიგებთ. მე კი მათ შორის ისიც  გავარკვიე, რომ, თუ გადავწყვეტ სამეფო სახლისთვის სასარგებლო საქმეები გავაკეთო, დამის სტატუსსაც  შესაძლოა, გამოვკრა ხელი.     
ბატონო ლევან, სანამ სამეფო კარის „თამაშებზე“ გკითხავთ, გაგვანდეთ, როგორ მოხვდით სამეფო აურზაურში ჩხეიძე, თავადაც ტიტულოვანი წარმომავლობა გაქვთ?  
– მე  შესწავლილი მაქვს ჩემი გენეალოგიური ხე,  ჩემი დიდი ბაბუა იყო  აზნაური,   მისი დედა – დევდარიანის ქალბატონი,  ასევე აზნაური და  პატრიარქ დავით მეხუთეს ენათესავებოდა. ამ ამბებში მთლად შემთხვევით არ ვარ, 11 წლის ვიყავი, როდესაც მონარქიით მოვიწამლე:  1990 წელს კონსერვატორებმა სოლომონ მეორე ჩამოასვენეს. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ამ ფაქტს ცუდად შეხვდა. სკოლის  დირექტორის მუქარის მიუხედავად, ჩემი ისტორიის მასწავლებელმა, იყოჩაღა და ბავშვები სოლომონ მეორის პანაშვიდზე მცხეთაში წაგვიყვანა. მონარქიის იდეით მას მერე ვარ შთაგონებული, რაც სვეტიცხოველში თეთრ სასახლეს შემოვუარე, რომელშიც სოლომონ მეორე იყო ჩასვენებული. 2013 წელს ჩემმა მეგობრებმა გამაცნეს ბატონი დავით ბაგრატიონი,  რომელსაც ესაჭიროებოდა კონსულტაცია იურიდიულ საკითხებზე. მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, საქმიანი და მეგობრული. ამას გარდა, მე ის ადვოკატი ვარ, ვინც ზედმიწევნით კარგად იცის გენეალოგია, ისტორია, ჰერალდიკა, შესაბამისად, შემთხვევითი არ იყო, რომ მან მე შემარჩია და ამ საქმის წარმოება მანდო.
– როგორ მიმართავთ ხოლმე მას?
– პირად ურთიერთობაში დავითს ვეძახი, საჯარო ურთიერთობაში ბატონ დავითს ვუწოდებ, თუ ეტიკეტის დაცვაა საჭირო – თქვენო სამეფო უმაღლესობავ, ასე მივმართავ. უცხოეთშიც და საქართველოშიც მე ბევრჯერ დავსწრებივარ ოფიციალურ მიღებას, რომელსაც ბაგრატიონები აწყობენ. ეს შეიძლება, იყოს იუბილე, რელიგიური ან ისტორიული თარიღის აღმნიშვნელი დღესასწაული. ასეთ შეხვედრებს თავისი წესები აქვს, მაგალითად, აუცილებელია,  ეგრეთ წოდებული, დრესკოდის დაცვა,  არის დრესკოდი, როდესაც თეთრი ბაფთით უნდა მიხვიდე, იქ სმოკინგით რომ გამოცხადდე, არ შეგიშვებენ. არის მიღება, სადაც სმოკინგია დაშვებული, ქალბატონებისთვის – საღამოს კოქტეილის კაბები. არის   შუადღის მიღებები, სადაც მამაკაცები მიდიან ოქროსფერფოლაქიანი კოსტიუმებით, ჰალსტუხის გარეშე. ეს ის ნიუანსებია, რომელიც ყველა სტუმარმა იცის, ვინც ამ მიღებებზე ხვდება.
– კარგად უცხოვრიათ ბაგრატიონებს.  
