კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

№12 რატომ გამორბოდა ლაშა ტალახაძე თაფლობის თვის მესამე დღეს მალდივებიდან და რისი გადაჩვევა მოუწევს მას ცოლის გამო

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მამა გახდა. როგორც თავად ამბობს, გოგონას მოვლინებას მთელი ცხრა თვე დიდი სიხარულით ელოდა, თუმცა, შვილის ხელში აყვანამ, მის ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს ლაშას და მის მეუღლეს – ანა დემურიას პატარა მარიამის შეძენას და ბედნიერ ოჯახს ულევ სიხარულსა და წარმატებებს უსურვებს.
ლაშა ტალახაძე: როცა ცოლი მოვიყვანე, ამით ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი და სპორტულ კარიერას ოჯახური ცხოვრებაც შევუთავსე. მაგრამ, როცა გავიგე, ორსულად იყო და მამა ვხდებოდი, სტიმული მომეცა, ჩემი ცოლ-შვილის გამო უფრო მეტი გამეკეთებინა.
– ესე იგი, სიყვარულმა მოგცა სტიმული, მეტად დაიხარჯო,  ივარჯიშო და მეტს მიაღწიო?
– ნამდვილად, ასეა. მთელი ცხრა თქვე, განვიცდიდი. ერთი სული მქონდა, ბავშვი როდის დაიბადებოდა, მის ხმას როდის გავიგებდი და ხელში ავიყვანდი. თან, ღმერთს ვთხოვდი, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს-მეთქი. სხვათა შორის, მამები რომ ამბობენ, პირველი შვილი ბიჭი მინდაო, ეს მომენტი არ მქონია. ვერ დავმალავ, მეც ვამბობდი, ბიჭი მინდა-მეთქი, მაგრამ რომ გავიგე, გოგოს მამა ვხდებოდი, გამიხარდა და სანამ ვნახავდი, უკვე მიყვარდა. ახლა, ჩემს გოგოს რომ ვუყურებ, ემოციებს ვერ ვმალავ. ზოგი ამბობს, შენ გგავსო, მაგრამ მე ჩემს პატარა დაიკოს ვამსგავსებ. მთავარია, ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს.
– სახელი – მარიამი ვინ შეურჩია პატრას? ვინმეს პატივსაცემად ხომ არ დაარქვით?
– არა, მარიამი არავის პატივსაცემად არ დაგვირქმევია. ხან რომელ სახელს ვფიქრობდით და ხან რომელს, მაგრამ წარმოშობით ბულგარელი მამაო იყო ჩამოსული და მან რომ გაიგო, გოგოს ველოდებოდი, მითხრა: მარიამი დაიბადებაო. ჰოდა, რადგან მამაომ თქვა ასე, დავარქვი. თან, მარიამ ტალახაძე კარგად ჟღერს (იცინის).
– მშობიარობას თუ დაესწარი?
– არა, მშობიარობას არ დავსწრებივარ, მაგრამ ექიმის შემდეგ, ჩემი შვილი პირველმა მე ავიყვანე ხელში. გული კი არ წამივიდოდა, უბრალოდ, შეგნებულად არ დავესწარი მშობიარობას, არ მინდოდა, ანას კიდევ უფრო ენერვიულა. ექიმმაც მითხრა, უკეთესი იქნება, თუ არ შემოხვალ, ანა ნაკლებად ინერვიულებსო.
– პატარა ღამეებს არ გათენებინებს?
