კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ვინ ემუქრება სალომე კაპანაძეს და რა არ გამოსდის მას შეყვარებულთან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სალომე კაპანაძე მაყურებელმა „პოსტივიდან“ გაიცნო და მან საკუთარი გარეგნობის, საკმაოდ თამამი და სექსუალური ჩაცმულობისა და სახალისო ვიდეოების მეშვეობით თავი ადვილად დაგვამახსოვრა.
სალომე კაპანაძე: „პოსტივიზე“ ქასთინგით აღმოვჩნდი – მსახიობი გოგო სჭირდებოდათ. მართალია, მე პროფესიით მსახიობი არ ვარ, მაგრამ ძალიან მინდოდა და ბედი მაინც ვცადე. პირველივე დღეს გადაღებაზე გამიშვეს და იქიდან დაიწყო და დაიწყო. ჯერ ოცი წლის ვარ და აქამდე არსად მიმუშავია. სკოლის დამთავრების შემდეგ არსად ჩამიბარებია. სამსახიობოზე მინდა, მაგრამ მეშინია, ბოლოდე არ ვარ დარწუნებული. სკოლის პარალელურად, სამოყვარულო დასებში ვიყავი, ამ სფეროსთან ახლოს ყოფნა ყოველთვის მსიამოვნებდა, მაგრამ გაურკვეველი შიშის გამო ჯერ კიდევ ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი (იცინის).
– ტელევიზია როგორი აღმოჩნდა?
– ფაქტია, რომ წარმატება მომიტანა. ხშირად მეკითხებიან, ხალხისგან აგრესია არ მოდისო? პირიქით, ყველა ღიმილით მხვდება. თავიდან ცოტა რთული იყო, მაგრამ მერე და მერე ყველაფერი თავისით ხდება.
– ქუჩაში ასე ლამაზად და სექსუალურად გამოწყობილს რომ გხედავენ, რა რეაქციები აქვთ ხოლმე?
– არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ ზედ არ მიყურებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ, მიკროფონით ხელში ვდგავარ და გიჟივით ვიღიმი, ოღონდ ვინმე დამელაპარაკოს. ძირითადად, მე კი არ გამირბიან, კამერის ეშინიათ. ზოგი თვითონ მოდის, მეც ჩამწერეო, ზოგს კიდევ ძალით ვაჩერებ. ზოგი ბრუნდება უკან და მთხოვს, რომ ჩანაწერი არ გავუშვა (იცინის).
– მამაკაცების რეაქციები მაინტერესებს.
– ჯერ ქალებზე ვიტყვი. კომენტარებს არ ვკითხულობ, მაგრამ ზოგჯერ მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, ნახე, რას წერენო და ვნახულობ: „მეც რომ მქონდეს ფული და ამდენ რამეს ვიკეთებდე, მეც ვიქნებოდი ასეთი ლამაზი“, „მეც რომ მყავდეს მდიდარი მამიკო, ვიქნებოდი ასეთი „გაქაჩული“... ოცი წლის ვარ და არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია, არც მილიონერი მამა მყავს. ეს, მგონი, აგრესიაა და სერიოზულად ვერ ვუყურებ. ქუჩაში რომ გავდივარ, ხალხს უნდა ვდიო და ვეხვეწო, რომ რამე მითხრან, მაგრამ სოციალურ ქსელში სხედან და წერა არ ეზარებათ, ბევრისგან აგრესიაც მოდის. „შენნაირი გოგო ოჯახში ვის უნდა“ და მსგავსი თემები. ვფიქრობ, ასეთი ხალხი საჭიროა. ქალებზე მეცინება ხოლმე, წერენ: შენი თავი მომცა ერთი კვირა, ნახავდი რას გიზამდიო (იცინის). თუმცა პირად შეტყობინებებში, სრული სერიოზულობით მწერენ მსგავს ტექსტებს: „გიყურებთ მთელი უბანი“, „შენი ფოტოები მაქვს ტელეფონში, ყოველდღე ვუყურებ და პოზიტივით ვივსები“... ასეთი მესიჯები ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. კითხვებზე აქვთ ხოლმე კიდევ საოცარი რეაქციები. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი კითხვაა: სად წამიყვანდი? ამაზე შეიძლება, ძალიან მარტივად მიპასუხო: კინოში, კაფეში... და მაინცდამაინც გარყვნილი აზრები არ მოგივიდეს თავში, ან სულაც იხუმრო. აუცილებლად ინტრიგნული მიზნით არ ვსვამ კითხვებს და არც სერიოზული კითხვებია, პოზიტიურ პასუხებზეა გათვლილი და იუმორზე.  
– ზაფხულში ამბობდნენ, ზამთარი რომ მოვა, ეს გოგო უმუშევარი დარჩებაო, თუმცა მშვენივრად უძლებ დაბალ ტემპერატურას. არ გიჭირს ასე ჩაცმულს ქუჩაში გადაღება?