–  არ უჭირთ, შეგახსენებთ, რომ დავითის ბაბუამ  თავის დროზე ცოლად შეირთო  გრაფ  პასკვინის  ქალიშვილი.  პასკვინების ოჯახი არის „ფიატის“ დამფუძნებელი და მსხვილი აქციონერი. ეს ქალბატონი დავითის მამის, გიორგის დაბადებას გადაჰყვა. დავითის ბაბუის მეორე  მეუღლე იყო მეფე ხუან კარლოსის მამიდა, შესაბამისად, მემკვიდრეობით დავითმა საკმაოდ შთამბეჭდავი ქონება მიიღო. კარგი შემოსავლები ჰქონდა  დავითის მამასაც, ბატონ გიორგის, რომელიც იყო „ფიატის“ სახე და ევროპაში საკმაოდ ცნობილი ავტომრბოლელი. ახლა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ავრცელებს შავ პიარს, თითქოს  ბატონი დავითი სამეფო ორდენებს ყიდისო. ეს არის სიცრუე. უყურებენ რა ბატონი დავითის  ცხოვრებას და ურთიერთობებს,  ჰგონიათ, რომ ეს ორდენების დამსახურებაა. 10 წელია, თვითონაც დააფუძნეს ორდენი, მაგრამ მსგავსი შემოსავლები, სამწუხაროდ, არ აქვთ.  მათ ჰგონიათ, რომ ბატონი დავითი მათი კონკურენტია და თუ ორდენების „გაყიდვას“ აუკრძალავენ, ეს თანხები მათკენ წავა. ბატონი დავითი მატერიალურად იმდენად უზრუნველყოფილია, არ აქვს იმის საჭიროება, ორდენები ყიდოს და ამით იცხოვროს.   მისი ორდენი –  „საქართველოს არწივისა და უფლის ჩვენი იესო ქრისტეს ხელთუქმნელი კვართის ორდენი“, 10 წლის წინ დაფუძნდა და მსოფლიოში ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს მიღებული. ეს არის დინასტიური რაინდული ორდენი. ჩვენთან არ არის ორდენების დიდი ტრადიცია, თორემ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში იციან, ეს რა ხილია.   ბატონი დავითის ორდენით უამრავი ადამიანია დაჯილდოებული როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.      
– ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, შეგვიძლია, ეს ორდენი ვიყიდოთ?  თქვენც ხომ არ ხართ მისი კავალერი?
–  ეს არ არის გაყიდვა, ეს არის  გადაცემა.  მე არ ვარ ამ ორდენის კავალერი, თუმცა რომ ვიყო, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა. თუმცა, ამის გარეშეც, როგორც წარმომავლობით აზნაური, ტრადიციულად, ერთგულად ვემსახურები მეფეს (იცინის). ორდენებს ამზადებს იუველირი, ვინც ექსკლუზიურ ორდენებს ასხამს. თუ მონარქიის იდეას მხარს უჭერთ და რაიმე სასარგებლოს გააკეთებთ, შესაძლოა, თქვენც გახდეთ ამ ორდენის მფლობელი. მამაკაცები რაინდები ხდებიან, ქალი იღებს დამის სტატუსს. ორდენებთან ერთად ბაგრატიონების შტოების  დაპირისპირების მიზეზი კონტრაქტი გახდა. მოწინააღმდეგის  განსაკუთრებული  გააქტიურება სამეფო ქორწილის შემდეგ დაიწყო. იქამდე მათ არანაირი აქტივობა არ ჰქონიათ – არც მიღებები, არც ორდენები.  2010 წელს  ნუგზარ ბაგრატიონს „ეშმაკუნები” შეუჩნდნენ.  იქამდე დავითის და ანას ოჯახში ყველაფერი კარგად იყო. როდესაც ნუგზარ ბაგრატიონის მხარემ  ბატონ დავითს მოუტანა  კაბალური კონტრაქტი და  წაუყენეს მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, დავითს უარი უნდა ეთქვა ყოველგვარ აღიარებებზე, ეღიარებინა მეუღლის მხარის უპირატესობა, რაზედაც ბატონი დავითი არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა. ამ ამბავს ოჯახის დანგრევა მოჰყვა, თუმცა დავითი და ანა მერე შერიგდნენ და ესპანეთში წავიდნენ. სამწუხაროდ, ქალბატონი ანა ოჯახის წევრებმა აქედანაც არ მოასვენეს. ისინი ურჩევდნენ ანას, რომ მის ქმარს ხელი მოეწერა ამ კონტრაქტზე. 2012 წელს დავითი და ანა ესპანეთშივე დაშორდნენ ერთმანეთს, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, როდესაც ისინი საქართველოში დაბრუნდნენ, ქალბატონი ანა თავის სახლში წავიდა, დავითი – თავის სახლში, საგურამოში. იმის შემდეგ მათ ერთი დღე არ უცხოვრიათ  ერთად.
– ძალიან მძიმე ბრალდება წაუყენეთ მოწინააღმდეგე მხარეს, როდესაც  ნუგზარ ბაგრატიონს სიხარულიძეობა „დასწამეთ“, გენეტიკური კვლევა და მისი წინაპრების ცხედრების ამოთხრა მოსთხოვეთ.
