კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ბრძნული აზრები

ნიცშე: ჩემი მიზანია სრული მტრობა წარმოვქმნა არსებულ „კულტურასა“ და ანტიკურ სამყაროს შორის. ვინც მოისურვებს, ემსახუროს პირველს, უნდა მოიძულოს მეორე.
ბუასტი: უვიცებთან ბჭობა იგივეა, რაც ბრმებისთვის თვალების ახელა.
უაილდი: ხელოვნება ცხოვრების სარკე არაა, ის მხოლოდ მაყურებელს აირეკლავს.
ნაპოლეონი: ის, ვინც ბედნიერებას ფუფუნებაში ეძებს, ემსგავსება მათ, ვინც სანთლის სინათლეს მზის სინათლეს ამჯობინებს.
ჰიუგო: ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს, მან რომ მოუსმინოს.
დანტე ალიგიერი: ყველაზე მწუხარე ადამიანი არის ის, ვინც იცის, რომ დრო იკარგება.
შოუ: ჭკვიანი ადამიანი ცხოვრებას ერგება, უტვინო ცდილობს, მოირგოს, ამიტომ პროგრესი ყოველთვის უტვინოებზეა დამოკიდებული.
ჩერჩილი: გინდათ, რომ კამათში თქვენი სიტყვა ბოლო იყოს? უთხარით მოკამათეს, რომ ის მართალია.
ფროიდი: რაც უფრო სრულყოფილია ადამიანი, მით უფრო მეტი დემონია მასში.
ვოლტერი: ადამიანებმა ისწავლეს ბრძნული გამონათქვამები და უკვე ძნელია ბრიყვების გარჩევა.
დედა ტერეზა: რატომ ვხუჭავთ თვალებს, როდესაც ვლოცულობთ, ვოცნებობთ ან ვეფერებით? იმიტომ, რომ ყველაზე საუკეთესოს ჩვენ კი არ ვხედავთ, არამედ ვგრძნობთ.
სენეკა:  ნუ ჩაუთვლით ადამიანებს სიმშვიდეს უმოქმედობად და სიკეთეს – სისუსტედ.
კოლდფილდი: ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემები პატარა პრობლემების მოგვარებისას წარმოიშვება.
ჰეგელი: რაც უფრო მაღლა ავფრინდებით, მით უფრო პატარები ვჩანვართ მათთვის, ვისაც ფრენა არ შეუძლიათ.
მოლიერი: მართალი და მტყუანი არასოდეს უნდა ეძიოს ადამიანმა, რომელსაც რწმენა არ აქვს.
მარკესი: ნოსტალგია, როგორც ყოველთვის, ცუდ მოგონებებს შლის და კარგს აკეთილშობილებს.
მოემი: ღმერთო, როგორ უნდა იცხოვრო კარგად, როცა არაფერი გტკივა, განსაკუთრებით – სული!
სიუნ ცზი: თქვენ თუ გინდათ განვითარება, მეზობლებს კი არ უნდა ეომოთ, არამედ ივაჭრეთ მათთან.
სტოუნი: მორწმუნეებს არ სჭირდებათ დასაბუთება, ხოლო ურწმუნოებს არა აქვთ დასაბუთება.
დანი: თუ ადამიანი ჭკვიანია, ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გამდიდრდება, გამდიდრებული ადამიანი კი აუცილებლად გასულელდება... თვითონ თუ არა, მისი ცოლი მაინც.скачать dle 11.3