კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ვინ შემოაგდო გარედან დინამიტი მამუკა ხაზარაძისთვის მიწერილი წერილის სახით და რამდენი სერია აქვს მითიურ წერილს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ადამიანის მიერ დაწერილი ან ნათქვამი საშუალებას იძლევა, მივიღოთ ინფორმაცია არა მხოლოდ იმის შესახებ, რას წერს ის კონკრეტული ადამიანი, არამედ უშუალოდ მასზეც. ფსიქოლოგიაში არსებობს სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც ამას განსაზღვრავს, რადგან ჩვენი ნააზრევი, უპირველესად, ჩვენზე მეტყველებს და ამის შემდეგ იმაზე, ვისზეც ან რაზეც გამოვთქვამთ აზრს, ხოლო, რაკი ერთ-ერთი აქტუალური თემაა, ვინ მისწერა წერილი მამუკა ხაზარაძეს (ნაბეჭდით ამის გარკვევა რთულზე რთულია), წერილის შინაარსის ანალიზით კი თავს არავინ იწუხებს, ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვიმსჯელებთ, რა ტიპის ადამიანს შეეძლო, მიეწერა მამუკა ხაზარაძისთვის ის ყბადაღებული წერილი.
– ამ ჭიდილში, გულწრფელად ვიტყვი, მე ის უფრო მაინტერესებს, ვინ ვის აჯობებს მოხერხებულობით, იმიტომ რომ ბ-ნი ხაზარაძისთვის, რომელმაც იმ ურთულეს წლებში შექმნა ბანკი, რომელსაც წლებია, მოაქვს რამდენიმე ასეულმილიონიანი მოგება, უცხო არ უნდა იყოს არც მუქარა და, სავარაუდოდ, თავადაც ბევრს დამუქრებია და არც გადარჩენისთვის ბრძოლა...
– მან გამოიარა ისეთი პერიოდი, როდესაც ბევრი მუქარა იყო.
– მან იცის თავის დაცვაც და თავდასხმაც. აქვე ვიტყვი, მიკვირს ხოლმე რეაქციები, ფილმები მაინც ხომ უნახავთ ამერიკული, როგორი გაქანებული დაპირისპირებები და შანტაჟია წინასააჩევნოდ და გავლენის მოსაპოვებლად. მომეჩვენა, ამ წერილში ერთი-ორი  ისეთი ფრაზაა, რაც აბსურდის შთაბეჭდილებას ტოვებს. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
– კითხვის ნიშანი ამ პროცესში მეტია და გეთანხმებით, რომ ჯერ თვითონ წერილის დაწერის ფაქტია ოდიოზური, იმ ქვეყანაში, სადაც, როგორც ამბობენ, გარჩევებით არკვევენ ურთიერთობას. გარჩევა კი წერილობით არ ხდება. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ რატომ ლაპარაკობს ეს წერილი ხაზარაძეზე მესამე პირში, თუ მართლაც ხაზარაძეს მიმართავს. ლოგიკური კითხვაა და ამ ლოგიკური კითხვიდან გამომდინარე, ის ასკვნის, შესაძლოა, ხაზარაძე არც იყო ადრესატი და ტელევიზიების დასახელებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადრესატი ყოფილიყო წერეთელი. თვითონ შინაარსმაც ანალიტიკოსებს ვერსიები გაუჩინა, რომლებიც ამ წერილის დაწერის ვერსიას არ ემთხვევა.
– ხომ შეიძლება, ასეთი რამეც ვივარაუდოთ, ისეთი სახით დაწერა წერილი დამწერმა, რომ ეჭვი ბევრი გაჩენილიყო, არავის დაეჯერებინა ასეთი წერილის რეალურობა, თავისი გზავნილები კი ხაზარიძისთვის უმტკივნეულოდ გადაეცა?
– ეს იმდენად დახლართული ვერსიაა, რომ მიჭირს დაჯერება. ამდენად ჭკვიანი ქართულ სინამდვილეში ბევრი არავინ გვეგულება.
– პირადად მე ასე დავწერდი.
– ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენ გადაწყვიტოთ ასეთი რამ.