– ის, რომ მოწინააღმდეგე მხარე სიხარულიძეები არიან, ახალი ამბავი არ არის და არც მოგონილია. ეს ამბავი იცოდა ყველამ, ვინც  ამ ოჯახთან იყო დაახლოებული. ნუგზარის მამას – პეტრეს, მამა შვილად არ აღიარებდა, რადგან იცოდა, რომ ის არ იყო მისი ბიოლოგიური შვილი.   ამას ადასტურებს არქივში არსებული ჩანაწერები, რომელიც დევს ამ საქმეში. რაც შეეხება ცხედრების ამოთხრასა და ექსგუმაციას, ჩვენ ამას არ ვითხოვთ და ეს ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარისგან ვრცელდება, არსებობენ ცოცხალი ბაგრატიონები, მათ შორის ბატონი ნუგზარის ბიძაშვილი, ევგენი ბაგრატიონ-გრუზინსკი და სხვები,  რომელთაც უკვე ჩაიტარეს დნმ კვლევა, შესაბამისად,  ამ კვლევის  ჩატარება პრობლემა არ არის. იმის მიუხედავად, რომ ამ სამი შტოს წარმომადგენლები დაახლოებით ექვსასი წლის წინ გაიყვნენ, მათი დნმ-ის კვლევის შედეგები ერთმანეთს რომ შევადაროთ, აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებელია, ამიტომაც სთავაზობს ბატონი დავითი ბატონ ნუგზარს, ჩაიტაროს ეს კვლევა. ჩემი მარწმუნებელი მის გასამხნევებლად ამბობს, მეც ჩავიტარებ  დნმ-კვლევას. თუ მე არ ამომივა ბაგრატიონების შესაბამისი  ჯგუფი, მზად ვარ, დავიხურო ქუდი, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, წავიდე ესპანეთში ან დავრჩე საქართველოში და ვიცხოვრო ჩემთვის, არხეინად თუ ბატონ ნუგზარს არ ამოუვა ბაგრატიონების დნმ ჯგუფი, მან  დაანებოს თავი სამეფო ამბიციებს. ეს კვლევა ტარდება ამერიკაში, ძალიან საიმედოა, ყალბ დასკვნას არავინ დაწერს და საკუთარ რეპუტაციას, ბატონი ნუგზარის გულისთვის არ გაიფუჭებს. სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე მხარე ყველა საშუალებით არიდებს თავს დნმ კვლევას.
– სამეფო „კარზე“ ასე გაწაფულს, თავადაც ხომ არ გაქვთ  ჩატარებული ეს კვლევა?
– დიახ,  წელიწად-ნახევრის წინ მე პირადადაც კი ჩავიტარე დნმ კვლევა, რომ დამედგინა ჩვენი წარმომავლობა და ამის შედეგად შევიტყვე,  რომ ჩვენ, ჩხეიძეები ვართ ჩაკეტილი სვანური გენის მატარებლები, ჩვენი გავრცელების პოპულაცია დასავლეთ საქართველოა.  რასაკვირველია,  მე თავად არანაირი ტიტული არ მაქვს, ჩემს დიდ ბაბუას – არქიფო იოსების ძეს აზნაურის ტიტული 1921 წელს გაუუქმეს. შინაგანი კონსტიტუციით, ჩემი ოჯახიდან, აღზრდის წესიდან გამომდინარე და იმ ღირსების კოდექსით, რაც მაქვს,  თავს ვგრძნობ აზნაურად.   ჩემი წინაპრები ძალიან გამხდრები იყვნენ, გარეგნულად აზნაურს არ ვგავარ, თუმცა  „აზიაცკებიც“ მაქვს, თან ორივე და თავისუფალ დროს ფორტეპიანოზეც  ვუკრავ და ვმღერი (იცინის), მთლად სამეფო მიღებებზე არა, იქ პროფესიონალი მომღერლები ჰყავთ მოწვეული და ქართულ სუფრებზე სამ ჭიქას რომ დალევენ და სიმღერას იწყებენ,  ასე არ ხდება.
– მეუღლეც აზნაურული წარმომავლობის გყავთ?
– მისი გენეალოგიური ხე არ მიკვლევია. ჩემი მეუღლის წარმომავლობა იტალიას, კერძოდ  პალერმოს უკავშირდება. ჩემი მეუღლე  გვარად არის ოსკოპელი, საქართველოში  დაბადებული და გაზრდილია. მისი წინაპარი აქ 300-350 წლის წინ გადმოსულა. ჩვენ თანამშრომლები ვიყავით და ასე გავიცანით ერთმანეთი, წარმომავლობა არაფერ შუაში იყო, თუმცა ჩემი მეუღლის წარმომავლობის წყალობით, ასეთი პირდაპირი  კავშირი მაქვს მაფიასთან და სიცილიასთან (იცინის).  
скачать dle 11.3