კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ იხსნა ლავრენტი ბერიამ ქართული ეკლესია განადგურებისგან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია რომ „ფრთიანი ანგელოზი“ არ იყო, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. თუმცა, ახლა ისიც ირკვევა, რომ საბჭოთა საიდუმლო პოლიციის შეფი არც ისეთი მონსტრი იყო, როგორც ამბობდნენ და თურმე „ჩუმ-ჩუმად ღმერთიც კი სწამდა“... ისტორიკოსი ოლეგ სანნიკოვი წერს: „ლავრენტი ბერია, რა თქმა უნდა, ფანატიკოსი მორწმუნე არ ყოფილა, მაგრამ ირკვევა, რომ ღმერთის არსებობას არასდროს უარყოფდა და ყოველთვის ერიდებოდა სასულიერო პირების დასჯას. ბერიას ერთადერთი ვაჟი, სერგო ბერია ასეთ ისტორიას ყვებოდა: „დაბალ კლასში, არ მახსოვს, ზუსტად რომელში ვსწავლობდი, როდესაც სკოლაში უღმერთოთა საზოგადოების აქტივისტი, ვინმე ნათან ზონდერი მოვიდა და ლექცია ჩაგვიტარა ღმერთის არარსებობის შესახებ. ბოლოს კი გვითხრა, – თუკი ვინმეს სახლში მორწმუნე ბებია-ბაბუა ჰყავს და მათ ხატებიც აქვთ, მოჰპარეთ, ან ჩემთან მოიტანეთ გასანადგურებლად ან ეს თავად  გააკეთეთო. მართა ბებია (მამაჩემის დედა), რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა, ძალიან მორწმუნე ქალი იყო. თავისი ოთახი ხატებით ჰქონდა მოფენილი და გულმხურვალედ ლოცულობდა. რვა-ცხრა წლის ბავშვი ვიყავი. ზონდერის სიტყვებს ავყევი და მართლაც, სახლში რომ მოვედი, ბებიას ოთახში შევიპარე. ჩუმად ავიღე ორიოდე ხატი და ბუხარში შევაწყვე. შემდეგ სამზარეულოდან ნავთი ავიღე, რომ ხატებისთვის დამესხა, ცეცხლი მომეკიდებინა და დამეწვა. სწორედ ამ დროს მომისწრო დედამ და რა თქმა უნდა, ჩანაფიქრის განხორციელება ვეღარ შევძელი. დაწვრილებით გამომკითხა, რატომ გადავდგი ასეთი ნაბიჯი. საღამოს კი, როცა მამა სახლში დაბრუნდა, მას ყველაფერი მოუყვა. მამამ თავისთან მიხმო და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განრისხებული იყო, თავი მოთოკა და ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლა. ბოლოს კი მითხრა:
– ასეთი რამ არასდროს გააკეთო, იცოდე, რომ ხატების განადგურება არ შეიძლებაო.
რომ ვკითხე, თუ რატომ არ შეიძლებოდა ხატების განადგურება, მამამ მიპასუხა:
– იმიტომ, შვილო, რომ ხატი ხელოვნების ნიმუშია და ლამაზი. მისი განადგურება კი ვანდალიზმიაო...“
ლავრენტი ბერიამ, რომელიც იმ მომენტში უკვე საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი იყო, საკმაოდ კარგად განუმარტა პატარა სერგოს, თუ რატომ არ უნდა გაენადგურებინა ხატები და ბიჭი მსუბუქი სასჯელით გადარჩა – სამი დღე გარეთ არ გაუშვეს სათამაშოდ. სამაგიეროდ, უფრო მძიმე ბედი ხვდა წილად უღმერთო ნათან ზონდერს. ეს ორმოც წელს მიტანებული კაცი თბილისის უღმერთოთა ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი აქტივისტი იყო და ოციან წლებში დიდი რაოდენობით ხატებს ანადგურებდა. წვავდა მათ. თუმცა მანამდე იქიდან ძვირფას თვლებსა და ჩარჩოებს იღებდა და როგორც ძვირფასეულობას, ისე ყიდდა.