– ცხადია, მაგრამ, მე რომ გადამეწყვიტა, ასე მოვიქცეოდი. იმიტომ რომ, საბოლოოდ, წესიერება მხოლოდ არჩევანია.
– ამ წერილის ზოგადი მიზანიც ცოტა ბუნდოვანია. ხაზარაძე თქვენ ბიოგრაფიიდან გამომდინარე, დაახასიათეთ, მე კი მას პირადად ვიცნობ და ძალიან რაციონალური და მშვიდი გონების, საღად მოაზროვნე ადამიანია, ანალოგიურად – ბადრი ჯაფარიძეც, ის ფსიქოლოგია და წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. თან, კარგი ფსიქოლოგი იყო. ამიტომ ეჭვს აჩენს, რომ ამ ფონზე, როგორც ხელისუფლება ამბობს, ამ ადამიანებმა ასეთი ფარატინა ქაღალდის იმედზე წამოიწყეს პროცესი.
– ფიქრობთ, მუქარის დამადასტურებელი უფრო საფუძვლიანი საბუთიც აქვთ და ინახავენ თუ საერთოდ სხვა თამაშს თამაშობენ?
– არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს, ერთი მხრივ, ხელისუფლების, მეორე მხრივ კი, ამათკენ მიმართული მანევრია, რაც ხელისუფლებასაც აყენებს ჩრდილს, მაგრამ ამათაც ისეთი ფაქტი შესთავაზეს, რომ რეალობად აღიქვეს. თითქმის გამოვრიცხავ, რომ ეს წერილი ხაზარაძემ და ჯაფარიძემ შეადგინეს, ეს წერილი, რბილად რომ ვთქვათ, მათ ვიღაცამ მოუტანა. მერე უკვე შეყვნენ ამ პროცესს, იმდენად, რამდენადაც თვითონაც დაიჯერეს, რომ წერილი მათ გახარიამ გამოუგზავნა. ის, რომ გახარიაც არ არის ის პიროვნება, რომელიც ასეთ წერილებს წერს და აგზავნის, ცხადია, თუნდაც, იმით, რომ სხვაგან არსად გვხვდება გახარიას მიერ მიწერ-მოწერის ფაქტი. „არტარეას“ დაკავშირება პოლიტიკასთან ღიმილისმომგვრელია, „ტვ პირველი“ კიდევ შეიძლება, დააკავშირო, მაგრამ არის კიდევ სხვა ტელევიზიები, მაგალითად, „რუსთავი 2“, რომლისთვისაც გახარიას, ასეთი სურვილი რომ ჰქონოდა, შეიძლებოდა, უამრავი რამ მიეწერა. თან – პირდაპირ მიეწერა რედაქციაში და არა ირიბად პოროვნებისთვის, რომელსაც იმ ტელევიზიასთან საერთო არ აქვს.
– მე არ მგონია, ხაზარაძე, ჟარგონით რომ ვთქვათ, არიფი იყოს, თუმცა ამ პროცესში ამ წუთს უფრო ასეთად ჩანს.
– ხაზარაძემ თავისი ბოლო ნაბიჯებით სიტუაცია გაამწვავა. არადა ბიზნესმენებს, როგორც წესი, სიტუაციის გამწვავება არ უყვართ. ხაზარაძემ რა-რა და ბიზნესი კარგად იცის და ისიც, რომ, თუ გაამწვავებს, შესაძლოა, როგორც ბიზნესმენს, სიტუაცია შეუტრიალდეს. მისი ბოლო განცხადებით, თუ დღის წესრიგში ანაკლიის პროექტის ჩამორთმევა დადგება, კიდევ უფრო მძაფრი ბრძოლა იქნებაო, მაგრამ მაშინ გაუგებარია, რატომ დგამს ხაზარაძე ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ანაკლიის პროექტის ჩამორთმევის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის?!
– შეიძლება, უნდა, რომ ანაკლიის პროექტი ჩამოართვან?
