კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 „ბრძოლა“ რუსულად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

11 მარტს მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელმა და ფსიქოლოგმა იჩხუბეს და, რაკი ძალები აშკარად არათანაბარია, ცხადია, ფსიქოლოგმა პირველკლასელს სძლია (აქვე დავაზუსტებ, რომ ფსიქოლოგი ქალია).
ნაცემი პირველკლასელის დედის განმარტებით, ფსიქოლოგი საქმეში მას შემდეგ ჩაერია, რაც პირველკლასელები ერთმანეთს ეჩხუბნენ და, სავარაუდოდ, გაშველების მიზნით, ერთ-ერთი შემოელახა. შესაბამისად, ბავშვს აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრავმები და სისხლჩაქცევები, თუმცა ფსიქოლოგიც ვერ გამოსულა წყლიდან მშრალი: მასაც ჰქონია დაზიანებები, ხელებზე პირველკლასელის დარტყმების კვალი აჩნდაო.
მანამდე კი, თებერვალში, ასევე, მოსკოვის ერთ-ერთ (სხვა) სკოლაში ხუთი მესამეკლასელი გოგონა დაერია ერთმანეთს. შედეგად, მათგან ორი საავადმყოფოშიც კი მოხვდა.
ცხადია, რუსი სამართალდამცველები გაერკვევიან მომხდარში და ამ პრობლემას რამენაირად თავს გაართმევენ და თითქოს ჩვენ რა შუაში ვართ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ სწორედ თავში ვართ: როდესაც რუსი ფსიქოლოგი რუს პირველკლასელს სცემს, რაღა გასაკვირია, რომ რუსული სახელმწიფო ჩვენ გვეჭიდავება (პირველკლასელთან შედარებით გოლიათებად მოვეჩვენებით)?!
скачать dle 11.3