კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 „თავდაპირველად იყო სიტყვა“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ გაკვეთილი მამაკაცებისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოს შემდეგ ერევანიც მოიარა (მოარული ხმებით, ბაქო ბევრს ეცადა, რომ პირველად სწორედ მათთან ჩასულიყო ქ-ნი ზურაბიშვილი) და ჩვენს მეზობლებს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად უთხრა ის, რაც აქამდეც უნდა ეთქვათ (და კიდეც ექნათ) ამ ჩვენს პოლიტიკოს მამაკაცებს.
კერძოდ, საქმე ეხება ყარაბაღის დელეგაციების უპრაგონოდ სიარულს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში (რადგან ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ არის, როდესაც ომში არას მკითხავსო სპასალარი, ანუ ერევნის თანხმობის გარეშე ყარაბაღელები ცხინვალსა და სოხუმს ვერც კი გაეკარებოდნენ) და საქართველოს პრეზიდენტმა ისიც შეახსენა, რომ ჩვენი მეზობლები ფრიად არამეგობრულად იქცევიან ხოლმე.
უფრო მეტიც, რაკი სომხეთი აფხაზეთშიც ცდილობს ფეხის მოკიდებას (რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან სომეხი მოსახლეობა რაოდენობით, საცაა, გადაასწრებს აფხაზებს), ხოლო რუსეთის საპატრიარქო კი – აფხაზეთის ეპარქიის მითვისებას, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის ეკლესიის მეთაურს, გარეგინ მეორეს, მას შემდეგ, რაც მან, მომენტით ისარგებლა და საქართველოში სომხური ძეგლების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა, საქართველოს პატრიარქის მოკითხვაც გადასცა და გაახსენა, რომ აფხაზეთში სომხური ეკლესიები, რატომღაც, რუსეთის საპატრიარქოს ექვემდებარება და დაუზუსტა, რომ ამ ჟესტით სომხეთი უნებლიეთ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ამიტომაც გააცნო საქართველოს პატრიარქის სურვილი, რომ აფხაზეთის სომხეთის ეკლესიები ან საქართველოს საპატრიარქოს დაექვემდებაროს, ან სომხეთის ეკლესიას.
რადგან თავდაპირველად იყო სიტყვა, მისასალმებელია, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ხმა ამოიღო (თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქმე, რომელიც ამ სიტყვას მოჰყვება). ხოლო ფაქტი, რომ ხმა ქალმა ამოიღო (და მერე რა, რომ პრეზიდენტმა), კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ჩვენებური მამაკაცები დიდად არც პოლიტიკაში უქმნია გამჩენს, იმიტომ რომ, ჩვეულებისამებრ, სიმამაცეს მხოლოდ ერთმანეთისადმი თუ იჩენენ (ისიც მაშინ, თუ გამშველებელიც იქვეა).
скачать dle 11.3