ბერიას ფარული მითითებით, ნათან ზონდერი „ენკავედეში“ დაკითხვაზე წაიყვანეს და სწორედ აქ გამოტყდა თავის საქმიანობაში. ყველაფერი აღიარა და თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ უღმერთოს სასამართლომ ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის გააციმბირეს, ხოლო უღმერთოებითა და სპეკულაციით დაგროვილი ქონება კი ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს...
როგორც ცნობილია, ლავრენტი ბერია შესანიშნავად ხატავდა და ბაქოს მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში რომ წმიდა გიორგის (შუბით ხელში) ხატი იყო დასვენებული, 1918 წელს წინამძღოლ მამა ანტონის კურთხევით, სწორედ ლავრენტი ბერიამ დაწერა. როგორც ცნობილია, 19 წლის ლავრენტი ბერია ბაქოს ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და სტალინისა და კიროვის დავალებით მუსავატურ კონტრდაზვერვაშიც კი მუშაობდა. თუმცა, „ჩაუშვეს“ და იძულებული გახდა, იქიდან გაქცეულიყო და სანამ სამშვიდობოზე გაიყვანდნენ, თავშესაფარი ტაძარში ჰპოვა. მამა ანტონი ბოლშევიკ-იატაკქვეშელებს ეხმარებოდა. თავად სტალინსაც კარგად იცნობდა, რადგან მასთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და ამიტომ შეიფარა ბერია, რომელიც გრძელ წვერ-ულვაშს ატარებდა, გრიმიც ჰქონდა და რა თქმა უნდა, თავზე – პარიკიც, რომელიც მას მეგობარმა იატაკქვეშელებმა მოარგეს. წინამძღოლმა ანტონმა კი სახეშეცვლილი ბერია შემოწმებაზე მოსულ ჟანდარმებს ხატმწერ მორჩილად წარუდგინა და სწორედ მაშინ დაწერა ბერიამ გამარჯვებული, შუბოსანი წმიდა გიორგის ხატი, რომელიც ტაძარში აკურთხეს და დაასვენეს, სადაც 1990 წლამდე ინახებოდა.
სხვათა შორის, 1841-1845 წლებში აგებული ეს ტაძარი აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ არ დაუხურავთ და იქ მამა ანტონი აგრძელებდა მვდელმსახურებას. თუმცა, წინამძღოლი 1939 წელს საბოტაჟის ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ ბერიამ მოახერხა და აზერბაიჯანის მეთაურს მირ-ჯაფარ ბაგიროვს ხმა მიაწვდინა და სასულიერო პირი გაათავისუფლეს და ჩამორთმეული ქონებაც დაუბრუნეს. იმ წელს ბერია უკვე მოსკოვში გადაიყვანეს და ამიერკავკასიაში აღარ მოღვაწეობდა. მანამდე კი, იყო რა ერთდროულად ამიერკავკასიისა და საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი, ამ რეგიონში არსებული, პირველ რიგში, მართლმადიდებლური ტაძრები და მუსლიმანური მეჩეთები კულტურულ-ისტორიული ძეგლების ნუსხაში შეიყვანა, ასე რომ, მათი არამც თუ დანგრევა, მცირე დაზიანება და შებილწვაც კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა და მკაცრად ისჯებოდა. ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში, როდესაც მთელს საბჭოეთში უღმერთოები ზეობდნენ და ტაძრებს ბილწავდნენ, ხატებს კი ანადგურებდნენ, ბერიას ძალისხმევით, ასეთი რამ საქართველოში მინიმუმამდე იყო დაყვანილი, ის მინიმალური შემთხვევები კი უმკაცრესად ისჯებოდა.
ბერია, მართალია, მუხლებს არ იტყავებდა ხატების წინ ლოცვით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული ეკლესია სრულ განადგურებას მის მიერ მიღებული ზომების შედეგად გადაურჩა.
скачать dle 11.3