კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ღვთის ბატკანი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ბირთვულად სათუთი

​თუმცა აქამომდე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ პრ. პუტინი მიწების შემგროვებელი იყო, აწ უკვე ისიც შევიტყვეთ, რომ იგი ფრიად ღვთისმოსავიც ყოფილა.
ჰოდა, რაკი ყოფილა, გადაუწყვიტავს, თავისი პირადი ფულით შექმნას ხატი რუსეთის შეიარაღებული ძალების ეკლესიისთვის, რომელიც პარკ „პატრიოტში“ უნდა აიგოს.
კრემლში განმარტეს, რომ პრ. პუტინი იმყოფებოდა ეკლესიის საძირკვლის პირველი ქვის ჩადებისას და, ცხადია, გულგრილი ვერც ახლა იქნებაო (სათუთია და იმიტომ!). თუმცა აღარ დაუზუსტებიათ, სახელდობრ, რა თანხა გაიმეტა  ხატისთვის.
საინტერესოა, რომ ხატი უნდა დაიწეროს მეთვრამეტე საუკუნის ზარბაზნის მასალაზე (ზარბაზანივით სათუთიც ყოფილა!).
გავრცელებული ინფორმაციით, იქვე აშენდება მუზეუმი, რომელიც რუსული არმიის ძლევამოსილი გამარჯვებების ისტორიულ ეპიზოდებს მიეძღვნება.
ამის პარალელურად კი, აშშ-ში დაასკვნეს, რომ რფ-მ შესაძლოა, გამოიყენოს ბირთვული იარაღი თავისი სუსტი მეზობლების წინააღმდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ „სუსტ მეზობლებში“, ბრმისთვისაც ცხადია, საქართველო და უკრაინა იგულისხმებიან, ორივე კი მართლმადიდებელი ქვეყანაა, როგორც ჩანს, ზემონახსენებ ხატთან (თუ გვესროლა) პრ. პუტინი ცოდვების მონანიებას აპირებს.

скачать dle 11.3