– შეიძლება, უნდა და არის ასეთი ვერსიები, რომ იქ ფინანსების მოზიდვა ვერ შეძლო და ეს ხელსაყრელიც იყოს მისთვის, რომ ამ კრიზისიდან მსხვერპლის სახით გამოვიდეს, მაგრამ ამის გაკეთება უფრო უმტკივნეულოდ შეეძლო, ანაკლია გაეწირა და ბანკი კი დაეტოვებინა. ბანკი გაწირო და ანაკლია დაიტოვო, სადაც შეიძლება, წამგებიანი მდგომარეობა გქონდეს, კიდევ უფრო გაუგებარია. თან, ხაზარაძე ამბობს, რაც შემომთავაზეს, იმის ერთი პუნქტი შევასრულე, რევანშის წინააღმდეგ განცხადება გავაკეთეო და გვახსოვს მისი ეს განცხადება. თუკი რევანშის წინააღმდეგ მოთხოვნილი შეასრულა, პრინციპში, ხაზარაძეს ვერ დავაბრალებთ...
– რომ ურჩია.
– დიახ, კარგი სიტყვა მოძებნეთ, ისეთი ურჩია, რომ მასთან ლაპარაკი შეუძლებელია, ხოლო, თუ მასთან ლაპარაკი შესაძლებელია, ესე იგი, ყოველთვის შეიძლებოდა ამ ვარიანტების გადალაგებ-გადმოლაგება ისე, რომ მწვადიც გადარჩენილიყო და შამფურიც. ახლა მწვადიც იწვის და შამფურიც და არ ჩანს ხაზარაძე ასეთი „თინეიჯერი“, პატარა ბიჭი, რომელიც მაშინვე რადიკალიზმში ხტება, იმიტომ რომ რადიკალიზმით 27-წლიან ბიზნესს ვერ ააწყობ. ამიტომ გულახდილად რომ ვთქვა, შექმნილი სიტუაცია სრულიად გაგებარია.
– თვითონ წერილი როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორი ტიპის ადამიანის დაწერილი უნდა იყოს, რა უნდა დამწერს?
– არც გახარიას დაწერილს ჰგავს და არც ხაზარაძის, ამიტომ ჩემი ვერსია უფრო იმ ვარიანტისკენ მიდის, ხომ არ წამოიკიდეს ხაზარაძე მისთვის ამ წერილის მიჩეჩებით?!
– ხელისუფლებასთან საომრად?
– დიახ.
– ბადრი ჯაფარიძე კარგი ფსიქოლოგი იყოო, თქვით. რევანშის დაუშვებლობის წინააღმდეგ განცხადებით ვითომ „ნაციონალები“ გაანაწყენა? ანუ ვინ შეიძლება, იყოს დაინტერესებული მსხვილი ბანკირის დაპირისპირებით ხელისუფლებასთან, რომელი ძალა? თაკო ჩარკვიანი ხომ არ მისწერდა წერილს?
– თაკო ჩარკვიანი მაშინ ვერ მისწერდა წერილს, იმიტომ რომ არ იყო პოლიტიკურად მომწიფებული, მაგრამ ეს იდეა იმავე „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში შეიძლებოდა, გაჩენილიყო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს სცენარი საქართველოს ფარგლებს გარეთ მომზადებილიყო და არც იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, რადგან ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომზადებული პროექტია, რომელიც დღემდე განაგრძობს არსებობას. თუკი გავიზიარებთ იმ აზრს, რომ ანაკლიის პროექტი რუსეთს ნერვებს უშლის, არ არის გამოსარიცხი ის ვერსიაც, რომ რუსეთმა საქართველოში თავის ხელთ არსებული ფიგურების მეშვეობით აჭრა სიტუაცია და ერთმანეთს დააჯახა მხარეები, რომლებიც დიდი ალბათობით, ერთმანეთს არ დაეჯახებოდნენ. „ნაციონალების“ მმართველობისას უამრავი გადალაგება მოხდა, მაგალითად, „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებითაც, მაგრამ წერილი არსად ფიგურირებდა. საიდან გაჩნდა ეს პასაჟი – წერილი, გაუგებარია. რომც დაუშვა, რომ ხელისუფლებას, მათ შორის გახარიას, უნდა რეპრესიები ამა და ამ მიმართულებით, გაუგებარია, ეს ფორმა რატომ გამოიყენეს. ფაქტია, თავის დროზე შუამავლების გარეშეც დამსხდარან დაინტერესებული მხარეები და გაუყვიათ გავლენის სფეროები: ვიხსენებ სააკაშვილის პერიოდში „იმედის“, „რუსთავი 2-სა“ და სხვა მედია-საშუალებების გაყოფის პროცესს ყოველგვარი მიმოწერის გარეშე. თვითონ წერილის არსებობა უფრო იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვიღაცას დინამიტის შემოგდება უნდა და დინამიტს ამ წერილით ისვრის, რადგან ამ წერილით გავლენის მოხდენის შანსი თითქმის ნულის ტოლია.
