კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა გავლენას ახდენს ხეების აურა ადამიანის ცხოვრებაზე

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

მცენერათა მაგია – ბუნებრივი მაგიაა და უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზეო, – გვმოძღვრავენ შეუცნობელი სამყაროს „მაგისტრები“. ის, რომ ფლორა დედამიწასა და დედამიწელებს ჟანგბადით ამარაგებს, ანუ მისი „ფილტვებია“, ყველამ იცის, მაგრამ რა „მაგიური მანტია“ მოსავს და როგორ გვახვევს მასში, ნამდვილად საინტერესოა, ვიცოდეთ. რადგან მცენარეთა საფარი მრავალფეროვანია, დღეს მხოლოდ ხეებს შევეხებით და უპირველესად განუგეშებთ, რომ ხის არცერთი სახეობა არ ვნებს ადამიანს, მხოლოდ მასზე მოქმედება აქვს სხვადასხვანაირი – ზოგს ამშვიდებს, სხვას ამხნევებს, კურნავს, სევდას უმსუბუქებს, ძალას მატებს... ადამიანის მსგავსად, მცენარესაც გარს ბიოველი, საკუთარი აურა, აკრავს და მათგან რომელი ხე რას გვიზიარებს და რით გვარგებს, ამას პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსისგან, ბატონი ვაჟა დ-სგან შევიტყობთ.
– ყოველი მცენარე რომ რაღაც თვისებებს სძენს ადგილს, სადაც იზრდება, ეს უხსოვარი დროიდან შეუმჩნევიათ ჩვენს წინაპრებს. ის, ნახშირორჟანგის ნეგატიური ენერგიის ჟანგბადად გარდაქმნის პარალელურად, ადამიანის უარყოფით ენერგიასაც სასიკეთოდ აქცევს – აქტიური, მხოლოდ დადებითი განწყობა შეაქვს მასში. ოღონდ, ცალკეული მცენარე შთანთქავს და ტრანსფორმაციას ახდენს მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ვიბრაციაზე. ერთი თუ სევდის, შფოთვის, დეპრესიისა და მწუხარების უარყოფით მონაცემებს გადაამუშავებს, მეორე – ტანჯვასა და ქაოსს კურირებს, მესამე – აგრესიისგან, სიძულვილისა და ბოროტების განწმენდს სივრცეს. რადგან ხეების უამრავი სახეობაა და ყოველი მათგანი ინდივიდუალურია, გაგაცნობთ მხოლოდ ყველაზე გავრცელებულთაგან რამდენიმეს.
– როგორც ვიცი, ყველაზე მეტად მარადმწვანე საფარი გამოირჩევა მაგიურობით.
– მართლაც ძლიერი ენერგეტიკისაა და თან, არც „ძვირი სანახავი“ ჩვენთვის. ამიტომ, პირდაპირ ნაძვითა და ფიჭვით დავიწყებ. იმდენად რთულია ნაძვის ხე, რომ ზოგჯერ მასთან ურთიერთობას უარყოფითი ეფექტიც შეიძლება, ჰქონდეს. ამიტომ, უკეთესია, თუ პროფილაქტიკისთვის კი არა, უშუალოდ ავადმყოფობის დროს გაატარებთ მასთან დროს. ზაფხულში ნაძვი ენერგიას გარემომცველი სივრციდან იღებს, გადაამუშავებს და ინახავს. ზამთარში კი პირიქით, ენერგიას გასცემს, რაც – აზროვნებასა და ფსიქიკას აჯანსაღებს. იცავს ადამიანს ნეგატიური ენერგიის თავდასხმისგან, განდევნის დეპრერსიას, შფოთს, შიშსა და იმის განცდას, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. მისი ენერგია მისწრებაა ზამთარში ძალადასუსტებულთათვის. ის ჯერ ორგანიზმს განწმედს და მერე ენერგიას უნაწილებს – განსაკუთრებით უყვარს და სწყალობს სუსტს, უნებისყოფო ადამიანებს. მათ ხომ ძალა არ შესწევთ, ენერგია მოიმარაგონ, შესაბამისად, უღონოდ არიან, ნაძვი კი სწორედ იმდენს აძლევს, რაც სჭირდებათ. ნაძვი მართავს ემოციას და ფილოსოფიისადმი განგაწყობთ. მაგრამ, ამ ყველაფრისთვის ხის ჭეშმარიტ არსს უნდა ჩაწვდეთ და ენერგია მისგან ხელისგულით შეიგრძნოთ. ამ დროს სხეული შეშდება, ჩხვლეტას გრძნობს, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის უდიდესი ნაკადი გადმოგეცემათ. ოღონდ გახსოვდეთ, ნაძვი „მარტოსულია“ – ძლიერი და ჯანსაღი მხოლოდ მარტოობაში იზრდება. როგორც წესი, „ჯოგში“ ის სუსტია. რაც შეეხება ფიჭვს – ნამდვილი ენერგეტიკული ტიტანია. ენერგიას ისეთი ძალით ასხივებს, რომ ყველანაირ ბოროტებასა და ნეგატივს, რაც კი გზაზე გადაეღობება, უპრობლემოდ აცამტვერებს. შეუძლია, უსარგებლო მიწის ნაკვეთს გეოპათოლოგიური გავლენა მოხსნას; ენერგეტიკული „აურით“ განკურნოს ადამიანის სხეული, პრობლემები კი უთხოვნელად, ისე