კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№12 რატომ მოსწონს „მისტერ ვალენტინს“ ასაკით უფროსი გოგონები და რატომ იღებს მათი წვალებით სიამოვნებას

ნინო კანდელაკი ტატა დევდარიანი

ცოტა ხნის წინ კონკურსის – „მისტერ ვალენტინის“ გამარჯვებული 18 წლის ლუკა შენგელია გახდა, რომელიც ყოფილი სპორტსმენია. ის ამჟამად არქიტექტურულზე სწავლობს.
ლუკა შენგელია: ყოფილი მოკრივე ვარ და მას შემდეგ, რაც კრივს თავი დავანებე, გადავწყვიტე, მესწავლა და გარდა ამისა, მეგობრების თხოვნით, სამოდელო სააგენტოში მივედი. კრივის მერე მოდელობა, ყველასთვის შოკის მომგვრელი იყო. კრივს ტრავმის გამო დავანებე თავი. 4 წელი ვიყავი ამ საქმით დაკავებული და თავიდან ძალიან გამიჭირდა. მინდა, არქიტექტორი გამოვიდე, თან, წარმატებული. პარალელურად, დამწყები დიზაინერიც ვარ. ძირითადად, კაცის ხაზზე ვმუშაობ, რადგან ქალებს ვერ გავუგებ – არ ვიცი, რა უნდათ. უცხო სტილზე ვმუშაობ, ყველა კაცი ვერ ჩაიცვამს. თუმცა, არქიტექტურა უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიცი ჩამითრევს.
– რატომ აირჩიე კრივი?
– 5 წლიდან სპორტით ვიყავი დაკავებული. ჯერ ტანვარჯიშზე დავდიოდი. მამა საქართველოს ჩემპიონი იყო ტანვარჯიშში, ბევრი წარმატება ჰქონდა. ბაბუა საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი ნომერი იყო თავისუფალ ჭიდაობაში. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ჭიდაობაზე შევსულიყავი, მაგრამ მამამ თქვა, რაც ბავშვს უნდაო და, მოკლედ, შევედი კრივზე. ძალიან მომეწონა. პირველად, რინგზე რომ გავედი, შიშის განცდაც არ მქონია. ამ სფეროში როცა ხარ, ცივსისხლიანი უნდა იყო. მე დღემდე არ ვარ ცივსისხლიანი, მაგრამ შიში არასდროს მქონია, პირიქით, რინგზე ყოფნა ძალიან მსიამოვნებს. ბევრი მეუბნება, გიჟი ხარ, როგორ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს დარტყმა გსიამოვნებდესო.
– ელოდებოდი „მისტერ ვალენტინზე“ გამარჯვებას?
– არ ველოდებოდი, რადგან ჩემ გარდა გამარჯვებას ბევრი სხვა ბიჭიც იმსახურებდა. ღირსეული კონკურენტები მყავდა, რამდენიმესთან ვძმაკაცობ. ხუთნი ვართ და ვთქვით: ჩვენიდან რომელიც გაიმარჯვებს, თითოეულის გამარჯვება იქნებაო. რომ გამომაცხადეს, ხალხი დამეტაკა, ვერ გავერკვიე. ახლაც მიჭირს გააზრება. ბევრი მეკითხება: რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც „მისტერ ვალენტინი“ გახდიო. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვიქნები, „მისტერ ვალენტინი“ თუ „მისტერ მსოფლიო“, ყოველთვის უბრალო ადამიანად დავრჩები.
– გინდა, „მისტერ მსოფლიო“ გახდე?
– რატომაც არა. რადგან ამ სფეროში მოვედი, ყველა მწვერვალს ბოლომდე მივაღწევ. გეგმაში მაქვს, წავიდე ქვეყანაში, სადაც უკეთესი შესაძლებლობებია და სამოდელო საქმეს მივხედო, პარალელურად, ვისწავლო კიდეც. მილანი მაქვს არჩეული.
– დიზაინერობაზე, რომ საუბრობდი, მითხარი: გოგონებს ვერ გავუგებო და ზოგადად რამდენად გესმის მათი?
– როგორ ვერ ვუგებ გოგონებს, უბრალოდ ჩაცმასთან დაკავშირებით არ ვიცი ხოლმე, რა უნდათ. მეგობარი გოგონები მყავს, შეყვარებულიც მყოლია და არ იციან ხოლმე, მეორე დღეს რა უნდა ჩაიცვან.
– როგორი გოგონა წარმოგიდგენია შენ გვერდით?
