კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 შვილს დედამთილის სახელი არ დავარქვი და მომიძულა



სანამ შვილი გამიჩნდებოდა, დედამთილი საკუთარი ქალიშვილივით მივლიდა, მანებივრებდა, მეფერებოდა და ამბობდა: ამას რას მოვესწარი, ვერც კი ვიოცნებებდი, ჩემი შვილი შენნაირ ცოლს თუ მოიყვანდაო. მეც, შეძლებისდაგვარად, ვცდილობდი, მისთვის თბილი და მზრუნველი რძალი ვყოფილიყავი. ორსულად რომ დავრჩი, სიხარულით გადაირია და ბავშვი რომ დაიბადა, ყველას ეუბნებოდა: ჩემმა რძალმა ისეთი საჩუქარი გამიკეთა, მასზე ცუდი რომ ვთქვა, ენა ამომაგლიჯეთო. თუმცა, ბავშვის სახელი რომ გაიგო, მერე ასე აღარ ჭიკჭიკებდა. მთელი ცხრა თვის განმავლობაში, მე და ჩემი ქმარი, ბავშვის სახელზე ვმსჯელობდით, ათასი ვარიანტი განვიხილეთ და ბოლოს სოფიაზე შევჩერდით. არც კი მოგვსვლია აზრად, ეს ვინმესთან შეგვეთანხმებინა და მით უმეტეს, ბებიის სახელის – ნელის დარქმევაზე არც გვიფიქრია. მოკლედ, ამ თემაზე, არც ოჯახში და არც ჩემს დედამთილთან, არ მქონია საუბარი და რომ გაიგო მისი სახელი არ დავარქვით, ტყავიდან ამოვარდა, გადაირია და მითხრა: რას წარმოვიდგენდი, თუ ასე გძულდი და ვერ მიტანდი, არც კი დამიშვია გონებაში, რომ შვილიშვილს ჩემი სახელი არ ერქმეოდაო. ამის გამო, მე ხომ ამითვალწუნა და ბავშვსაც ამრეზილად უყურებს. ტირილით რომ გასკდეს, არ მივა და ხელში არ აიყვანს. არადა, რომ ჰკითხოთ, მისი სიცოცხლე და მზეა. ეს სხვების თვალის ასახვევად, თორემ, ხომ ვხედავ, რა დამოკიდებულებაც აქვს ჩვენ მიმართ. რომ „ჩაიხვია“ და აღარ გაჩერდა, მეც მკაცრად ვუთხარი: შენს ქალიშვილს ჩემზე ადრე ეყოლა გოგო და მან რატომ არ დაარქვა დედის სახელი-მეთქი. ამაზე სულ გაგიჟდა, მიყვირა: შეუგნებელი ხარ, მაგდენსაც ვერ აზროვნებ, რომ ქალები გოგოებს დედამთილის სახელს არქმევენ და არა დედისო. დედაჩემი რომ მოდის, ისე ელაპარაკება, ისე კბენს და აღიზიანებს, ქალი წნევააწეული მიდის სახლში. ჩემიანებს ჩემთან სტუმრობა შეაძულა. ამას წინათ ბავშვის სარეცხი მქონდა აივანზე გაფენილი. წვიმა წამოვიდა და ვთხოვე, ჩამოხსენი-მეთქი. ისე გამომხედა, სახეზე ეწერა, მეტი საქმე არ მაქვსო. ასეთი რამ არავისგან მსმენია. თავის შვილი ხომ შეჭამა, სულ იმას უმეორებს: რა გიქნა ასეთი ცოლმა, როგორ გადაგიყვანა თავის ჭკუაზე და გატრიალებს, როგორც უნდა, დედა აღარ გახსოვსო. ნამდვილად არ მეგონა, ბავშვის სახელი თუ ასე იმოქმედებდა მის განწყობასა და ოჯახის წევრების დამოკიდებულებაზე. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, იქნებ მოვიდეს ჭკუაზე და დატკბეს, თორემ მის გვერდით, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. ამას წინათ მისმა ბუტბუტმა ისე გამომიყვანა წყობიდან, პასუხისგან თავი ძლივს მოვთოკე, მაგრამ ისე წავკბინე, მივხვდი, გული ეტკინა. ბავშვი ჩემს მამამთილს ეჭირა, ეფერებოდა და ვუთხარი: ბიჭი რომ გამიჩნდება, აუცილებლად თქვენს სახელს დავარქმევ-მეთქი. ჩემს დედამთილს სახე ისე წამოუწითლდა, ლამის ცეცხლი მოეკიდა. დიახ, მეც შევცვალე მასთან დამოკიდებულებაში სტრატეგია, ქარაგმებით დავიწყე საუბარი და იმედია, მიხვდება შეცდომას. თუ არა და, კარგად ბრძანდებოდეს! არ ვაპირებ, კოჭის გაგორებას. მამამთილს დავითი ჰქვია და ეს სახელი ძალიანაც მომწონს. ჰოდა, თუ ღმერთი ბიჭს მაჩუქებს, ბაბუის სახელს დავარქმევ, პრობლემა არ მაქვს. ქალბატონმა კი, შორიდან უყუროს. თუ მისთვის ბავშვის სახელი წყვეტს, როგორ ეყვარება შვილიშვილი, რა გაეწყობა. მართალია, რომ ამბობენ: როგორც მომექცევი, ისე მოგექცევიო. ხოდა, ახლა ამიტანოს. მე ბედნიერი ვარ ჩემს ქმარ-შვილთან. ჩემს მომავალ შვილებსაც რასაც მინდა, იმას დავარქმევ, მეუღლესთანაც თბილი და მოსიყვარულე ვიქნები და ის გასკდეს გულზე.
მარი, 26 წლის.скачать dle 11.3