– არა, ჭკვიანი გოგოა, მამას ჰგავს. როცა შია, მხოლოდ მაშინ უწევს ხმას და ტირის (იცინის). ახლა, ერთი თვით ბათუმში ვარ, „ზბორებზე“ და მარიამს რომ ვერ ვეხუტები, განვიცდი. ყოველდღე ინტერნეტით ვუყურებ და ვეფერები. სამშობიაროდან გამოყვანილი დედიკოსა და შვილისთვის სახლის მორთვაში ჩემი და ჩემი მეუღლის მეგობრები და დიზაინერი დამეხმარნენ. მამას პრინცესას მოეწონა სიურპრიზი (იცინის). მინდა, კარგი მამა ვიყო, ყველა სურვილს ავუსრულებ. ცოტა მკაცრი მამა კი ვიქნები, მაგრამ მოკლე კაბის ჩაცმასა და პომადის წასმას არ დავუშლი (იცინის). უკვე ვაჭამე და გამოვუცვალე კიდეც – ამ მხრივ, კარგი მამა ვარ. როცა ჩამოვალ, სასეირნოდაც წავიყვან. ძალიან მიყვარს ბავშვები და მინდა, ბევრი შვილი მყავდეს. მარიამმა მრავალშვილიანი მამობა მომანდომა.
– ლაშა, წარმოშობით იმერელი ხარ, ცოლი მეგრელი გყავს. როგორ შედგა იმერულ-მეგრული ტანდემი ცოლქმრულ ურთიერთობაში?
– იმერულ-მეგრული ცოლქმრული ტანდემი მშვენივრად შედგა (იცინის). ცოტა ჯიუტები კი ვართ იმერლები, მაგრამ მეგრელი ცოლი უძლებს, არც ისაა ნაკლები (იცინის). სიყვარული ხომ იცით, ყველაფერს აბალანსებს.
– მეგრელ ქალებს სასწაული ხელი აქვთ და გემრიელ საჭმელებს ამზადებენ. ამ მხრივ, თუ განებივრებს ცოლი?
– კი, მანებივრებს, მაგრამ ძირითადად, გარეთ ჭამა მიყვარს და სახლში რომ მივდივარ და ჭამაზე უარს ვამბობ, მიბრაზდება, მემუქრება, საჭმელს აღარ
გაგიკეთებო (იცინის). ჰოდა, თუ გარეთ ჭამას არ გადავეჩვიე, ცოლის დასჯას ვერ გადავიტან (იცინის).
– თაფლობის თვე მალდივებზე გაატარეთ. ამბობენ, ეს საჩუქარი ახალდაქორწინებულებს შენმა ერთ-ერთმა სპორტსმენმა მეგობარმა გაგიკეთათ. მართალია?
– არა, ეს საჩუქარი არავის გაუკეთებია. უბრალოდ, მინდოდა, თაფლობის თვის გასატარებლად ისეთ ადგილას წავსულიყავით, სადაც ანას მოეწონებოდა. ჩვენი ხარჯებით გავემგზავრეთ ერთკვირიან მოგზაურობაში და მესამე დღეს, უკან მინდოდა გამოქცევა (იცინის).
– რატომ გინდოდა გამოქცევა?
– ძალიან ლამაზი გარემოა მალდივებზე, მაგრამ სხვაგან დიდი ხნით ვერ ვჩერდები. ჩემს სამშობლოში დაბრუნება მერჩივნა.
– ესე იგი, უცხოეთის „სამოთხეში“ ვერ გაჩერდი?
– დიახ, ჩემი სამოთხე აქ არის. კარგად კი დავისვენეთ მალდივებზე, მაგრამ ტრენაჟორებს რომ მივაგენი და ვარჯიში დავიწყე, ანა გადამერია (იცინის). სხვათა შორის, ძალიან მიწყობს ხელს სპორტულ კარიერაში, სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მაქვს.
– მეგრელი ქალები ცოტა ფიცხები არიან, ამ მხრივ, შენი ცოლი როგორია?
– ანა ფიცხი კი არ არის, ამ ცხოვრების აზრზეა (იცინის).
– თავად თუ ხარ რომანტიკული? რითი მოხიბლე ანა?
– რომანტიკული არ ვარ. რაც შეეხება მოხიბვლას, ამბობს, სუსტი ბიჭები არ მომწონდაო და ალბათ, რომ დამინახა ასეთი ბრგე და ახოვანი, მოიხიბლა (იცინის). ასე რომ, ჩემმა გარეგნობამ საყვარელი ქალი მაპოვნინა და თან, ჩემმა წარმატებულმა სპორტულმა კარიერამაც გაჭრა (იცინის).
скачать dle 11.3