კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რა არის თმის ნელი ზრდის მიზეზი და როგორ დავაჩქაროთ მისი გაზრდა და გასქელება

ნინო კანდელაკი ანი რევია

თმის ნელი ზრდის ძირითადი მიზეზია ის, რომ ორგანიზმს არა აქვს უნარი, მოამარაგოს თავის კანი მკვებავი ნივთიერებებით. ასეთ შემთხვევაში, თმის ფოლიკულები პასიური ხდება. ჯანმრთელი თმის ნორმალური ზრდისთვის, აუცილებელია ისეთი მინერალები, როგორიცაა კალციუმი, რკინა, ქრომი, სპილენძი, იოდი, კალიუმი, მაგნიუმი, მარგანეცი, გოგირდი, თუთია. გარდა ამისა, თმის ცუდი ზრდა შეიძლება, დაკავშირებული იყოს შესუსტებულ სისხლის მიმოქცევასთან  და თმის მოვლის საშუალებების არასწორად შერჩევასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც უფრო ხშირად განიცდის ადამიანი სტრესს, მით უფრო ნელა იზრდება მისი თმა. თმის ზრდაზე შეიძლება იმოქმედოს კანქვეშა ცხიმებმა, ბაქტერიებმა და ჭუჭყმა, რომელიც თმის ფესვებში ჯდება, ხელს უშლის თმის „სუნთქვას“ და შესაბამისად, აფერხებს მის ზრდას. თუმცა, არსებობს თმის გაჯანსაღების, გამაგრებისა და სწრაფად გაზრდის ხალხური მეთოდები, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ.
თუ გსურთ, თმა სწრაფად გაიზარდოს, ჯანსაღად გამოიყურებოდეს და არ დაგცვივდეთ:
* 2 ჭიქა თბილ წყალში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი საფუარი და დაუმატეთ 2 კოვზი შაქარი. გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთი. მიღებული მასით თმაზე გაიკეთეთ ნიღაბი. დაიხურეთ ქუდი და მოიხვიეთ პირსახოცი. გააჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ კი, დაიბანეთ შამპუნით. კარგი იქნება, თუ ასეთ ნიღაბს ორ კვირაში ერთხელ გაიკეთებთ;
* აფთიაქში შეიძინეთ ჭინჭრის ექსტრაქტი. აადუღეთ, გააგრილეთ და გადაივლეთ თმაზე ყოველდღიურად, ორი კვირის განმავლობაში. ჭინჭარი არა მხოლოდ თმის ზრდას უწყობს ხელს, არამედ კვებავს და აჯანსაღებს თავის კანს, ამასთან თმაც უკეთესად ივარცხნება;
* თავის დაბანის წინ თმის ძირებში შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი. რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში. აბუსალათინის ზეთი, ასტიმულირებს თმის ზრდასა და სიხშირეს.
ცვენის შემაჩერებელი და თმის ზრდის ხელის შემწყობი ნიღბები:
* ნახევარი ჭიქა კეფირი, 1 სუფრის კოვზი საფუარი და 1 კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ და დადგით თბილ ადგილას 20 წუთის განმავლობაში. წაისვით თმაზე და თავის კანზე, გააჩერეთ 40 წუთი, შემდეგ კი, შამპუნით ჩამოიბანეთ. კარგია თუ ასეთ ნიღაბს კვირაში ორჯერ გაიკეთებთ;
* ჯამში პატარა ყავის ჭიქით ჩაასხით შამპუნი, დაუმატეთ 30 გრამი კონიაკი და ერთი კვერცხის გული. კარგად აურიეთ და მიღებული მასა წაისვით ნოტიო თმაზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ორ კვირაში ერთხელ. ასეთი ნიღაბი აჩერებს თმის ცვენას, აჩქარებს მის ზრდას და საგრძნობლადაც ასქელებს;
* 1 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით თბილ წყალში, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. საფუარი რომ ამოვა, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ორი სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი. მიღებული მასა კარგად შეიზილეთ თმის ძირებში. მოიხვიეთ პოლიეთილენის ცელოფანი და შეიხვიეთ პირსახოცით. ერთი საათის შემდეგ თავი ჩამოიბანეთ შამპუნით;
* თმაზე ასევე კარგად მოქმედებს ღია ფერის ლუდის ნიღაბი – თავის დაბანის შემდეგ, აიღეთ ერთ ჭიქა ღია ფერის თბილი ლუდი და კარგად დაისველეთ თმა. თავი აღარ დაიბანოთ. ლუდი შეიცავს საფუარს და B ჯგუფის ვიტამინებს, ამიტომ ლუდით დასველებული თმა კარგად ივარცხნება, სქელდება და სწრაფად იზრდება;
* თუ გსურთ, თმა სწრაფად გაიზარდოს, ეს ნიღაბი გამოგადგებათ: 1 სუფრის კოვზი ხახვის წვენს, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაყი და 2 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, რომლის შეძენაც აფთიაქებში შეგიძლიათ. მიღებული ნაზავი წაისვით თმის ძირებზე, თავი შეიხვიეთ პირსახოცით და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ;
* თმის სწრაფი ზრდისთვის, მისი სირბილისა და ბზინვარებისთვის: 1 კვერცხი, 3 კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 კოვზი აბუსალათინის ზეთი კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანსა და თმის ძირებში. დაიხურეთ თავზე ცელოფნის ქუდი და გააჩერეთ 20 წუთით. რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.
ზოგადად, იმისთვის, რომ გქონდეთ გრძელი, ლამაზი და ჯანმრთელი თმა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდთან ერთად, სასურველია დაიცვათ შემდეგი წესები:
* თავის დაბანის შემდეგ, თმაზე გადაივლეთ, ჭინჭრის ან პიტნის ნაყენი, რომელიც  არბილებს თმას და ამავე დროს, ხელს უწყობს მისი ზრდის სტიმულირებას. ასე ნებისმიერ ვარცხნილობასაც დიდხანს შეინარჩუნებთ;
* ბეტა-კაროტინი, რომლის წყაროდ მწვანე და ყვითელი ფერის ხილი და ბოსტნეული ითვლება, ხელს უწყობს თმის ზრდას. თმის სტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტინი, რომელსაც შეიცავს ჰერკულესი, ყავისფერი ბრინჯი, სოია, ცერცვი, კაკალი, ლუდის საფუარი.
скачать dle 11.3