კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რის ფასად დაუჯდა განქორწინებები სალომე გოგიაშვილს და ვის გამო გაიღო მან მსხვერპლად საკუთარი იმიჯი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

სალომე გოგიაშვილი ის ადამიანია, ვისაც საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარების არ ეშინია, ხშირად იცვლის იმიჯს და არც პლასტიკურ ოპერაციაზე ამბობს უარს. ახალახან მან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და როგორც თავად ამბობს, რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდა.
– სალომე, ახლახან ცხვირის ოპერაცია გაიკეთე. გოგონები ამ პროცედურას, ძირითადად, ადრეულ ასაკში იკეთებენ. შენ ახლა რატომ გადაწყვიტე და თუ მოგწონს შედეგი?
– მთელი ცხოვრება მინდოდა ცხვირის ოპერაციის გაკეთება და ახლა გავრისკე. სხვათა შორის, რაც ცხვირის ოპერაცია გავიკეთე, მინიმუმ შვიდი-რვა წელი მომაკლდა (იცინის). კეხიანი არ მქონია, პატარა, სწორი ცხვირი მქონდა, მაგრამ ერთ ზაფხულს რუსეთში ვისვენებდით. გემით ტურნეში წავედით და ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვვარდი. სახით დავეცი, ცხვირის ძვალი გამიტყდა და ძგიდი გამიმრუდდა. რაც ასაკი მემატებოდა, ცხვირი ფორმას იცვლიდა და სუნთქვა მიჭირდა. კეხიც გამიჩნდა. მართალია, ვიზუალურად დეფორმირებული იყო, მაგრამ ვერ შემამჩნევდით, მაკიაჟით ვიფარავდი. ამოწეულ ძვლებს, რომელიც ძალიან მემჩნეოდა, კოსმეტიკური კონტურებით ვფარავდი. სულ ვამბობდი, ოპერაციას აუცილებლად გავიკეთებ-მეთქი, მაგრამ რაც წლები მემატებოდა, შიშის ფაქტორი უფრო იზრდებოდა. თან, ვერც ისეთი ქირურგი მოვძებნე, რომელიც ზუსტად იმას გამიკეთებდა, რაც მე მინდოდა. მერე ბავშვებიც გავაჩინე და ოპერაცია გადავდე. მოკლედ, მომბეზრდა ამ ვიზუალით ყოფნა, მინდოდა, სიახლე და გავრისკე. ვიპოვე პლასტიკური ქირურგები და ზუსტად ოთხ დღეში, გავიკეთე ოპერაცია. „გიფსი“ რომ მოვიხსენი, ჩემი მეგობრები მახლდნენ თან. ერთი მეგობარი, ძალიან პირდაპირია, ცუდს თუ კარგს, ყველაფერს პირში გახლის. პირველი იმას გავხედე და ჩუმად რომ იყო, ვიფიქრე: ისეთი ცხვირი არ მაქვს, როგორიც მინდოდა-მეთქი და ისე, ვინერვიულე, გული წამივიდა. რომ მომასულიერეს და სარკეში ჩავიხედე, პირველივე ეფექტით მოვიხიბლე. ისე მომწონს ჩემი ახალი გარეგნობა ოცდაოთხი საათი სარკეში ვიყურები (იცინის). ადრე, ეკრანზე თუ გამოვჩნდებოდი, ეგრევე ვთიშავდი ტელევიზორს, რომ ჩემი ცხვირი პროფილში არ დამენახა. ყველა ფოტოს ვაფოტოშოპებდი და ისეთი ცხვირით ვდებდი, როგორიც ახლა მაქვს. ყველას ვეხვეწებოდი, პროფილში ფოტო არ გადამიღოთ-მეთქი (იცინის).
– ბევრი ცნობადი ადამიანი პლასტიკურ ოპერაციებს მალავს. შენ კი, არც ის დაგიმალავს წლების წინ, რომ მკერდის ოპერაცია გაიკეთე და ახლაც, ცხვირის ოპერაციის შესახებ, სოციალურ ქსელში, საჯაროდ დაწერე. რატომ?
– დიახ, ბევრი ცნობადი ადამიანი მალავს, პლასტიკურ ოპერაციებს და საკმაოდ მკვეთრად გამოხატულ ჩარევებზეც კი ამბობენ, არ გამიკეთებიაო. მე ოპერაციაზე რომ შევდიოდი, ვიდეო დავდე სოციალურ ქსელში და მითხრეს, რად გინდოდა, ბევრი ვერ მიხვდებოდაო. მე, პიარისთვის არ მჭიდებოდა ეს. ან რა უნდა გამეპიარებინა, რომ ცხვირი გავიკეთე? უბრალოდ, „ინსტაგრამზე“ ბევრი ფოლოვერი მყავს, მინდოდა, ენახათ შედეგი და ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, არ შეეშინდეთ და ენდონ იმ ქირურგებს, ვისთანაც მე ვიყავი. ასე რომ, მსხვერპლად გავიღე ჩემი იმიჯი, სამაგიეროდ, ბევრ ადამიანს დავეხმარები. უამრავმა მომწერა და უკვე მიაკითხეს იმ ქირურგებს. ბევრი ადამიანისთვის გავხდი სტიმული, მოეხსნათ ოპერაციის შიში.