– აი, არ დავრჩი უმუშევარი (იცინის). ძირითადად, დეკოლტე, ტოპი ან მოკლემკლავიანი თხელი ზედა მაცვია. როგორც მეუბნებიან, არ ვმალავ იმას, რაც მაქვს, რატომ უნდა დამალოო და არც ვმალავ. სიცივესაც ვუძლებ, როცა ვიცი, რომ უნდა გავუძლო – ფსიქოლოგიური მომენტია. დიდწილად ჩემზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება გადაღება, გააჩნია, რამდენად მოვინდომებ.
– არ გაქვს თამამ ჩაცმულობასთან დაკავშირებული კომპლექსი?
– ასე ჩაცმა „პოსტივიში“ არ დამიწყია. თავიდანვე ასე ვიცვამდი, ყველგან ასე დავდივარ. ეს არის ის, რაც მომწონს, ისევე როგორც საქმე, რომელსაც ვაკეთებ. არავინ მაძალებს, მაინცდამაინც ამოღებული უნდა ჩაიცვა, რაღაც უნდა გამოგიჩნდესო. მე ასე მომწონს და ტანსაცმელს ყოველთვის საკუთარი ნება-სურვილით ვარჩევ. თუმცა, ჩემი ჩაცმულობა ახლა უკვე სტილად იქცა.
– მშობლებს, განსაკუთრებით მამას, რა რეაქცია აქვთ, როცა შენი ჩაცმულობის გამო გარკვეულ კომენტარებს კითხულობენ?
– დედაჩემი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მეგობარია. ყველაფერში გვერდით მიდგას. სხვათა შორის, ბევრს აქვს ეგ დამოკიდებულება – მამაშენი ცუდად არ იგებს ამ ყველაფერსო? მე და მამას ამ თემაზე არ გვილაპარაკია. არასდროს უთქვამს, ვუყურებ შენს ვიდეოებს და რატომ გაცვია ასეო. სახლიდან რომ გამოვდივარ, ხედავს, როგორც მაცვია. განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივ, ამოღებულ ზედას ვატარებ.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ურთიერთობის საწყის ეტაპზე ვართ, მაგრამ ჯერჯერობით შეყვარებულს ვმალავ (იცინის). სამი წელია, ვიცნობ. ცოტა ხნის წინ შევხვდით და გავიხსენეთ ძველი ამბები. ახლა ერთად ვართ. ჩემი გულშემატკივარია, უყურებს ჩემს ვიდეოებს და რჩევებსაც მაძლევს. ხანდახან უცნობი ადამიანების მონაწერებს ერთად ვკითხულობთ ხოლმე – ეჭვიანი არ არის. მე ცოტათი ვარ. ხანდახან მიყვარს და საჭიროცაა ცოტა წაკამათება, სულ დალაგებული ურთიერთობა მოსაწყენია. მე ვითხოვ ხოლმე ხანდახან ეჭვიანობას და კამათს. ზოჯგერ ვეუბნები ხოლმე, მოდი რაღაცაზე ვიჩხუბოთ-მეთქი, მაგრამ ეგეც არ გამოგვდის (იცინის).
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– ასაკით ჩემზე უფროსი და ათლეტური აღნაგობის ბიჭები მომწონს, სასურველია თუ ლამაზი თვალები ექნება (იცინის). თავისი საქმე უნდა ჰქონდეს, უსაქმური ადამიანები არ მომწონს. ვფიქრობ, წყვილს შორის ბალანსი უნდა იყოს. სადმე რომ ერთად წახვალთ, ბიჭი ან გოგო სჯობსო, არ უნდა თქვან. ორივეს რომ შემოგხედავენ, უნდა იბნეოდნენ და ვერ არკვევდნენ, რომელი უკეთესია. სხვათა შორის, ამ თემაზე გვილაპარაკია და მგონი, ერთმანეთს ძალიან ვუხდებით (იცინის).
– ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე რა აზრის ხარ?
– აბსოლუტურად მომხრე ვარ ქორწინებამდე თანაცხოვრების. რატომაც არა, არც კანონი გვავალდებულებს და არც ვინმე გვთხოვს საწინააღმდეგოს გაკეთებას. უბრალოდ, ადრე იყო სტერეოტიპი, რომლის დამსხვრევასაც დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცდილობს. ძველი თაობა თავისას ამბობს, ახალი – თავისას და საბოლოოდ, მგონი, ახალგაზრდები ვიმარჯვებთ (იცინის). ძალიან ბევრი წყვილი ვიცი, ვინც ქორწინებამდე თანაცხოვრების მომხრეა და ცხოვრობენ კიდეც ასე. ქორწინება არაფერ შუაშია თანაცხოვრებასთან, შეიძლება, მე საერთოდ არ მინდოდეს ქორწილი. თანაცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება, ძალიან ელემენტარულ რამეში ვერ გავუგოთ ერთმანეთს და ის გახდეს გადამწყვეტი. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ, ვფიქრობ, ასე სჯობს. შეიძლება, ადამიანი თანაცხოვრების დროს მოგბეზრდეს კიდეც და ქორწინება გახდეს შემაკავებელი. მე ნამდვილად არ მინდა, რომ ურთიერთობის შესანარჩუნებლად რაღაც შემაკავებელი იყოს საჭირო. ამიტომ ქორწინებაში ყოფნას თავისუფალი ურთიერთობა მირჩევნია.
скачать dle 11.3