კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ გადაწყვიტა ლენინმა თავის მემკვიდრედ სტალინის დანიშვნა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ტენდენციური მკვლევრები სტალინს არაერთ „სამხედრო ცოდვაში“ სდებენ ბრალს, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება – სტალინი მაღალი კლასის მხედართმთავარი იყო, რომელსაც შესაბამისი ცოდნა და მორალურ-ფსიქოლოგიური უნარები ჰქონდა... ისტორიკოსი ნოელ სოპკო წერს: „რაც არ უნდა დააბრალონ სტალინს და როგორი „ცოდვაც“ არ უნდა აჰკიდონ მას, ფაქტია, რომ სწორედ ექსკლუზიურად სტალინის დამსახურება იყო ბოლშევიკური ძალაუფლების შენარჩუნება 1919 წელს, რასაც პეტროგრადის დაცვის ორგანიზებამ და შემდგომ კონტროპერაციის  ჩატარებამ შეუწყო ხელი.
1919 წლის დასაწყისში რუსეთში საშინელი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ისე ჩანდა, რომ ბოლშევიკები ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდნენ. თუმცა, აქაც სტალინის სიმტკიცემ იჩინა თავი, ისევე, როგორც ერთი წლით ადრე, როცა სტალინისვე დაჟინებული მოთხოვნით, დედაქალაქი პეტროგრადიდან მოსკოვში გადაიტანეს. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ცნობილია, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უფრო იოლია, ვიდრე მისი შენარჩუნება და 1918 წლის დასაწყისში ჩვენც სწორედ ასეთი დილემის წინაშე დავდექით. მთელი „თეთრი გვარდია“ და „ანტანტა“ გვიტევდა და მიუხედავად „წითელი არმიის“ მედგარი წინააღმდეგობისა, თითქმის მთელი პოლიტბიურო პესიმისტურად იყო განწყობილი და თვით ლენინიც კი უკიდურესად გაღიზიანებული ჩანდა. მხოლოდ სტალინი იყო ფოლადივით მტკიცე და თითქმის ყოველდღიურ პოლიტბიუროს სხდომებზე მხოლოდ ის (სტალინი) არ კარგავდა საკუთარ თავზე კონტროლს. სწორედ სტალინმა წამოაყენა წინადადება დედაქალაქის პეტროგრადიდან მოსკოვში გადატანის შესახებ, რაც 12 მარტს განხორციელდა კიდეც. მთავარი და ერთადერთი არგუმენტი კი ის იყო, რომ მოსკოვი გეოგრაფიულად ბევრად უფრო უსაფრთხო და დაცული იყო, ვიდრე პეტროგრადი. ერთი წლის მერე კი პოლიტბიუროს ყოველდღიურ სხდომებზე სწორედ პეტროგრადის დათმობა-არდათმობის საკითხი იხილებოდა და აქაც სტალინის სიმტკიცემ გამოიღო ნაყოფი. „წითელი არმიის“ მეთაური ლევ ტროცკი, იმის მაგივრად, რომ  თავდაცვასა და კონტრშეტევაზე ეფიქრა, აბსოლუტურად დემორალიზებული იყო და  პეტროგრადის დათმობასა და ქვეყნის სიღრმეში გამაგრებას მოითხოვდა... ილიჩი (ლენინი), რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ტროცკის უჭერდა მხარს, რადგან „წითელი არმიის“ მეთაურმა შექმნილი ვითარება მას მუქ ფერებში დაუხატა და დაარწმუნა, რომ პეტროგრადისთვის ბრძოლა ბოლშევიკებს ძალაუფლებას დააკარგინებდა. სწორედ ტროცკის ეს აზრი გაიმეორა ლენინმა, როცა სიტყვა აიღო და პოლიტბიუროს წევრებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ პეტროგრადის დატოვების წინადადებისთვის. ილიჩს უპირობო ავტორიტეტი ჰქონდა კოლეგებში და, ალბათ, ხმის ამოუღებლად დაუჭერდნენ მხარს, რომ არა სტალინი. ის ტრიბუნაზე ავიდა და პირდაპირ ლენინს მიმართა:
– ვლადიმირ ილიჩ, იცით, როგორ დიდ პატივს გცემთ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ცდებით. პეტროგრადისთვის ბრძოლა კი არა, პირიქით, მისი დატოვება და მტრისთვის ჩაბარება დაგვაკარგვინებს ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ, ვეღარ მოვიპოვებთ, რადგან მტერი ჩვენს ერთ მებრძოლსაც არ დატოვებს. ამიტომ, შემომაქვს შემხვედრი წინადადება – პეტროგრადი მტკიცედ დავიცვათ და თუკი საჭირო გახდა, ამისთვის ჩვენი სიცოცხლეც კი არ უნდა დავზოგოთ. პირადად მე ამისთვის მზად ვარ და ყველას აქეთკენ მოგიწოდებთ.
