კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რომელი პროდუქტების მიღება უნდა შეზღუდოს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა

ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს თავისი მახასიათებლები არა მხოლოდ ტემპერამენტისა და ხასიათის, არამედ დაავადებებისადმი განწყობისა და სწორი კვების მიხედვითაც აქვს. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ და კილოგრამების მოშორება გადაწყვიტეთ, ქვემოთ მოყვანილი ასტროლოგიური რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ.
ვერძი – თქვენი ჯანმრთელობის გარანტი კალიუმის ფოსფატია, რომელსაც უხვად შეიცავს მარწყვი, თხილი და პომიდორი. ხოლო მავნე პროდუქტებია: ცხიმიანი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე საკვები და ტკბილეული. რაციონში შეიტანეთ ფაფები, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული. წონაში დასაკლებად ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიეტები დაგეხმარებათ.
კურო – ამ ნიშნით დაბადებულებს, ნივთიერებათა შენელებული ცვლის პროცესი აქვთ. თქვენი ჯანმრთელობის რესურსია ნატრიუმის სულფატი, რომელსაც შეიცავს ხახვი, საქონლის ხორცი, შვრია და მარწყვი. ეს პროდუქტები ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას უწყობს ხელს. მავნე პროდუქტებია: ფუნთუშეული, ტკბილეული, ცხიმიანი ხორცი და მაგარი ყავა. თუ გსურთ, წონაში დაიკლოთ ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ, აირჩიეთ ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტები და დაბალკალორიული დიეტები.
ტყუპები – ამ ნიშნით დაბადებულები, ხშირად ვარდებიან სტრესში. ამ დროს კი შეუძლიათ, უზომოდ დიდი რაოდენობით ტკბილეული მიიღონ. თქვენს რაციონში მუდამ უნდა იყოს კალიუმი და B ჯგუფის ვიტამინები, რომელსაც შეიცავს ყაბაყი, ბადრიჯანი, ლეღვი, კომბოსტო და კარტოფილი. მავნე პროდუქტებია: ტკბილეული, ცხიმიანი საკვები. მკაცრი და დაბალკალორიული დიეტები თქვენთვის არ შეიძლება, ხოლო ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების ამოღება სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.
კირჩხიბი – ამ ნიშნის სუსტი ადგილი საჭმლის მომნელებელი სისტემაა. საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს კალციუმის ფტორიდს. რაციონში დაამატეთ მარცვლეული, რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, უცხიმო თევზი. კარგია ნიორი, რომელიც სელენიუმს შეიცავს. თუ გსურთ, სწრაფად გახდეთ, თქვენთვის რეკომენდებულია ბოსტნეულის წვნიანები, კეფირის ან ხაჭოს დიეტა.
ლომი – თქვენთვის ჯანმრთელობის წყაროა ფოსფორით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა შვრიის, წიწიბურასა და ხორბლის ბურღული, სოია, კაკაო, თევზი და კვერცხი. მავნე პროდუქტებია: ცხიმიანი საკვები, ტკბილეული და ალკოჰოლი. წონაში დასაკლებად კი შეარჩიეთ ციტრუსისა და ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიეტა.
ქალწული – თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია რკინის ფოსფატისა და კალიუმის სულფატით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ვაშლი, ყაბაყი, ფეტვი, შვრია და წიწიბურა. მავნე პროდუქტებია: კონსერვები, ტკბილეული და შებოლილი პროდუქტები. თქვენთვის, სწრაფად წონაში დაკლება არ შეიძლება. ერთადერთი, რისი უფლებაც შეიძლება, თავს მისცეთ, დიეტურ სუპებზე დაფუძნებული კვებაა.
სასწორი –  მლაშე, ნედლად შებოლილი პროდუქტები და მარგარინით დამზადებული პროდუქტები ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ხშირად მიირთვით ნატრიუმის ფოსფორმჟავის შემცველი პროდუქტი, როგორიცაა: ჭარხალი, სატაცური, ატამი, სიმინდი, ნუში. თქვენთვის ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტებით დიეტის დაცვა არ შეიძლება. წონაში დაკლება სეზონური ხილის დიეტებით შეგიძლიათ.
მორიელი – თქვენთვის აუცილებელია ორგანიზმის კალციუმის სულფატით შევსება, რომელსაც შეიცავს მწვანე ხახვი, სატაცური, წიწმატი, შავი ქლიავი. მავნე პროდუქტებია: მწარე კერძები, ცომეული. წონის დაკლებას კი კვების რაციონის სწორად გადანაწილებითა და ღამით კვებაზე უარის თქმით შესძლებთ.
მშვილდოსანი – თქვენი ჯანმრთელობის რესურსი მინერალურ მარილებშია, რომლებიც მინერალური წყლების სპეციალურ სახეობებში შედის. თქვენთვის მავნეა: შებოლილი პროდუქტები, ღორის ხორცი, დამარილებული საკვები და ტკბილეული. თუ გახდომა გსურთ, იკვებეთ მსუბუქი, მწვანე ბარდის წვნიანებით და ფაფებით, რომელსაც დღის განმავლობაში სწორად გადაანაწილებთ.
თხის რქა – თქვენს ორგანიზმს ფოსფატი და ფტორი ესაჭიროება, რაც შედის კვერცხის ნაჭუჭში, ზღვის თევზსა და ჩაიში. მავნე პროდუქტებია: ტკბილეული, ისპანახი, ცხიმიანი კერძები. შაქარი თაფლით ჩაანაცვლეთ. მკაცრი დიეტა არ დაიცვათ. წონის დაკლებისთვის გამოიყენეთ კეფირის, წიწიბურას, ვაშლის დიეტები.
მერწყული – შეიტანეთ საკვებ რაციონში ლობიო, არაქისი, კაკაო, სოია და წიწიბურა. სწორედ ამ პროდუქტებშია, თქვენთვის აუცილებელი მაგნიუმის ფოსფატი. ასევე, ყოველდღიურად უნდა მიიღოთ რძემჟავა პროდუქტები და ყოველი კვება კი მსუბუქი ბოსტნეულის სალათით დაიწყოთ. რაც შეეხება დიეტას, თქვენი არჩევანი უნდა იყოს, დაბალკალორიული და ნაკლებნახშირწყლებიანი დიეტები.
თევზები – არასასურველია ცივი და მშრალი საკვების მიღება, ორგანიზმის სითხით გადატვირთვა. რაციონში დაამატეთ წიწიბურა, ასკილი, კომში და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. მავნე პროდუქტებია: ცხიმები, შაქარი, ცხარე და მწარე სოუსები. იკვებეთ ერთსა და იმავე დროს. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ ნახევარი ჭიქა წყალი. გახდომისთვის კი, შეარჩიეთ, ბევრი ხილის შემცველი დაბალკალორიული მონოდიეტები.
скачать dle 11.3