კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რა გავლენას ახდენს ცოლქმრულ ურთიერთობებზე დაბადების წელი

დაბადების წელი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე, სიყვარულზე, ცხოვრების სტილსა და ზოგადად, იღბალზე.  იღბლიანი თუ უიღბლო ქორწინებაც კი დაბადების წელზეა დამოკიდებული. კერძოდ, ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს სწორედ მეუღლეთა დაბადების წელი განსაზღვრავს.
ზოგადად, დასავლური ასტროლოგია ადამიანის განზრახვებზე აგებს პასუხს, ხოლო აღმოსავლური კი – მის შესაძლებლობებზე. ამ შემთხვევაში, ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ცოლ-ქმარს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის, რომ არ შეიძლება, ადამიანისგან მოითხოვო ის, რაც არ აქვს, არ შეუძლია ან არ ესმის. შესაბამისად, უნდა დააფასო ის, რაც კოსმოსისგან დაბადების წლის მიხედვით ერგო წილად.
აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული ადამიანები ძლიერები და კეთილშობილები არიან; „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წელიწადში დაბადებულები – უცნაურები; „კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წელიწადში დაბადებულები – მშვიდები და ფლეგმატურები; ხოლო „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებულები – ენერგიულები და მეომრის სულისკვეთების მქონენი.  
„ვირთხის“, „გველეშაპის“ და „მაიმუნის“ წლებში დაბადებულები, ერთი შეხედვით, უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები ადვილად ჰყვებიან ვნებებს და არ უსმენენ გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას ითვალისწინებენ. არასდროს ხელმძღვანელობენ მკაცრი ლოგიკით. მათთვის არ არსებობს ამოუცნობი ადამიანი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებასა და გარეგნობას.  მათთვის სიყვარული თავისუფალია, შეზღუდვების გარეშეა. უჭირთ ორიენტირება რეალურ ცხოვრებაში, თუმცა ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს. ამ ნიშნით დაბადებულები ბუნებით მშვიდები არიან, თუმცა, ხშირად, უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
„ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული ადამიანები, უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. კარგი მრჩევლები არიან, თუმცა საკუთარი თავისთვის – არა. ასეთ ადამიანთან ქორწინება რთულია, თუმცა მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა და ვალდებულების გრძნობა სასიკეთოდ მოქმედებს მათ ოჯახურ და ცოლქმრულ ურთიერთობაზე. მათთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. ხშირად ცდილობენ, „გადააკეთონ“ თავიანთი რჩეულები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. ამის გამო კი, მათი სასიყვარულო ისტორიები დანაკარგებით და იმედგაცრუებით არის სავსე.
„ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წლებში დაბადებულების გადაჭარბებული ქება დაუშვებელია. მათ ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ თავის გამოჩენა. როგორც წესი, ისინი არასდროს არიან გულგრილნი საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ, განსაკუთრებით კი, არაორდინარული თაყვანისმცემლები მოსწონთ. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევარს აღმერთებენ, სანაცვლოდ კი, ერთგულებასა და სითბოს ითხოვენ. ამ წლებში დაბადებული ადამიანები მუდმივ ძიებაში არიან. სიძნელეების გადალახვაც ძლიერი ხასიათის გამო არ უჭირთ. თუმცა მუდამ მხარდაჭერასა და სიყვარულს საჭიროებენ.
„კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წლებში დაბადებული ადამიანი შინაგანად სუფთა და ლამაზია. განსაკუთრებული შარმი და მიმზიდველობა აქვთ. მართალია, ნაკლებად ერკვევიან საპირისპირო სქესის ფსიქოლოგიასა და სასიყვარულო წვრილმანებში, მაგრამ ცდილობენ, ეს მათთვის დაბრკოლება არ იყოს. უყვართ სიახლეები და რომანტიკული თავგადასავლები. მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრებაში წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობას იდეალურად ახერხებენ.скачать dle 11.3