სტალინმა რომ დაასრულა, ლენინმა ტროცკის მიაპყრო მზერა, რაც იმას ნიშნავდა, – შენ დამარწმუნე პეტროგრადის დატოვების აუცილებლობაში და სტალინს პასუხიც შენ გაეციო. ტროცკის მაინცდამაინც არ ეპიტნავა, სტალინისთვის რომ უნდა ეპასუხა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ის ფეხზე წამოდგა და ადგილიდან თქვა:
– სტალინმა შარშან დედაქალაქი მოსკოვში გადმოგვატანინა და არგუმენტად მოიყვანა, რომ ამით ძალაუფლებას შევინარჩუნებდით. ახლაც იგივე არგუმენტით მოგვიწოდებს,  რომ დედაქალაქს კი არა რიგით ქალაქს  შევაკლათ თავი, რაც არასწორია და ამ მოსაზრებას მე და ილიჩი კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოგიწოდებთ, რომ თქვენც ასე მოიქცეთ. პეტროგრადის დათმობა ვერანაირად ვერ დაგვაკარგვინებს ძალაუფლებას და მოვეშვათ დემაგოგიას.
ტროცკიმ რომ დაასრულა და დაჯდა, სტალინმა ტრიბუნიდან უპასუხა:
– ერთადერთი, რაშიც ტროცკის ვეთანხმები, ისაა, რომ დემაგოგიას მართლა უნდა მოვეშვათ და საქმეზე გადავიდეთ. პირველ რიგში კი, სწორედ ტროცკი უნდა მოეშვას ლაჩრულ დემაგოგიას. პეტროგრადი რომ მტერს ჩავაბაროთ, მას მოსკოვზე გაეხსნება პირდაპირი გზა და დედაქალაქის დაცვა ასმაგად გაგვიჭირდება. პეტროგრადი რომ დავთმოთ, წარმოიდგინეთ, რამდენი მტერი შემოვა ზღვით და ხმელეთით და ამის დაშვება არ შეიძლება. ამიტომ, ამხანაგებო, მოგიწოდებთ, პირველ რიგში კი, თქვენ, ვლადიმირ ილიჩ (ლენინი), რომ არ აჰყვეთ პანიკიორის ლაჩრულ დემაგოგიას და პეტრეს ქალაქი დავიცვათ. ტროცკი საკუთარ თავს პოლიტბიუროზე მაღლა აყენებს და რევოლუციის მესაფლავის როლში გვევლინება...
ტროცკი ციებიანივით წამოხტა და შურდულივით გავარდა პოლიტბიუროს სხდომიდან. სტალინის წინადადებას კი ერთხმად დაუჭირეს მხარი და სწორედ სტალინის გეგმით დაიცვეს პეტროგრადი. შემდეგ კი კონტრშეტევა განხორციელდა და გავიმარჯვეთ.“
 როგორც განსაჯაროებული საარქივო საბუთები მოწმობენ, ლენინმა სწორედ პეტროგრადის დაცვის საკითხში გამოჩენილი სიმტკიცის შემდეგ გადაწყვიტა საბოლოოდ, რომ თავის მემკვიდრედ სტალინი აერჩია და ასეც მოიქცა. ჯერ კიდევ საკუთარ სიცოცხლეში დაანიშნინა ლენინმა  სტალინი პარტიის გენერალურ მდივნად და არც შემცდარა.“
скачать dle 11.3