მოუგვაროს, თვითონაც რომ ვერ მოახერხებდა; აღადგინოს გარე სამყაროსთან დარღვეული კავშირი და ენერგიის მძლავრ წყაროს „მიგაერთოთ“. მისი დამცავი გარსი: არ დაუშვებს მაგნიტურ თავდასხმას, ჯანდაბაში გაგზავნის ნაღველსა და სევდას, ნაავადმყოფარს გამოაჯანმრთელებს. არსებული სივრცის ჰარმონიზებით ფიჭვი დადებითად მოქმედებს ნერვებზე, ხსნის სტრესს, დეპრესიას, სულიერად აძლიერებს და სიცოცხლით ავსებს ადამიანს. საკმარისია, სასთუმალთან ფიჭვის ტოტი დაიდოთ, რომ ძილში ასრტალური თავდასხმისა და კოშმარებისგან დაცული იქნებით; აღიდგენთ დღისით დაკარგულ ძალებს. უზადოა ფიჭვის თილისმა ყელზე – ფიჭვის ძალა ერწყმის თქვენს აურას და მტკიცე, დამცავ გარსს ქმნის, რომელიც თქვენამდე არ მოუშვებს არცერთ ბინძურ ძალას: გათვალვას, ჯადოს, წყევლას... ასე რომ, ფიჭვის ავგაროზი ყველაზე ძლიერია ხის დამცავებს შორის. მართალია, მასალის მოპოვება არც ისე იოლია, მაგრამ თუ გაგიმართლათ, იცოდეთ, ძალიან დიდი ხნით შეიძინეთ სანდო მცველი. ფიჭვის უძლიერეს ენერგეტიკასთან მიახლოებისთანავე მისი ზემოქმედების ველში ექცევით და ის „გრძნობს“ ავადაა თუ არა ადამიანი. გადაღლილსა და ავადმყოფს მაშინვე თავის ენერგეტიკულ ველში „იხუტებს“ და რამდენიმე წუთში „ასწორებს“ პათოლოგიას, ხსნის დაღლილობას. ნაძვისგან განსხვავებით, მას არ უყვარს მარტოობა: ამიტომ ნერგები ახლო-ახლო უნდა დარგოთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა შეძლონ.
– ტირიფი ალბათ, უფრო სევდიანია?
– ტირიფი ქალური მაგიის ხეა და მიუხედავად მუდამ ფიქრწაღებულის „პოზისა“ და მელანქოლიური სილუეტისა, მეტად ბობოქარ ვნებებს იტევს. მედგრად იცავს ადამიანს გათვალვისა და ჯადოსგან, აშორებს ნეგატიურ ენერგიას, უღვივებს მისტიკურ შესაძლებლობებს, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას. მაგრამ, უარყოფით ენერგიას რომ ამოწურავს, დადებითიც მიაქვს – მისთვის სულერთია ბოროტი და კეთილი. ის მხოლოდ ბუნებას ექვემდებარება. ამიტომ, თქვენც ნუ „გადაამლაშებთ“ მასთან ყოფნას. რაც შეეხება მაგიური თვისებების გაძლიერებას, ამისთვის ის ქალს ირჩევს. თან, ქალივით მგრძნობიარეცაა: ყოველთვის კი არ მოინდომებს თქვენთან ურთიერთობას. ძლიერი გამწმენდი ძალა აქვს წყლით დასველებულ ტირიფის ტოტებს, რომელსაც, ოჯახში სიკეთისა და ბედნიერების შესატანად, კარის თავზე კიდებენ. ქალები კი თმაში იწნავენ, რომ უწმინდური ძალისგან იყვნენ დაცული, თვალის სიმახვილე მიეცეთ და არ დაბრმავდნენ.
– ძალასა და სიმტკიცეზე რომ მუხა ახდენს გავლენას, ეს ალბათ, ადვილი მისახვედრია...
– მუხა უძლიერეს ენერგიეს ფლობს და სიმტკიცის, ღონისა და მამაკაცური ძალის ნიშანია. ადამიანის სამყაროსთან კავშირსა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, ასუფთავებს სივრცეს მის ირგვლივ და მედგრად იცავს იქაურობას მაგიური თუ რელიგიური ცერემონიალებისას. ის უპირველესი ბიძგია პიროვნებისთვის მოვლენების არსში ჩაწვდომის, საკუთარი ნიჭის, უნარისა და შემოქმედებითი აღმაფრენის გამოსავლენად. აქვს სამკურნალო ძალა და ამიტომაც, სასიცოცხლო ენერგიის, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა. უშუალო კონტაქტისას, ის დონორია, რომელიც მაქსიმალურად ავსებს ადამიანს სასიცოცხლო ენერგიით. მუხნარში სეირნობა აწესრიგებს სისხლის წნევას, გულის მუშაობასა და ნერვიულ სისტემას. თუმცა, სიფრთხილე აქაც საჭიროა. მუხა მხოლოდ გამძლე ადამიანს სწყალობს, მძიმე ავადმყოფი და ქრონიკული დაავადების მქონე კი, უმჯობესია, მოერიდოს. მუხა ყოველთვის მეომარ, მებრძოლ, ძლიერ ადამიანებს ირჩევს. ახორცებს ომის იარებს, კურნავს და დღეგრძელობას ანიჭებს მებრძოლ სულს. მუხასთან კონტაქტისთვის ყველაზე მისაღები დრო 21.00-დან 3.00 საათამდეა. მუხას თუ ქორწილისთვის დარგავთ, ოჯახი მტკიცე და ბედნიერი იქნება, ხოლო ვაჟი – ჯანმრთელი და ღონიერი დაიბადება.
скачать dle 11.3