– ანაკლიის პროექტის განხორციელება რუსეთს ხელს უშლის თავისი სამხედრო-სტრატეგიული მიზნების მიღწევაში, მისი მიზანია, თურქეთის საზღვრამდე აკონტროლოს შავი ზღვა, ამისთვის სჭირდებოდა ყირიმიც და ანაკლიაში ამერიკული ინტერესი მისთვის ზურგში დარტყმაა.
– რუსეთისთვის რომ ეს ნაბიჯი მიუღებელია და ჩასაკეტია ანაკლიის ხაზი, ფაქტია და როგორ უნდა ჩაკეტოს ეს?! არის ლაპარაკი, რომ ივანიშვილი ცდილობს, ჩაკეტოს, მაგრამ რაღა ახლა ჩაკეტა, ადრე ჩაეკეტა?! ამ თემაში კითხვის ნიშნებია დახვავებული, იმიტომ რომ მომხდარი ლოგიკას არ ექვემდებარება.
– ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესს შესაძლოა, მეორე სერიაც ჰქონდეს?
– მხოლოდ მეორე?! აშკარად სერია გაწელილია შუაში და გაუგებარია, როგორ გაგრძელდება. მეორე მხრივ, თუ ანაკლიის პორტის თემა ასეთი მწვავეა, ხაზარაძესთან ურთიერთობა თვითონ ხელისუფლებას არ უნდა გაემწვავებინა. იმის თქმა, რომ ხელისუფლება ხაზარაძეს ვერ მოერია და ამიტომ დაარტყა, რომ გაეჩერებინა ანაკლიის პროექტი, ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ გვესმის, დაფინანსება ვერ მოიძებნა. გაჭედავდა ხელისუფლება დაფინანსების საკითხს და გაითიშებოდა ანაკლიის პროექტი თავის ხაზარაძიანად. ისე ჩატარდებოდა ანაკლიის პროექტის ჩაგდების ოპერაცია ხაზარაძეზე აქცენტი საერთოდ არ გაკეთდებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ კითხვის ნიშნები გვრჩება.
– ამ წერილიდან როგორი პიროვნება იკვეთება მის დამწერად?
– ჩემთვის ეს წერილი მაინც არეულობის შემოტანის მცდელობაა. რის შედეგადაც ერთიც გაისვრება, მეორეც, მესამეც.
– არც თურქეთისთვისაა ხელსაყრელი ანაკლიის პროექტი.
– გეთანხმებით, უბრალოდ, თურქეთი კომერციულადაა კონკურენტი, რუსეთი კი – პოლიტიკურად.
– ხაზარაძეს გვერდით დაუდგნენ ფადი ასლი და „ფრესკოს“ სოფრომაძე. რომლებიც პირდაპირ ასოცირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – ეს ხომ უფრო ხაზარაძის დისკრედიტაციაა?
– სერიოზული ხარვეზია, რომელზეც შეაძლოა, ხაზარაძეს არც უფიქრია. იმიტომ რომ არანაკლებ მტკივნეული იყო ხაზარაძისთვის „ნაციონალებთან“ ურთიერთობა და მისთვის მათი დაბრუნება გაცილებით დიდი პრობლემა იქნება, ვიდრე დღევანდელი სიტუაცია, მაგრამ, მეორე მხრივ, ხაზარაძემ შეიძლება, ვერ გათვალა, რომელი პოლიტიკური ძალა ხელს როგორ მოითბობდა იმ სიტუაციით, რომელშიც აღმოჩნდა.

скачать dle 11.3