– ძალიან თავისუფალი. ამბიციური არ უნდა იყოს. როგორც კი გავიგებ, რომ ამბიციურია – მხოლოდ მე ვარ და სხვა არავინო, ჩამოვშორდები. ყველას უნდა სცეს პატივი, სხვანაირს ვერ გავუგებ. დაბალი არ უნდა იყოს, რადგან მე 188 სანტიმეტრი ვარ და ის მეტრი და 50 სანტიმეტრი არ უნდა იყოს. თუმცა სიყვარული ისეთია, შეიძლება, „მეტრანახევარიც“ შეგიყვარდეს. ძალიან ნაზიც არ უნდა იყოს. პირველად გოგონაში გარეგნობას ხედავ და შემდეგ ჭკუას. დებილი გოგო არავის სჭირდება, ისევე როგორც, დებილი ბიჭი. თუმცა დებილი არც არავინ არის. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ, ჭკვიანი უნდა იყოს, ყველაფერში მე უნდა მჯობდეს და ერთმანეთს უნდა გავუგოთ. მოწესრიგებული უნდა იყოს. პუტკუნა გოგონებიც არ მომწონს, გამხდარი გოგონები მირჩევნია. გოგონა თავიდან თავს უნდა იფასებდეს. იმას, ვინც თავს არ იფასებს და ეგრევე გეხსნება, არ გავეკარები. გოგონაა და თავიდან უარიც უნდა გითხრას. უბრალოდ, არ მიყვარს დიდხანს რომ იფასებენ თავს. ურთიერთობა საინტერესოა, როცა უარს გეტყვის. მერე ფიქრობ: როგორ მოხიბლო და აზარტში შედიხარ. თავიდანვე რომ უთხრა ყველაფერი, დაგეთანხმოს, არ იქნება საინტერესო. ჩემი შეყვარებულიც თავიდან თავს იფასებდა, უარს მეუბნებოდა – ეს უფრო მეტად მიზიდავდა, რომ გამეტეხა, მისი გული მომეპოვებინა. რაღაც პერიოდში გავტეხე მისი გული და შიგნით გველივით შევძვერი. ქალმა თავი უნდა დაიფასოს და კაცმა თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს, მაგრამ დიდხანსაც არ უნდა იწვალოს. თუ მაწყობს, შეიძლება, მეც დავიფასო თავი.
– სადმე წასვლას  ან რაიმეს ჩაცმას აუკრძალავ?
– მე უნდა ვიცოდე, სად წავა ჩემი შეყვარებული. რაც შეეხება ჩაცმას, პირიქით, სასიამოვნოა, როდესაც ჩემ გვერდით ლამაზი ქალი იდგება, ლამაზი ფიგურა ექნება, დეკოლტე ეცმევა. მესიამოვნება, რომ ასეთი ლამაზი ქალია ჩემთან, რომელიც კარგად გამოიყურება და ყველა მას უყურებს.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– ყურადღებიანი. 24 საათი მოვიკითხავდი ხოლმე და მეგობრები მეჩხუბებოდნენ: ნუ ხარ ტელეფონზე ჩამოკიდებულიაო. თუ ქალაქში ვიყავი, დღე ისე არ გავიდოდა, რომ არ მენახა. ჩემი შეყვარებული როცა გავიცანი მეთორმეტე კლასში იყო, მე – მეათეში. თავიდან „ფეისბუქზე“ დავამატე და იქიდან დავიწყეთ ურთიერთობა. კი არ მივესალმები „ფეისბუქზე“ გოგონას გაცნობას, მაგრამ ასე გამოვიდა. შეიძლება, გაიცნო „ფეისბუქით“, მაგრამ გარეთ ვერა? მე გოგონას გარეთ უფრო კარგად გავიცნობ. „ლაივი“ სულ სხვა არის – პირისპირ რომ დგახარ, თვალებში უყურებ. ზოგადად ჩემზე ასაკით უფროსი გოგონები მომწონს. დიდი გოგო უფრო დაღვინებული, ჩამოყალიბებულია და იცის, რა უნდა. პატარა გოგო დასაღვინებელია, გასაზრდელი და მე მისი გაზრდის თავი არ მაქვს, ჯერ საკუთარი თავი მყავს გასაზრდელი. თან, დიდები დახვეწილები არიან. პატარა გოგონა კი რომ გაიზრდება, არ იცი, როგორი იქნება. ასაკით უფროს გოგონასთან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. სოციალურ ქსელშიც რომ მწერენ ხოლმე, ჯერ უნდა ვნახო მისი ფოტოები, ყველა დეტალი განვიხილო, თუ მიღირს მიწერა. მერე საუბარს ვაკვირდები. მიყვარს გამოცდების მოწყობა და კიდევ გოგონების გამწარება. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, გველი ხარო. ნერვებზე თამაშიც მიყვარს. შემიძლია, გოგო ფსიქოლოგიურად გავტეხო და მერე სიამოვნება მივიღო. რომ გაგიჟდება გოგო, კივის, წივის, სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. მეგობრებსაც ვამწარებ. ზოგი აღარ მყვება, ზოგი კი მეუბნება: დეგენერატი ხარ, თავი გამანებეო და მე ვიცინი ხოლმე.
– შენ არ გამწარებენ?
– მე ჯერ არავის გავუმწარებივარ. გოგონები ვერ გამამწარებენ, მათ ხრიკს და ხაფანგს არ წამოვეგები. მე ვარ ასეთი – აქეთ ვუგებ ხაფანგს.

скачать dle 11.3