– ვიცი, ოჯახის წევრები შენი ოპერაციის წინააღმდეგები იყვნენ. რას გეუბნებოდნენ?
– ჩემი ქმარი მეუბნებოდა, ასეთი მიყვარხარ და სხვანაირი ცხვირით ვერ წარმომიდგენიხარო. ბავშვებიც და დედაჩემიც ამავე აზრზე იყვნენ. მაგრამ, მე რომ ვიტყვი – მინდა, ესე იგი, მინდა და მორჩა. უაზროდ ატყდომა და ფობიები არ მახასიათებს. ავუხსენი, რომ მათ კი არა, მე მაწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვწუწუნებდი, კომპლექსი მქონდა. მოკლედ, მითხრეს, თუ ასე გინდა, გაიკეთეო. ამას წინათ, ჩემი ქმრის უცნაური მზერა დავიჭირე. ვკითხე, რა იყო-მეთქი და მიპასუხა: მომწონხარო (იცინის). მგონი, ახალ იმიჯში ვერ ხვდება, ვინ ვარ და თავიდან მეპრანჭება (იცინის). რაც შეეხება მკერდს, არც მისი პლასტიკური ოპერაცია დამიმალავს. გადიდება კი არ მინდოდა, უბრალოდ, ოთხი მშობიარობის მერე, საჭირო გახდა. ამაზეც მეუბნებოდნენ, რად გინდაო, მაგრამ რატომ უნდა მალო ტანსაცმლით ის, რაც არასასიამოვნო შესახედია და რისი გადაჭრაც მარტივად შეიძლება? მოკლედ, მკერდი მინდოდა და გავიკეთე, ცხვირიც მივაყოლე და პლასტიკურ ოპერაციებს ამით მოვრჩი (იცინის). სხვათა შორის, ცხვირის ოპერაციის მერე, წლები რომ მომაკლდა, ვიზუალურად ჩემს შვილს, მაშკას დავემსგავსე და დებივით ვართ.
– გარეგნობის მიმართ რომ რისკიანი ხარ, ამას თავად აღიარებ, მაგრამ პირად ურთიერთობებში და სიყვარულში თუ ხარ რისკიანი?
– პირად ურთიერთობებშიც და სიყვარულშიც ძალიან რისკიანი ვარ. თუნდაც იმაში გამოიხატება ჩემი რისკიანობა, რომ მე და ჩემი მეუღლე, ვახო ძალიან განსხვავებული ტიპაჟები ვართ და მასთან რომ დავიწყე სიარული, წესით და რიგით, ჩვენ ცოლ-ქმარი არ უნდა ვყოფილიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვეწყობოდი, რისკზე წავედი, ცოლად გავყევი და ოჯახი მაინც შევქმენი. თან, იმ ქალაქში, სადაც ყველა გიყურებს, როდის მისცემ საჭორაოს, როდის დაუშვებ მორიგ შეცდომას. ვთქვი, რომ ეს ადამიანი მიყვარს და შევძლებ ისე დავალაგო ურთიერთობა, კარგი წყვილი ვიყოთ-მეთქი და გამომივიდა, გაამართლა ჩემმა რისკმა.
– შენმა სასიყვარულო რისკებმა და სამმა ქორწინებამ, შვილებზე თუ იქონია გავლენა?
– მაშკა დიდი გოგოა და მისთვის ჩემი ურთიერთობები არასდროს დამიმალავს. მას, ჩემი სახით, ცოცხალი მაგალითი ჰყავს და ზუსტად ვიცი, იმ შეცდომებს არ დაუშვებს, რაც მე დამიშვია. თუ ჩემი ტრავმული მომენტები იმიტომ მოხდა, რომ ეს ჩემი შვილისთვის მაგალითი იყოს, კიდევ ბევრს გადავიტან. დღეს ჩემს შვილებს სრულყოფილი ოჯახი აქვთ და არ აწუხებთ განცდა, რომ დედის ცხოვრებაში ადრე სხვა მამაკაცი იყო. მარტივი არ არის ოჯახების დანგრევა, მას სტრესები და განცდები ახლდა თან. როცა ამ თემებზე ხმამაღლა ვსაუბრობ, უცნობი ადამიანები წერენ: მაგას რა უჭირს, დიდი ამბავი, რომ მოინდომოს, კიდევ გათხოვდებაო. ყველას აარიდოს ღმერთმა ის, რაც მე გამოვიარე. მეც გამიჭორავს სხვა და მერე იგივე დამმართნია. ამიტომ, სხვისი განკითხვა არ ღირს, რადგან იმავესგან დაზღვეული არ ხარ. ვისაც როგორ სურს, ისე იცხოვროს. არავის უნდა ბევრი ქორწინება და არეული ოჯახი. კარგი ქმარი და ბედნიერად ცხოვრება ჯობია, მაგრამ ზოგჯერ ვერ ეწყობი და ინგრევა. მარტო ის ჩანს, რომ სამჯერ გათხოვილი ვარ, მაგრამ ამის იქით, ფსიქიატრებთან სიარული და ფსიქოლოგების ჩარევა რომ დამჭირდა, ეს არავინ იცის. უბრალოდ, მორიელი ვარ ზოდიაქოთი და ისეთი ხასიათი მაქვს, საკუთარ თავს მხოლოდ მე ვშველი და ვერევი. ამიტომ არ ჩავიკეტები სახლში.
скачать dle 11.3